პოლიტიკა

მოსახლეობის საყოველთაო აღწერა იწყება

ეკა ალფაიძე  2013-04-30 13:30:06

2013 წლის 5-19 ნოემბერს, საქართველოში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა დაიწყება, რაც 2002 წლის შემდეგ არ ჩატარებულა და შესაბამისად, დღეისთვის უცნობია მოსახლეობის რაოდენობასთან დაკავშირებული ზუსტი სტატისტიკა.

2013 წლის 2 აპრილს, საქართველოს მოსახლეობის აღწერის სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ 2014 წლის საყოველთაო აღწერის პროგრამა დაამტკიცა. როგორც წესი, გაეროს წევრი ქვეყნები საკუთარ მოსახლეობას ყოველ ათ წელიწადში ერთხელ აღწერენ.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორი ზაზა ჭელიძე ამბობს, რომ აღწერა რეგიონების მიხედვით სხვადასხვა დროს დაიწყება.

"ამ ეტაპზე უკვე ვემზადებით პირველი შემოვლისთვის, რაც სავარაუდოდ ივნისისთვის დაიწყება. შერჩეული იქნება საქართველოს რეგიონები, საუბარია კახეთზე, აჭარასა და გურიაზე . ამ სამი რეგიონის შემოვლის შემდეგ პროცესი ეტაპობრივად გახორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

პირველ ეტაპზე მოხდება შენობების და შენობებში მაცხოვრებელი მოსახლეობის აღწერა, შემდეგ ეტაპზე კი განხორციელდება კონკრეტულად მოსახლეობის დათვლა."

2013 წელს ჩატარდება აღწერის მოსამზადებელი სამუშაოები, კერძოდ თითოეულ შენობაში მოსახლეობისა და შინამეურნეობების რაოდენობის წინასწარი დადგენის მიზნით, მოხდება შენობებისა და მათში მცხოვრები მოსახლეობის წინასწარი შემოვლა. სამუშაოს 4 ათასამდე ადამიანი შეასრულებს.

პროექტის ბიუჯეტი 18 მილიონი ლარია, აღწერაში სულ 15 ათასი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

"მოსახლეობის აღწერა მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური თავლსაზრისით. უნდა ვიცოდეთ მოსახლეობის ზუსტი რაოდენობა, ტერიტორიული განლაგება, რომ შესაბამისად დავიანგარიშოთ სხვადასხვა სოციალური პარამეტრები რაც მათ ყოფით საკითხებთან არის დაკავშირებული," _ განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ.

მოსახლეობის აღწერა 2014 წლის ნოემბრისთვის უნდა დასრულდეს.

 

 

              
"ენერგო პრო ჯორჯიას" აბონენტების საყურადღებოდ! 20 იანვარს, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, ჩოხატაურში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაბა ჩოხატაურის 1227 აბონენტს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.


ამ წუთებში ოზურგეთში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის რაიონული
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, იზანმიმართულად ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ პროკურატურას
რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით "დღეს საკრებულოს ბიურომ საოქმო
საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის  თვალსაზრისით, საპროცესო გარიგება თავისი არსით
NDI-ის კვლევის პოლიტიკური ნაწილის გამოქვეყნებას ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობის
აფხაზეთიდან დევნილთა საინიციატივო ჯგუფი _ "აფხაზეთის მომავალი" აცხადებს, რომ აფხაზეთის