ორი თაობა და ჩატეხილი ხიდი

gurianews.com

 

ვის შეეხება ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარების ახალი წესი და როგორია პროცედურები

სრულად
 

სალომე ზურაბიშვილი: ჩვენი ვალდებულებაა, რომ გარემოს დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდეს

სრულად
 

"როგორც კი პრეზიდენტი გავხდები შევკრებ იმ სტუდენტებს, რომლებმაც უცხოეთში ცოდნა სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღეს " (R)

სრულად
 

სალომე ზურაბიშვილი: მინდა ვიყო ქვეყანაში სტაბილურობისა და ტოლერანტობის დამცველი პრეზიდენტი (R)

სრულად
 

ჭადრაკის ლანჩხუთელი ჩემპიონი

სრულად
 

ევროპის სპორტის კვირეული ლანჩხუთში

სრულად

21-ს ქვევით

ორი თაობა და ჩატეხილი ხიდი

იანვარი 01
04:00:00 1970
"პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა" _ ეს, ღვთისგან ბოძებული ათი მცნებიდან მეხუთე მცნებაა.

თაობათა შორის ურთიერთობა რთული ფენომენია და ბევრ ისეთ პრობლემას მოიაზრებს, რომლის გამოც, თაობათა შორის ხიდი ტყდება. შესაბამისად, მშობელი და შვილი მდინარის სხვადასხვა ნაპირას აღმოჩნდებიან ხოლმე. თემა, რომ აბსტრაქტული არ გამოსულიყო, გადავწყვიტეთ, ორივე მხარის აზრი გაგვეგო და გარეშე პირთაც გავსაუბრებოდით.

პირველ რიგში, საკუთარ თავს ჩავუღრმავდი და გამოცდილებაში არსებული ბრძოლების ქრონოლოგიას გადავხედე. ჩემი ერთადერთი პრობლემა "მამების" მორჩილება და მოკრძალება იყო მთელი სამყაროს აზრის მიმართ. დღემდე ასე ხდება _ არც ახლა მესმის, რატომ უნდა შევუთანხმო ჩემი წარსული, აწმყო და მომავალი ჩემთვის უცხო ადამიანებს. სულ ვაპროტესტებდი მსგავს საკითხებს. სხვა გზა რომ აღარ მქონდა, მთელი მონდომებით ვუხსნიდი "მამებს", რომ მე ვარ დამოუკიდებელი და სრულფასოვანი პიროვნება, თუმცა, ნაკლებად ესმოდათ. "ჩვენ გვინდა ბედნიერი იყო და იგივე შეცდომა არ დაუშვა, რაც ჩვენ", _ მეტყოდნენ ხოლმე. იმაზე არავინ ფიქრობდა, რომ ჩემი "მეს" ჩამოყალიბებისთვის შეცდომებსაც კი სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდათ. ვფიქრობ, იმაზე მეტს ვერავინ მასწავლიდა, რაც საკუთარმა შეცდომებმა მასწავლეს. მართალია, ბრძოლა დამთავრდა, მაგრამ ომი გრძელდება. თაობებს შორის კი კვლავ გაუგებრობა, სიცივე და გაუცხოება იგრძნობა.

ფსიქოლოგი ზურაბ კვირკველია ჩვენს გაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ ბავშვებისთვის თავისუფლების მცირე დოზით მიცემა აუცილებელია:

_ მოზარდი ძალიან რთული ფენომენია. მნიშვნელოვანია, რომ მშობელი ამას კარგად აცნობიერებდეს. ბავშვს მხოლოდ გაზრდა არ ჰყოფნის, აღზრდაც სჭირდება. სწორედ, ამ ეტაპზე სჭირდებათ მშობლებს მოთმინება. ბავშვებს უნდა მივცეთ თავისუფლება გარკვეული დოზით. ეს დიდ როლს შეასრულებს ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბებაში. მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ ბავშობაში მათაც ჰქონდათ იგივე მოთხოვნები. უბრალოდ, გამოხატვის ფორმა შეიცვალა. ეცადეთ, პრობლემას შეხედოთ ბავშვის თვალით და პრობლემა მაქსიმალურად გაანეიტრალოთ, _ აღნიშნა კვირკველიამ.

_ ჩემი აზრით, ჩვენი პრობლემა არა თაობათა შორის ბრძოლაა, არამედ მებრძოლი და მეამბოხე ახალგაზრდების ნაკლებობაა. გარშემო სამყარო იცვლება. ახალგაზრდებსაც ახალ-ახალი საცდურები და მისაბაძი მოდელები უჩნდებათ. ცდილობენ, მათაც გაუსინჯონ გემო, მაგრამ საბოლოოდ, შვილების, მამებისა და პაპების რელიგია ერთია _ პატივმოყვარეობა, რეპუტაცია და სოციალური პრესტიჟი, _ გვიპასუხა 20 წლის ახალგაზრდამ, როცა ბრძოლის მიზეზი ვკითხეთ.

_ ვცდილობ, ვიყო კარგი შვილი, თუმცა მშობლები ვერასოდეს მიგებენ, ან არც ცდილობენ, რომ გამიგონ. მათ არ ესმით ჩემი სწრაფვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ. არ უნდათ, აღიარონ ჩემი სრულფასოვნება. არასოდეს მენდობიან და არ სჯერათ ჩემი შესაძლებლობების. შეიძლება, ადამიანს ყველა ნაბიჯი გაუკონტროლო? ეს ყველაფერი გარკვეულ პროტესტს იწვევს ჩემში და ზოგჯერ ეს პროტესტი ისეთ რამეს მაკეთებინებს, რასაც მხოლოდ გაბრაზებული ადამიანი თუ გააკეთებს. მშობლებს ავიწყდებათ, რომ თვითონაც იყვნენ შვილები, _ ასეთია "მამებზე" განაწყენებული შვილის კომენტარი.

_ "ბავშვებს ცუდად ესმით თავისუფლება. აზრმა _ შენ პიროვნება ხარ _ ისინი, ცოტა არ იყოს, ზედმეტად გაათამამა და გააბრიყვა. არადა, ზოგჯერ ისეთ შეცდომას უშვებენ, ვერც ერთი დედა რომ ვერ გაიგებს და ვერც უფლებას მისცემს საკუთარი ცხოვრება არიონ", _ მიაჩნია ერთ-ერთ მშობელს.

_ დიდ პედაგოგს, მაკარენკოს, 27 სხვადასხვა ინტონაციით შეეძლო, წარმოეთქვა "მოდი აქ". უმცროსისა და უფროსის დამოკიდებულება არ უნდა განისაზღვრებოდეს ასაკით. პატარამ იმიტომ არ უნდა მოუსმინოს დიდს, რომ ის უფროსია, არამედ იმიტომ, რომ მასში ავტორიტეტს უნდა ხედავდეს, _ აღნიშნა ჩვენთან სუაბრისას ფსიქოლოგმა ბესიკ გიგოლაშვილმა.



არქივი