უქმდება თუ არა მეთორმეტე კლასი

gurianews.com

 

15 წლის ბიჭი ოზურგეთიდან, რომელსაც ძალიან უყვარს შინაური ცხოველები

სრულად
 

"გაიღიმე ჩურჩუტელა" _ სიურპრიზი აბიტურიენტ შეყვარებულს

სრულად
 

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დამსწრე აბიტურიენტთა ქცევის წესები განისაზღვრა

სრულად
 

ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

სრულად
 

გარემოსდაცვითი კონკურსის გამარჯვებული ჯუმათის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი მექვაბიშვილი გახდა

სრულად
 

ეროვნული გამოცდების შესახებ დეტალები დღეს გახდება ცნობილი

სრულად

21-ს ქვევით

უქმდება თუ არა მეთორმეტე კლასი

იანვარი 01
04:00:00 1970
მეთორმეტე კლასის შემოღებამ თავის დროზე დიდი აღშფოთება გამოიწვია. საზოგადოების უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ ეს დროის ფუჭი ფლანგვა იყო. ამ გადაწყვეტილებამ ბავშვებიც გააღიზიანა, თუმცა ვერავინ ვერაფერს გახდა. უკვე მესამე წელია, სკოლის ატესტატის ასაღებად 12-წლიანი სწავლებაა საჭირო.

ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, მეთორმეტე კლასი მომავალი წლიდან გაუქმდება. როგორც ითქვა, მეთორმეტე კლასის გაუქმების ინიციატორი, საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია. უცნობია, რა არ მოსწონს სააკაშვილს მეთორმეტე კლასის სწავლებაში, მაგრამ ამ ინფორმაციამ მოსწავლეები ძალიან გაახარა.

ჩვენს გაზეთთან საუბარში დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს სიხარული არ დაუმალავთ:

_ ძალიან კარგი იქნება, თუკი მეთორმეტე კლასი გაუქმდება. სკოლის დამთავრება 18 წლის ასაკში გვიწევს და ეს ძალიან ცუდია. ხშირია შემთხვევები, როდესაც მეთორმეტე კლასში, გათხოვილი და ცოლიანი მოსწავლეები სხედან, _ აღნიშნავენ მოზარდები.

მეთორმეტე კლასის გაუქმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საგანმანათლებლო სექტორის მაღალჩინოსნები არ ადასტურებენ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის თქმით, მეთორმეტე კლასი არ უქმდება:

_ თქვენ არასწორად ხართ ინფორმირებული. მეთორმეტე კლასი არ უქმდება, _ აღნიშნა შაშკინმა ახალგაზრდულ გაზეთთან საუბარში.



არქივი