ეთო ბერძენიშვილმა "ჯეოსტარი 2012"-სთვის მზადება უკვე დაიწყო

gurianews.com

 

ვის შეეხება ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარების ახალი წესი და როგორია პროცედურები

სრულად
 

სალომე ზურაბიშვილი: ჩვენი ვალდებულებაა, რომ გარემოს დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდეს

სრულად
 

"როგორც კი პრეზიდენტი გავხდები შევკრებ იმ სტუდენტებს, რომლებმაც უცხოეთში ცოდნა სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღეს " (R)

სრულად
 

სალომე ზურაბიშვილი: მინდა ვიყო ქვეყანაში სტაბილურობისა და ტოლერანტობის დამცველი პრეზიდენტი (R)

სრულად
 

ჭადრაკის ლანჩხუთელი ჩემპიონი

სრულად
 

ევროპის სპორტის კვირეული ლანჩხუთში

სრულად

21-ს ქვევით

ეთო ბერძენიშვილმა "ჯეოსტარი 2012"-სთვის მზადება უკვე დაიწყო

ოქტომბერი 02
22:54:56 2011
ჩოხატაურელი ეთო ბერძენიშვილი "ჯეოსტარი 2011"-ის ფინალში ვერ მოხვდა, თუმცა იმედი არ დაუკარგავს და მომავალი ჯეოსტარისთვის მზადება უკვე დაიწყო.

_ ეთო, ხომ არ იცი, გურიიდან სხვა კონკურსანტები თუ მიიღებენ მონაწილეობას "ჯეოსტარში"?

_ გურიიდან ჩემ გარდა არავინ იყო, მარტო მე გადავედი შემდეგ ეტაპებზე.

_ ჟიურის წევრებზე რას გვეტყოდით, ოზურგეთში მანანა მორჩილაძემ "ოქროს გოგო" გიწოდა...

_ ჟიურით კმაყოფილი ვარ, ისინი ობიექტურად იღებდნენ გადაწყვეტილებებს. ამას იმის გამო კი არ ვამბობ, რომ შემაქეს, ისინი ნამდვილად კარგად აფასებდნენ თითოეულ კონკურსანტს. ჟიურის წევრებმა მითხრეს, მომავალში აუცილებლად გელოდებითო.

_ "ჯეოსტარის" ჟიურის თავმჯდომარემ, მარინა ბერიძემ შეაფასა თქვენი სიმღერა?

_ კი, მაგრამ ის კომენტარებს არ აკეთებდა. მან ნახევარფინალში გადამიყვანა.

_ ეთო, ერთ-ერთი მიზეზი ის ხომ არ იყო, რომ თქვენ სკოლის მოსწავლე ხართ და ეს კონკურსი სწავლის პროცესის დროს მიმდინარეობს.

_ არ გამოვრიცხავ, შეიძლება, ესეც ყოფილიყო ერთ-ერთი მიზეზი.

_ თქვენს პედაგოგზე რას გვეტყოდით?

_ ლარისა დოლიძე შესანიშნავი პედაგოგია. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჟიურისგან კარგი შეფასება მიმეღო.

ეთო ბერძენიშვილის პედაგოგის, ლარისა დოლიძის თქმით, მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ჟიურის გადაწყვეტილება:

_ ეთოს ძალიან კარგი შეფასება ჰქონდა. შენიშვნები არ მიუღია. თან "რუსთავი 2"-იდან დაგვიკავშირდნენ, რომ შემდეგ ტურზე, თბილისში თინეიჯერულ სტილში ჩაეცვა ეთოს, ის 77 კონკურსანტიდან 30 კონკურსანტში მოხვდა, მაგრამ ფინალში ვერ გავიდა. მას და სხვა მონაწილეებს, სამი სიმღერა უნდა შეესრულებინათ _ "სულიკო", "ვარდები არ არიან" და ერთი სიმღერა "ბითლზების" რეპერტუარიიდან. სამივე მოამზადა, თან უთხრეს, რომ სულიკო საკუთარი ინტერპრეტაციით უნდა შეასრულოო. ჩვენც ასე მოვიქეცით, კონკურსის დღეს კი გავიგეთ, რომ ძველი ვარიანტი უნდა ემღერა და ამან ცოტა დააბნია ეთო. აქ არაფერია საგანგაშო, ეთო ბერძენიშვილი მომავალ წელსაც მიიღებს მონაწილეობას შესარჩევ ტურში და იმედი მაქვს, რომ აუცილებლად გაუმართლებს, _ გვითხრა ლარისა დოლიძემ.

ახალგაზრდულმა გაზეთმა გურული კონკურსანტის შესახებ კომენტარი "ჯეოსტარის" ჟიურის წევრს, სოფო ხალვაშს სთხოვა:

_ ძალიან კარგი გოგოა, ბოლო ტურში სხვანაირი იყო, ამას ტელევიზიით იხილავთ. შერჩეულ მონაწილეებში ეს გოგო დაიკარგებოდა და საერთოდ მოვხსენით გურია "ჯეოსტარიდან".

_ ანუ წელს გურიის წარმომადგენელი "ჯეოსტარზე" არ იქნება?

_ არა, სამაგიეროდ ,შარშან ორი წარმომადგენელი იყო გურიიდან.



არქივი