"ევერესტი" გურიის ჩემპიონია

gurianews.com

21-ს ქვევით

"ევერესტი" გურიის ჩემპიონია

დეკემბერი 11
14:16:08 2014

პროკურატურის მიერ ორგანიზებულ ინტელექტუალურ თამაშში "რა? სად? როდის?", რომელიც გურიის სკოლებს შორის გაიმართა,  ჩემპიონის ტიტული ქალაქ ოზურგეთის #1 საჯარო სკოლის ინტელექტუალთა გუნდმა _ "ევერესტმა" მოიპოვა.

გუნდის კაპიტანი არჩილ ბურჭულაძე  გახლდათ. წევრები _  ივიკო ვასილევი, ირაკლი კვირკველია, დავით თოიძე, დემეტრე ვასაძე, ავთო თავდიშვილი და ლაშა მორჩილაძე.
ოზურგეთის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვეს და გულშემატკივრებიც გაახარეს.



არქივი