რატომ თქვა ხვიჩა ყაზაიშვილმა უარი ვერცხლის მედალზე

gurianews.com

 

15 წლის ბიჭი ოზურგეთიდან, რომელსაც ძალიან უყვარს შინაური ცხოველები

სრულად
 

"გაიღიმე ჩურჩუტელა" _ სიურპრიზი აბიტურიენტ შეყვარებულს

სრულად
 

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დამსწრე აბიტურიენტთა ქცევის წესები განისაზღვრა

სრულად
 

ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

სრულად
 

გარემოსდაცვითი კონკურსის გამარჯვებული ჯუმათის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი მექვაბიშვილი გახდა

სრულად
 

ეროვნული გამოცდების შესახებ დეტალები დღეს გახდება ცნობილი

სრულად

21-ს ქვევით

რატომ თქვა ხვიჩა ყაზაიშვილმა უარი ვერცხლის მედალზე

იანვარი 01
04:00:00 1970
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა, საატესტატო გამოცდების დასრულების შემდეგ, ახალგაზრდულ გაზეთთან საუბრისას აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მედალოსნები ერთიან ეროვნულ გამოცდებში შესაბამის შედეგებს ვერ აჩვენებდნენ, პასუხისმგებლობა სკოლის დირექტორებს დაეკისრებოდათ.

როგორც გავიგეთ, სწორედ მინისტრის ეს განცხადება გახდა მიზეზი იმისა, რომ გურიაში, რამდენიმე მოსწავლემ უარი განაცხადა მედლის მიღებაზე. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მოსწავლეებს მედლებზე უარის თქმა სკოლის დირექციამ ზედმეტი პრობლემების თავიდან ასაცილებლად ათქმევინეს.

შემოქმედის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, ხვიჩა ყაზაიშვილი ერთ-ერთია იმათგან, ვინც მედლის მიღების რეალური კანდიდატი იყო, თუმცა მავანისთვის პრობლემების შექმნას მოერიდა და მედალზე უარი, როგორც ამბობს, საკუთარი სურვილით განაცხადა. თუმცა, საატესტატო 8 გამოცდა წარმატებით ჩააბარა და ერთიან ეროვნულ გამოცდებშიც მაღალი ქულები მიიღო. ინგლისურ ენაში 95 ქულა მიიღო, ქართულში _ 85, უნარებში _ 64, ისტორიაში კი _ 74.

_ საატესტატო გამოცდას თუ ვერ ჩავაბარებდი, ვიცოდი, რომ სკოლას, დირექტორს და მასწავლებლებს პრობლემები შეექმნებოდათ. სკოლის პრესტიჟი შეილახებოდა. სწორედ ამის გამო ვთქვი უარი ვერცხლის მედალზე.

_ ყველა კარგ მოსწავლედ მიგიჩნევდათ და რატომ იფიქრეთ, რომ გამოცდებს ვერ ჩააბარებდით?

_ გამოცდა ისეთი რამ არის, შეიძლება გაუთვალისწინებელი რამ მოხდეს, ფსიქოლოგიურ განწყობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული და არავინ იცის, რა დაგემართება. თან ვიცოდი, რომ პირველი მე უნდა გავსულიყავი ტესტირებაზე ცხრასაათიან ჯგუფში და ამიტომ, ძნელი იყო ჩემთვის დასტურის მიცემა ვერცხლის მედალზე. ამას ემატებოდა ისიც, რომ მედალოსანს 50-პროცენტიანი დაფინანსება უნდა მიეღო, ანუ ერთიანი ეროვნული გამოცდებით წარმატებით ჩაებარებინა. ეს ძალიან დიდი რისკი იყო.

_ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღე?

_ დიახ. როდესაც გავიგე, რომ ვერცხლის მედლის კანდიდატი ვიყავი, გავეცანი წესდებას, რა მოეთხოვებოდა კანდიდატს. უარი ვთქვი იქედან გამომდინარე, რომ არ ღირდა ჩემი ვერცხლის მედლისთვის, სხვას მიეღო შენიშვნა.

_ სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა რა გირჩიეს, როგორ მიიღეს თქვენი გადაწყვეტილება?

_ მათ სჯეროდათ რომ გავამართლებდი. თუმცა, როცა უარი ვთქვი, ძალიან გაუკვირდათ. განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, სწავლის განმავლობაში და სწავლის შემდეგაც დიდი მნიშვნელობა მედალს არ აქვს, ყოველ შემთხვევაში, ახლა ასეა და შემდეგ რა იქნება, არ ვიცი. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, უარი რომ ვთქვი, მაგრამ ასე მოხდა.

_ მშობლებმა რა გითხრეს?

_ ჩემი მშობლები არ იღებდნენ მედალს. მე ვიღებდი და აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მივიღე.



არქივი