სამართალი

გიორგი ღვინიაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე პროკურატურაში იბარებენ

ეკა ალფაიძე  2013-02-02 12:26:35

საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა ბუტა რობაქიძის მკვლელობისა და მისი მეგობრების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემის საქმის გარემოებებთან დაკავშირებით (მიმდინარე გამოძიების ფარგლებში,კანონით დადგენილი წესით) მოწმის სახით ჩვენების მისაცემად მოიწვია საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი ღვინიაშვილი.

ბუტა რობაქიძის მკვლელობისა და მისი მეგობრების (ირაკლი მიქაბერიძის, კახაბერ აზარიაშვილის, ლევან დანგაძის, აკაკი ბართაიას და გიორგი ქურდაძის ) მიმართ პოლიციელთათვის წინააღმდეგობის გაწევისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით გამოძიებას აწარმოებდა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურა და თბილისის პროკურატურა. გიორგი ღვინიაშვილი  თბილისის პროკურორი იყო  2004 წლის სექტემბრიდან 2008 წლის ჩათვლით.

საქართველოს მთავარ პროკურატურას აქვს მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კითხვები  აქვს გიორგი ღვინიაშვილთან, როგორც ამ გახმაურებული და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმის გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელთან.

გიორგი ღვინიაშვილი დაბარებულია დაკითხვაზე 2013 წლის 2 თებერვალს 14  საათზე მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში.



_ შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს, ოზურგეთის, ლანჩხუთის
ამ წუთებში, სოფელ ლაფანყურში შევიდა თელავის სასწრაფო დახმარების მანქანები და
რამდენიმე წუთის წინ, "გურია ნიუსს" ანაკლიაში მცხოვრები ცინარა აბულაძე სამეგრელო-ზემო
2013 წლის 23 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს
პროკურატურამ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე 2011 წლის
დავით ჩაგინავა თბილისის, ანკარის და ვენის ინტერპოლების თანამშრომლობის შედეგად 30