საზოგადოება

N51 სკოლის პედკოლექტივი განათლების მინისტრს კატეგორიული მოთხოვნით მიმართავს

თამარ ლეფსვერიძე  2013-01-27 16:49:55
ხვალ,  11:10 საათზე, სასწავლო პერიოდის, ე.წ დიდი შესვენების დროს, 51-ე საჯარო სკოლის პედაგოგების ნაწილი სკოლის შენობის წინ მშვიდობიან საპროტესტო აქციას გამართავს ამავე სკოლის დირექტორის თანამდებობიდან დათხოვნასთან დაკავშირებით.
სკოლის პედაგოგების ნაწილი წინააღმდეგია, სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გაანთავისუფლონ ამჟამინდელი ხელმძღვანელი. პედაგოგები პეტიციას განათლების მინისტრს, საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტს და არასამთავრობო ორგანიზაციებს გაუგზავნიან და აღნიშნულ თემაზე განათლების მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნას დააყენებენ. გთავაზობთ პეტიციის ტექსტს.
"2012 წ. ივნის-ივლისში ს.ს.ი.პ.  ქ. თბილისის გალაკტიონ  ტაბიძის სახელობის N51 საჯარო სკოლაში ჩატარდა აუდიტი, რომლის დასკვნის საფუძველზე 2013 წ. 17 იანვარს გამოიცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება N20. (საჯარო სამართლის იურიდიული პირის გ. ტაბიძის სახელობის N51 საჯარო სკოლისთვის წერილობითი გაფრთხილების მიცემისა და სკოლის დირექტორის დავით ლაგვილავას უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსადმი წარდგინებით მიმართვის შესახებ).

სკოლის სამეურვეო საბჭომ მუხლობრივად განიხილა აუდიტის დასკვნა, არგუმენტირებულად  უარყო ყველა ბრალდება და სამინისტროს დროულად გადაუგზავნა სათანადო ანგარიში.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, 2013 წ 22 იანვარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის სახელზე შევიდა პედაგოგთა, მშობელთა და მოსწავლეთა მიმართვა და განცხადება მინისტრთან სასწრაფოდ შეხვედრის თხოვნით, ვინაიდან მიგვაჩნია რომ აუდიტის დასკვნა არის მიკერძოებული, აბსურდული  და არ შეესაბამება სკოლაში არსებულ მდგომარეობას.

გამომდინარე იქიდან, რომ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას, პედაგოგთა, მშობელთა და მოსწავლეთა განცხადებას რეაგირება არ მოჰყოლია, ა/წ 28 იანვარს, ორშაბათს 1120-1140 (ამ დროს არის სკოლაში დიდი დასვენება, სასწავლო პროცესის ჩაუშლელად) პედაგოგები ვაწყობთ გამაფრთხილებელ აქციას კატეგორიული მოთხოვნით, შეგვხვდეს დღის ბოლომდე მინისტრი ბატონი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც მიკერძოებული აუდიტის დასკვნით შეცდომაშია შეყვანილი, "_ ნათქვამია პეტიციაში.

მასწავლებლების მოთხოვნაა

  • დროებით შეჩერდეს მინისტრის ბრძანება დირექტორის უფლება მოსილების ვადამდე შესწყვეტის შესახებ.
  • დაინიშნოს საერთაშორისო სერთიფიკატის მქონე დამოუკიდებელი  ახალი აუდიტი, რომელიც ობიექტურად შეისწავლის სკოლაში მდგომარეობას

იმ შემთხვევაში, პედაგოგების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ისინი საზოგადოებას თავიანთ სამოქმედო გეგმას გააცნობენ.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


"გარემოს დაცვის სამინისტროს „ფეისბუქის" გვერდისა და ელ.ფოსტის მეშვეობით სამინისტროში შემოდის
ყვითელ სამარშრუტო ტაქსებში კონდიცირება ისევ პრობლემად რჩება. ხშირ შემთხვევაში მძღოლები
20 დეკემბერს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში, სასჯელაღსრულების კომპლექსის ე.წ. “ლაითურის
ჯეი როზენმა დაწერა მახვილგონივრული ტექსტი, რომელშიც ჟურნალისტიკა ორ მიმართულებად გაყო:
საქართველოს სახალხო დამცველი გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით სასამართლოს
დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც  "post-ალიონისა" და