"პომიდვრის ჭირი" თუ არასწორი მოვლის შედეგი

gurianews.com

 

ეტალონი 2019-ის მეორეადგილოსანი ჩოხატაურელი გიორგი სიხარულიძეა

სრულად
 

"ქართული ღვინის გზის" გამარჯვებული _ გაიცანით მოსწავლე შუასურებიდან

სრულად
 

გურიის საგამოცდო ცენტრი _ გამოცდის შემდეგ, აბიტურიენტებმა პირველი კომენტარი გააკეთეს

სრულად
 

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ _ ოზურგეთელი მოსწავლე ოლიმპიადის გამარჯვებულია

სრულად
 

დღეიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეეძლებათ

სრულად
 

შუა ამაღლების საჯარო სკოლის წარმატება ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე კონკურსში

სრულად

21-ს ქვევით

"პომიდვრის ჭირი" თუ არასწორი მოვლის შედეგი

იანვარი 01
04:00:00 1970
მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში, პომიდვრის მცენარეული ნაწილი, ამოსვლიდან ყვავილობამდე, ხშირად ჭკნება და მისი გადარჩენა შეუძლებელია, ამ ზაფხულს განვითარებულმა პროცესმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა _ გურიის თითქმის ყველა სოფელსა თუ ქალაქში, სადაც პომიდორი მოჰყავთ, მცენარე მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც გაშავდა და გახმა. მეურნე ქალბატონები განსაკუთრებით სწუხან ამის გამო და ამბობენ, რომ არანაირმა შესაწამლმა საშუალებამ არ იმოქმედა.

_ წელს რაც ხდება, ეს პომიდვრის ჭირია. მებოსტნეობაში დავბერდი და ასეთი რამ ჯერ არ მინახავს _ პომიდორი თუ სხვა ბოსტნეული ადრეც ჭკნებოდა ან სულაც ხმებოდა, მაგრამ ასე მასიურად მთელი ნარგავები გამფუჭებოდეს, არ მახსოვს, _ ამბობს მეურნე ეთერ ლომჯარია. როგორც თვითონ განმარტავს, ნერგებისთვის ყურადღება არც ერთ ეტაპზე არ დაუკლია და ამიტომაც უკვირს ასეთი საზიანო სახეცვლილება.

როგორც წესი, თითოეული მებოსტნე პომიდორს სხვადასხვა დროს რგავს, როგორც საადრეო, ისე საგვიანო მოსავლისთვის. სამწუხაროდ, ყველა აღნიშნავს, რომ ერთნაირად გაფუჭდა, როგორც ნორჩი, ისე ზრდასრული პომიდვრის ნერგები. ბევრი ამას გადაუღებელ წვიმას უკავშირებს, რითაც წლევანდელი ზაფხული გამოირჩევა.

თუ რამ გამოიწვია წელს პომიდვრის ავადმყოფობა, შეიძლება თუ არა აწი მათი გადარჩენა ან რა უნდა მოვიმოქმედოთ მომავალ წელს, რომ ანალოგიურ მდგომარეობაში არ ჩავვარდეთ, გვესაუბრება აგრონომი, "ხელხვავის" კონსულტანტი მარინა სუნგულია:

_ წელს, არა მარტო პომიდორს, ზოგადად, სასოფლო-სამეურნეო კულტურებს სერიოზული პრობლემები აქვთ, მავნებელი დაავადებების მოძლიერების გამო. არავითარი "პომიდვრის ჭირი" ეს არ არის _ წლევანდელი გაზაფხულის და ზაფხულის ამინდები იდეალური აღმოჩნდა მავნებელი დაავადებებისთვის. რაც შეეხება პომიდვრის გაშავებას, ეს არის სოკოვანი დაავადება _ ფიტოფტოროზი, რომელიც არა მარტო პომიდორს, არამედ კარტოფილს, ბადრიჯანს და წიწაკასაც აავადებს. მაგრამ ეს ბოლო ორი კულტურა შედარებით გამძლეა.

ეს არ არის ახალი დაავადება _ იგი კარგა ხანია არსებობს, მაგრამ მისი გაძლიერება პირდაპირ არის დამოკიდებული გარემო პირობებზე. სოკოს უყვარს ტემპერატურა და მაღალი ტენიანობა, რაც ამ სეზონზე ჭარბადაა. ამიტომ, როცა იცვლება პირობები, აუცილებელია, შეიცვალოს პომიდვრის მოვლა-პატრონობის სქემა, კლიმატიდან გამომდინარე. ასევე, აუცილებელია, კონკრეტული ბოსტნის წინა წლების ფიტოსანიტარული მდგომარეობის, ჯიშის, ნერგის და თესლის მდგომარეობის გათვალისწინება. ყოველივე ამის გამო, უნდა მიმართოთ პროფესიონალებს, რადგან ყველა მებოსტნისთვის საჭიროა კონკრეტული სქემის შედგენა. სამწუხაროდ, მებოსტნეები უმეტესად პრობლემაზე ზრუნვას მაშინ იწყებენ, როცა დაავადებას აღმოაჩენენ. სოკოვანი დაავადებებისგან კი თავი ძირითადად პროფილაქტიკური ღონისძიებებით უნდა დავიცვათ. ისეთი სტილის წამლები, როგორიც არის ბორდოს ნარევი, ანუ კონტაქტური პრეპარატები, ჭარბწვიმიანობისა და სინესტის დროს, მცენარეს ვერ იცავს. პომიდვრის წამლობა საჭიროა ადრეული ასაკიდან სისტემური პრეპარატებით, რომლის მრავალი სახე არსებობს.



არქივი