ცოტა რამ ლანჩხუთის ჭადრაკის სახლზე

gurianews.com

 

პრობლემა სახელწოდებით, „უმუშევრობა“ _ რას ფიქრობენ ახალგაზრდები გურიაში

სრულად
 

სამტრედიელი რუსუდან ჟორჟოლიანი სახელმწიფოსაგან ასპროცენტიანი გრანტით დაფინანსდა

სრულად
 

„არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა“ _ კიდევ ერთი ჩოხატაურელი 100%-იანი გრანტით

სრულად
 

ოზურგეთელი ირინა ქავჟარაძე უნივერსიტეტის რეიტინგულ სიაში პირველ ადგილზეა

სრულად
 

15 წლის ბიჭი ოზურგეთიდან, რომელსაც ძალიან უყვარს შინაური ცხოველები

სრულად
 

"გაიღიმე ჩურჩუტელა" _ სიურპრიზი აბიტურიენტ შეყვარებულს

სრულად

21-ს ქვევით

ცოტა რამ ლანჩხუთის ჭადრაკის სახლზე

ნოემბერი 20
13:56:19 2014

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საჭადრაკო სახლი 1986 წლიდან  ფუნქციონირებს. ემსახურება როგორც რაიონის, ისე საქართველოს ჭადრაკის განვითარებას.
აქ აღიზარდნენ საქართველოს უძლიერეს მოჭადრაკეებთან მოპაექრე ლანჩხუთელი მოჭადრაკეები: რუსუდან ჭკუასელი, ირაკლი ჭკუასელი, გოჩა ზენაიშვილი, ხათუნა, ელენე და დავით ქავჟარაძეები, ხათუნა და ლელა სარჯველაძეები, მაია სიხარულიძე, გიორგი ჭუჭულაშვილი, ნესტორ (ბაჩი) ანთაძე, ეკა ხელაძე, ხატია ხელაძე, მიხეილ ჩხაიძე, დავით გვარჯალაძე, შოთა გუნია, დავით კუკულაძე, ბექა კუკულაძე, დავით რამიშვილი, ანა ფრუიძე, მარიკა თოდუა, სოფიკო დოლიძე, გიორგი დევიძე, მაია ჩახვაძე, ნონა იმედაშვილი, გვანცა მშვიდობაძე, ნინო კალანდაძე, ქრისტინე მჟავია, ნათია მჟავია.
როგორც საჭადრაკო სახლის ფეისბუქის ოფიციალური გვერდი გვამცნობს, ამჟამად, წარმატებით ასპარეზობენ: ლიკა იმნაძე, ქეთი და თამარ კილასონიები, გიორგი ჩხაიძე, გიორგი ფირცხალაიშვილი, თეა იმნაძე, დავით წილოსანი, თორნიკე იმნაძე, ანა ქუმსიაშვილი, მარიკა დარჩია, ტატო აფხაზავა, სერგო და გელა წილოსნები, გიორგი სულაბერიძე, ბექა ღოღობერიძე, თენგიზ ხუხუნაიშვილი, თორნიკე ფარსადანოვი, ლევან და ალექსანდრე ცინცაძეები.
ამ სახლში მსოფლიოს და ევროპის შესარჩევი ტურნირები უთამაშიათ ამჟამად საქართველოს და მსოფლიოს უძლიერეს მოჭადრაკეებს: გიორგი ყაჭეიშვილს, რუსუდან გოლეთიანს, თამაზ გელაშვილს, მოვსესიანს, გიორგი გოგოლაძეს, ანა მათნაძეს.
საჭადრაკო სახლს დაარსების დღიდან ტარიელ ხუხუნაიშვილი ხელმძღვანელობს. სწორედ მის სახელს უკავშირდება ჭადრაკის პოპულარულობა ლანჩხუთში და წარმატებები, რომელსაც ლანჩხუთელი მოჭადრაკეები ყოველწლიურად აღწევენ.
როგორც მწვრთნელები ამბობენ,  დასახული მიზანი დიდია, თუმცა, არა შეუძლებელი _ ლანჩხუთს აქვს იმის პოტენციალი, რომ აქ, ჭადრაკის სახლში, რომელსაც უფრო მეტი ყურადღება სჭირდება ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ჩემპიონები აღზარდონ!
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჭადრაკის სახლზე, მის ხელმძღვანელზე, მწვერთელებზე, მოსწავლეებზე სათქმელი და დასაწერი ძალიან ბევრია. იმდენად ბევრი, რომ ამას ერთი სტატია ნამდვილად ვერ დაიტევს.
ჩვენი გაზეთი, როგორც ლანჩხუთელი, ასევე ოზურგეთელი და ჩოხატაურელი მოჭადრაკეების, მწვრთნელებისა და მათ წარმატებების შესახებ მომავალშიც გიამბობთ.



არქივი