"შემოდგომის ჰანგების" გამარჯვებული გოგა ზაქარიაძე გახდა

gurianews.com

21-ს ქვევით

"შემოდგომის ჰანგების" გამარჯვებული გოგა ზაქარიაძე გახდა

დეკემბერი 22
11:12:33 2011

(21-ს ქვევით) _ თბილისში, გიორგი შავგულიძის სახელობის თეატრში მუსიკალური კონკურსი "შემოდგომის ჰანგები" ჩატარდა, რომელიც 6-დან 16-წლის ახალგაზრდები მონაწილეობენ.

 

10-16 წლის ასაკის შორის კონკურსში ოზურგეთის მუსიკალური სკოლის აღსაზრდელმა, 15 წლის გოგა ზაქარიაძემ პირველობა არავის დაუთმო.

_ კონკურსში ცნობილი ჯგუფის Smokie-ის ერთ-ერთი ჰიტი შევასრულე, მხოლოდ ერთი სიმღერა უნდა შემესრულებინა და მეც ინგლისურენოვანი რეპერტუარი შევასრულე. კონკურსის შესახებ რომან ქერქაძისგან გავიგე, რომელიც ტელეკომპანია "იმედის" იუმორისტული კონკურსის ერთ-ერთი ფინალისტი და გამარჯვებულია. როგორც კონკურსის ორგანიზატორებმა მითხრეს, ისინი დამიკავშირდებიან, რომ სხვადასხვა კონკურსში მივიღო მონაწილეობა, _ გვითხრა გოგა ზაქარიაძემ.

 



არქივი