რწმენით და იმედით _ ფოტორეპორტაჟი

gurianews.com

 

15 წლის ბიჭი ოზურგეთიდან, რომელსაც ძალიან უყვარს შინაური ცხოველები

სრულად
 

"გაიღიმე ჩურჩუტელა" _ სიურპრიზი აბიტურიენტ შეყვარებულს

სრულად
 

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დამსწრე აბიტურიენტთა ქცევის წესები განისაზღვრა

სრულად
 

ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

სრულად
 

გარემოსდაცვითი კონკურსის გამარჯვებული ჯუმათის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი მექვაბიშვილი გახდა

სრულად
 

ეროვნული გამოცდების შესახებ დეტალები დღეს გახდება ცნობილი

სრულად

21-ს ქვევით

რწმენით და იმედით _ ფოტორეპორტაჟი

აგვისტო 15
13:34:35 2011

9 აგვისტოს, დაბა ურეკში, სასტუმრო "კოლხიდამ" ძალიან ლამაზ ღონისძიებას უმასპინძლა. სცენაზე ოზურგეთის ინვალიდთა ასოციაციის ბენეფიციარები ჟურნალისტებთან ერთად იდგნენ.

დათო ჟღენტი, დათო მენაბდე, თენგო ჭიტაძე, ნათია ხელაძე, თამუნა ბარამიძე, თამუნა ლურსმანაშვილი, მარიამ კობიძე, მონიკა და მიშიკო ახვლედიანები _ სწორედ, ამ ბავშვებმა გაუწიეს პარტნიორობა მედიის წარმომადგელებს: გიორგი გირკელიძეს, შორენა ღლონტს, ჟანა მეგრელიშვილს (გაზეთი "გურია ნიუსი"); ნინო ნიკოლაიშვილს, გიორგი ასათიანს, მარი კოძოევს (გაზეთი "ალიონი"); თეა იოსელიანს, თემურ მარშანიშვილს, გიორგი სირაძეს ("გურიის მოამბე"); ნინო ვაშალომიძეს და ხათუნა სალუქვაძეს (ტელეკომპანია "გურია"); ეკატერინე მგელაძეს ("გურიის დრო").

სცენაზე ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის ახალგაზრდა მსახიობები _ გიორგი დოლიძე და ირაკლი ვადაჭკორიაც იდგნენ, რომლებმაც მაყურებელს, ომის თემაზე მიძღვნილი მცირე სპექტაკლი წარუდგინეს (სპექტაკლის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი იური ჯიჯიეშვილი).

პროექტის ორგანიზატორი გურიის ინვალიდთა ასოციაცია და თამრიკო დუმბაძე გახლდათ. კონცერტს პროდიუსერობას ნატო ხომერიკი უწევდა. მუსიკალურად შალვა ინწკირველმა გააფორმა.

ღონისძიება შედგა. საათნახევრის განმავლობაში მაყურებლის ოვაცია არ შეწყვეტილა. იყო სიმღერა, ცეკვა, გართობა და ხალისი დევიზით _ "რწმენა და იმედი ნუ მოგიშალოთ ღმერთმა".

ამ ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ერთი ცის ქვეშ სამყარო ძალიან ლამაზია. დაამტკიცა, რომ ადამიანებს შორის ფიზიკური ნაკლოვანებები კი არა, ის სულიერი სიმდიდრე უნდა ვეძებოთ, როგორითაც ინვალიდთა ასოციაციის ბენეფიციარები გამოირჩევიან. ის ნიჭი უნდა დავაფასოთ, რომელიც ამ ბავშვებს ღვთისგან აქვთ ნაბოძები და რომელსაც რეალიზება ნამდვილად სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ ეს ღონისძიება, სექტემბერში, ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სცენაზე, უფრო ფართო მასებისთვის გაიმართება.

პროექტის ორგანიზატორები, მსგავსი კონცერტის გამართვას საახალწლოდაც გეგმავენ.



არქივი