წიგნები აფთიაქში

gurianews.com

 

15 წლის ბიჭი ოზურგეთიდან, რომელსაც ძალიან უყვარს შინაური ცხოველები

სრულად
 

"გაიღიმე ჩურჩუტელა" _ სიურპრიზი აბიტურიენტ შეყვარებულს

სრულად
 

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დამსწრე აბიტურიენტთა ქცევის წესები განისაზღვრა

სრულად
 

ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

სრულად
 

გარემოსდაცვითი კონკურსის გამარჯვებული ჯუმათის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი მექვაბიშვილი გახდა

სრულად
 

ეროვნული გამოცდების შესახებ დეტალები დღეს გახდება ცნობილი

სრულად

21-ს ქვევით

წიგნები აფთიაქში

იანვარი 01
04:00:00 1970
მიმდინარე სასწავლო წელს, აფთიაქში შესულებმა კბილის ჯაგრისს, ანალგინს, ციტრამონს და სხვა მედიკამენტებს შეგიძლიათ, წიგნებიც გამოაყოლოთ.

_ საერთოდ წიგნები, როცა შეიძლება, გამოწერით მიიღო, ეს ძალიან კარგია, მაგრამ ჩემთვის გასაკვირია ამის დაკავშირება სააფთიაქო სისტემასთან, რადგან წიგნების გამოწერამ და პარალელურად, წიგნების გაყიდვამ გარკვეული რიგი და უხერხული სიტუაცია გამოიწვია. ზოგადად, სახელმძღვანელოების ფასი კვლავ ძვირი არის, უმნიშვნელო სხვაობაა წინა წლებთან შედარებით. ეს არ არის ის სხვაობა, რომელიც ისეთ ადამიანებს, რომლებსაც უჭირდათ სახელმძღვანელოების შეძენა, საშუალებას მისცემს, წელს შეიძინონ. სახელმძღვანელოების ცვლა წლებისა და სკოლების მიხედვით ზღუდავს იმ შესაძლებლობას, რომ წინა წლების წიგნებით დაკმაყოფილდნენ ის ბავშვები, რომლებსაც საშუალება არ აქვთ, შეიძინონ ახალი სახელმძღვანელოები. თუმცა ეს მომენტიც შეზღუდულია, რადგან მშობელი ცდილობს, გაყიდოს ძველი სახელმძღვანელოები და გარკვეული თანხის დამატებით, ახალი შეიძინოს. ეს საკითხი სერიოზულადაა მოსაგვარებელი, რადგან ბავშვმა და მისმა ოჯახმა შეძლონ წიგნის შეძენა, _ გვითხრა ერთ-ერთი მეათეკლასელის მშობელმა.

ოზურგეთელი ლევან ხუხიას ოჯახიდან სკოლაში სამი ბავშვი დადის.

_ უფროსი შვილი _ თამარი მეათე კლასში გადავიდა, მეორე _ ლიზი მესამე კლასის მოსწავლეა, გიორგი კი მეორე კლასშია. რა პრობლემაზე უნდა გესაუბროთ. ბავშვებისთვის ყველაფერი, რაც საჭიროებას წარმოადგენს, რომ მეყიდა, 1000-ლარამდე დამიჯდა. მე მაქვს ხელფასი და ასე თუ ისე, ვახერხებ ელემენტარულად რაღაცის ყიდვას, მაგრამ ვისაც არა აქვს 500 ლარი ხელფასი და საშუალება, იმ ხალხმა რა უნდა ჰქნას?! წიგნების ყიდვა ძალიან ძვირი ჯდება, _ თქვა ჩვენთან საუბრისას ლევან ხუხიამ.

_ ჩემი შვილები მეექვსე და მეშვიდე კლასში სწავლობენ. ჯერჯერობით, ყველა წიგნი ვერ ვუყიდე, მხოლოდ ხუთი წიგნი შევიძინე მეექვსეკლასელისთვის, რაც შეეხება მეორეს, მისთვის ვითხოვე. რადგან ვერ გამოვიწერე წიგნები, ერთი ლარით ძვირად ვიყიდე სასკოლო ბაზრობაზე, _ გვითხრა სოფელ მერიაში მცხოვრებმა 45 წლის ქალბატონმა.



არქივი