ლურჯი იალქანი _ ინტერნეტ-ნიჭიერის ფინალში გავიდა

gurianews.com

 

15 წლის ბიჭი ოზურგეთიდან, რომელსაც ძალიან უყვარს შინაური ცხოველები

სრულად
 

"გაიღიმე ჩურჩუტელა" _ სიურპრიზი აბიტურიენტ შეყვარებულს

სრულად
 

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დამსწრე აბიტურიენტთა ქცევის წესები განისაზღვრა

სრულად
 

ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

სრულად
 

გარემოსდაცვითი კონკურსის გამარჯვებული ჯუმათის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი მექვაბიშვილი გახდა

სრულად
 

ეროვნული გამოცდების შესახებ დეტალები დღეს გახდება ცნობილი

სრულად

21-ს ქვევით

ლურჯი იალქანი _ ინტერნეტ-ნიჭიერის ფინალში გავიდა

აპრილი 18
11:27:16 2011

"ლურჯი იალქანი" ახალგაზრდა ბიჭებისგან შემდგარი ჯგუფია, რომელიც ერთი წელი არ არის, რაც დაარსდა და მოღვაწეობა დაიწყო. თავდაპირველად ხუთნი იყვნენ, შემდეგ კი, ორი წევრი სასწავლებლად წავიდა თბილისში და მხოლოდ სამი დარჩა, მერე ოთხი თანატოლი დაიმატეს და ანსამბლმა ახალი სიმღერის ჩაწერა და შესრულება დაიწყო. ახლახან ჯგუფი ინტერნეტნიჭიერის კონკურსში მონაწილეობდა და სამეულში მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ფინალში გავიდნენ. ფინალი კი მაისის თვეში უნდა ჩატარდეს. ანსამბლის შექმნის იდეა გოგა გორდელაძეს ეკუთვნის, რომელიც ჯგუფისთვის მუსიკას თვითონ წერს, შემდეგ კი ბიჭები ერთად თანხმდებიან ტექსტზე და ხვეწენ სიმღერებს.

მიშიკო მამალაძე, გოგა გორდელაძე, ლერი შეწირული, გვარ-სახელით ორი სეხნია ბექა მეფარიშვილი და ბექა მეფარიშვილი, დამიანე გორდელაძე და გიგა ბელქაძე ის ახალგაზრდებია, რომლებიც ქართულ ჰანგებზე უზომოდ არიან შეყვარებულნი და ცდილობენ, კარგი სიმღერები შექმნან და მსმენელი დაატკბონ. დღევანდელ ნომერში გოგა გორდელაძე და მიშიკო მამალაძე "ლურჯ იალქანზე" ისაუბრებენ.

გოგა გორდელაძე: _ ყველაფერი სოფელ ლიხაურში დაიწყო, თავდაპირველად გური ურუშაძის ანსამბლში ვსწავლობდი ხალხურ სიმღერებს და შემდეგ წამოვედი, გადაწყვეტილება მივიღე, რომ ახალგაზრდებისგან შემექმნა ანსამბლი, სადაც იმ სიმღერებს შევასრულებდი, რომელიც პოპულარულია დღეს.

მიშიკო მამალაძე: _ ყველა, ვინც ჩვენს ანსამბლში არის, აქვს მუსიკალური განათლება და ვფიქრობ, საინტერესო და კარგი ადამიანები შევიკრიბეთ ერთად. მთავარია, მონდომება და ნიჭი. მიხარია, რომ ამ ანსამბლში ვმღერი. გურიაში ჩვენი ანალოგი ჯგუფი არ არის, ცუდად არ მინდა გაგვიგონ, მაგრამ ასეა. ხშირად არ არის ცოცხალი შესრულება და ამიტომაც გვინდოდა მსგავსი ჯგუფის ჩამოყალიბება, რომ ცოცხლად შეგვესრულებინა სიმღერები.

გოგა გორდელაძე: _ პირველი სიმღერა რომ დავწერე, ვერ ვიჯერებდი, შემდეგ მეორე დავწერე და მოჰყვა შემდეგი. ასე დაიწერა 15-მდე სიმღერა.

_ პირველი შემფასებელი ვინ იყო?

გოგა გორდელაძე: _ გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი. შემთხვევით გვნახა ნიაბაურში, ახალჩამოყალიბებული იყო ჩვენი ჯგუფი. ვმღეროდით. მან დაგვიძახა და დაინტერესდა ჩვენით, ყველაფერი გამოგვკითხა, რამდენიმე სიმღერა მოვასმენინეთ. ორ დღეში დაგვიბარა და გაგვიშვა ნატო ხომერიკთან, მივედით. პატარა შეხვედრა მოეწყო, სადაც კულტურის სამსახურის და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელები მარინა ჯაფარიძე და კობა ბანძელაძე იმყოფებოდნენ. მომღერლებთან გამოვედით ჩვენი სიმღერებით, მოიწონეს და დაიწყეს ჩვენზე ზრუნვა. იგეგმებოდა ჩვენთვის ოთახის გამოყოფა კულტურის ცენტრში, მაგრამ სამწუხაროდ, შენობა დაიწვა, ახლა ისევ ლიხაურში ვიკრიბებით. დილით ჩამოვალ, ბიჭებს მანქანით მივაკითხავ და შემდეგ მიდის რეპეტიციები. სწორედ პატარა შეხვედრის შემდეგ, მოხდა ჩვენი გამოსვლა საახალწლო კონცერტზე, რომელიც ოზურგეთში ახალი წლის ღამეს შედგა. ლალუკა ღლონტი და ნატო ხომერიკი ძალიან დაგვეხმარნენ. შემდეგ გამოვედით "ქალაქურში" და "გურიაში".

_ როგორც ჩანს, "მგზავრების" და "ფრანის" სტილში მღერით?

მიშიკო მამალაძე: _ შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ ჩვენ ვმღერით იმას, რაც გულიდან მოდის და რასაც მთელი სულით ვაკეთებთ.

_ უსმენენ მსგავსი სტილის სიმღერებს?

მიშიკო მამალაძე: _ დიახ, ასე არის. ახალგაზრდებს და არა მარტო მათ, მოსწონთ და უსმენენ.

_ ინტერნეტ-ნიჭიერზე რას გვეტყვით, რომელიც საქართველოს ბანკის ორგანიზატორობით ტარდება და უამრავი მნახველი ჰყავს?

გოგა გორდელაძე: _ რადგან ვმღერით, ჩვენც გადავწყვიტეთ, ვიდეო შეგვექმნა და გაგვეგზავნა კონკურსში. პირველ ეტაპზე საუკეთესო სამეულში მოვხვდით, ათასამდე ხმა მივიღეთ და ახლა ფინალისთვის ვემზადებით. იმედია, გაგვიმართლებს და გურიიდან მოგცემენ ხმას, ინტერნეტის დახმარებით.



არქივი