კოხნარის სამოქალაქო კლუბის წევრებმა ადგილობრივ თემში კვლევა ჩაატარეს

gurianews.com

 

სამტრედიელი რუსუდან ჟორჟოლიანი სახელმწიფოსაგან ასპროცენტიანი გრანტით დაფინანსდა

სრულად
 

„არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა“ _ კიდევ ერთი ჩოხატაურელი 100%-იანი გრანტით

სრულად
 

ოზურგეთელი ირინა ქავჟარაძე უნივერსიტეტის რეიტინგულ სიაში პირველ ადგილზეა

სრულად
 

15 წლის ბიჭი ოზურგეთიდან, რომელსაც ძალიან უყვარს შინაური ცხოველები

სრულად
 

"გაიღიმე ჩურჩუტელა" _ სიურპრიზი აბიტურიენტ შეყვარებულს

სრულად
 

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დამსწრე აბიტურიენტთა ქცევის წესები განისაზღვრა

სრულად

21-ს ქვევით

კოხნარის სამოქალაქო კლუბის წევრებმა ადგილობრივ თემში კვლევა ჩაატარეს

მარტი 19
14:21:33 2015

9-13 მარტს კოხნარის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა, მცირე გრანტის _ "ჩვენ შევძლებთ" ფარგლებში, სკოლასა და თემში კვლევა ჩაატარეს. კვლევა ითვალისწინებდა ახალგაზრდების ინფორმირების დონის დადგენას ცხოვრების ჯანსაღი წესის კუთხით, ასევე, იმის გამორკვევას, თუ რამდენად აქტიურად მისდევენ ისინი ცხოვრების ჯანსაღ წესს და იმ პრობლემების გამოკვეთა, რაც აფერხებს ახალგაზრდების აქტიურობას ამ კუთხით.

კვლევა ჩატარდა კოხნარის თემში შემავალ  სოფლებში _ წიფნარი, ბურნათი, ნაკადული და კოხნარი. გამოიკითხა 13-დან 25 წლამდე 55 ახალგაზრდა, რაც თემში მცხოვრებელ ახალგაზრდათა, დაახლოებით, 65%-ს შეადგენს.  გამოკითხული ახალგაზრდებიდან ჯანსაღი ცხოვრების წესის არსისა და პრინციპების შესახებ ინფორმირებულია 38%, ნაკლებად ინფორმირებულია 49%, ხოლო 13% საერთოდ არ ფლობს ინფორმაციას ამ კუთხით. გამოკითხულთაგან 34,5% რეგულარულად ან პერიოდულად მისდევს სპორტის რომელიმე სახეობას მაინც (სპორტის სახეობებში ფეხბურთი ლიდერობს), 65,5%  კი – საერთოდ არ ეწევა სპორტულ ცხოვრებას. რაც შეეხება იმ პრობლემებს, რომელიც ახალგაზრდების სპორტულ აქტივობას აფერხებს, აქ გამოიკვეთა სოფლად შესაბამისი ინფრასტრუქტურის უქონლობა, ასევე თავისუფალი დროის სწორად ორგანიზების პრობლემა.

კვლევის შედეგების გათვალისწინებით სამოქალაქო კლუბის წევრი მოსწავლეები გეგმავენ ლიფლეტების მომზადებას და თემში გავრცელებას, რათა ამ კუთხით ამაღლდეს ახალგაზრდების ცნობიერება. ასევე, იგეგმება სპორტული ღონისძიებების მოწყობა, რომელშიც ჩაერთვებიან მოსწავლეები ახლომდებარე სკოლებიდან.



არქივი