მთავარი თემა

"ნაციონალების" დასასაქმებლად 19 აპრილამდე ახალი შტატები იქმნება

ნატო გოგელია  2013-04-12 10:42:12

ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის საკრებულოებში ახალი შტატები იქმნება.

ჯერჯერობით, ეს ინფორმაცია საჯაროდ არ ხმაურდება, თუმცა, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, შტატები 19 აპრილამდე შეიქმნება და ის ადამიანები დასაქმდებიან, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" აქტიურ მხარდამჭერებად ითვლებიან.

მართალია, ამ ინფორმაციას საჯაროდ ყველა საკრებულოში უარყოფენ, თუმცა, ფაქტები საწინააღმდეგოს მეტყველებენ _ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწედ, "ნაციონალი" აკაკი ყაჭეიშვილი 2 დღის წინ დაინიშნა.

ყაჭეიშვილი 2007 წლის თებერვლიდან 2012 წლის იანვრამდე სოფელ გოგოლესუბნის რწმუნებულად მუშაობდა. 2012 წლის იანვრიდან კი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსად დაინიშნა.

ყაჭეიშვილმა, რომელსაც, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსობაზე ჰქონდა პრეტენზია, ბარიერი ვერ გადალახა და შესაბამისად, უმუშევარი დარჩა.

აღსანიშნავია, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე, "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური წევრია. სწორედ მის სამუშაო კაბინეტში მოახერხა "გურია ნიუსმა" წინასაარჩევნო პერიოდში, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტის გადაღება, რომელიც, მაშინ, როცა ჟურნალისტებს საშვის გარეშე ფეხს არ გვადგმევინებდნენ, უსაშვოდ უპრობლემოდ დადიოდა.

ანტონ ხუნდაძე ამბობს, რომ ყაჭეიშვილის დანიშვნა "ნაციონალობასთან" კავშირში არ არის.

_ ეგ რა შუაშია. არის წესიერი, შრომელი კაცი და ასეთი ადამიანი ყველგან შეიძლება იყოს, _ გვითხრა ხუნდაძემ.

უნდა ითქვას, რომ ამ დრომდე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ეს შტატი არ არსებობდა. "გურია ნიუსის" კითხვაზე, რამ გამოიწვია ამ კადრის აუცილებლობა, საკრებულოს თავმჯდომარე ასე პასუხობს: "მერე, რა"

_ მე რა, რომ დაინიშნა?! _ გვითხრა ხუნდაძემ.

_ მერე ის, რომ ამდენ ხანს არ იყო მსგავსი შტატი საკრებულოში... თუკი ამდენ ხანს ამის საჭიროება არ არსებობდა, ახლა რა ხდება, ბატონო ანტონ?

- ჩემთან, გარდა მაგისა, კიდევ ბევრი შტატია. ბევრი ფრაქცია შეიქმნა და ხალხს სჭირდება დამხმარეები.

_ ეს გავიგეთ, მაგრამ თქვენ ამდენი წლის განმავლობაში არ გყოლიათ თანაშემწე...

_ მერე რა, რომ არ მყავდა, რა მნიშვნელობა აქვს(?!).

_ ის მნიშვნელობა აქვს, რომ გასული წლის ბოლოს, ბიუჯეტს დეფიციტი წინასაარჩევნოდ დამატებული შტატების გამო შეექმნა. ამდენ ხანს თუ ახერხებდა ანტონ ხუნდაძე თანაშემწის გარეშე მUშაობას, ახლა რა შეიცვალა?

_ მარტო ეგ რატომ გაინტერესებთ, ეგ ერთი შემთხვევა?

_ ჩვენ ყველა შემთხვევა გვაინტერესებს და ყველა მსგავს შემთხვევას ვაშუქებთ... ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამ ადამიანებს ხელფასს ხალხი უხდის და როდესაც კონკრეტული კადრი ინიშნება, მისი აუცილებლობა უნდა იყოს...

_ მომისმენთ რა, არ უნდა ახლა! საჭიროდ ჩათვალა საკრებულოს თავმჯდომარემ, მას სჭირდება და შეიძლება სხვაგანაც დასჭირდეთ.

_ გამოდის, რომ შტატებს კიდევ დაამატებთ...

_ მე არ უნდა დავამატო... თუ დასჭირდა საქმეს, შეიძლება სხვაც დაინიშნოს და სხვაგანაც, მარტო აქ არა, _ დაგვიზუსტა ხუნდაძემ.

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


"შავი ოქროთი" მდიდარი ქალაქი ჭიათურა შავ დღეშია. დღეს  მაღაროში დასაქმებულმა
პარლამენტში მესამე დღეა მწვავე დებატები მიმდინარეობს ანგარიშზე, რომელიც კონტროლის
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში 2013 წლის
ჰელმანდის პროვინციის “სამხრეთ-დასავლეთის რეგიონალურმა სარდლობამ“ თავის სამოქმედო არეალში სამხედრო ოპერაცია
"ზოგიერთი თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციების წარდგენის წესში ხარვეზები ინფორმაციის გამჭვირვალობისა
შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილ დღის ცენტრში - "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება", რომელიც