“ეს სიამაყე შემაძლებინებს კიდევ ერთი ჯილდო მოვიპოვო”

gurianews.com

 

პრობლემა სახელწოდებით, „უმუშევრობა“ _ რას ფიქრობენ ახალგაზრდები გურიაში

სრულად
 

სამტრედიელი რუსუდან ჟორჟოლიანი სახელმწიფოსაგან ასპროცენტიანი გრანტით დაფინანსდა

სრულად
 

„არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა“ _ კიდევ ერთი ჩოხატაურელი 100%-იანი გრანტით

სრულად
 

ოზურგეთელი ირინა ქავჟარაძე უნივერსიტეტის რეიტინგულ სიაში პირველ ადგილზეა

სრულად
 

15 წლის ბიჭი ოზურგეთიდან, რომელსაც ძალიან უყვარს შინაური ცხოველები

სრულად
 

"გაიღიმე ჩურჩუტელა" _ სიურპრიზი აბიტურიენტ შეყვარებულს

სრულად

21-ს ქვევით

“ეს სიამაყე შემაძლებინებს კიდევ ერთი ჯილდო მოვიპოვო”

დეკემბერი 13
00:20:29 2010

გია გვენეტაძეს ჩვენს მხარეში კარგად იცნობენ. მას ბევრი წარდგენა არც საქართველოს სხვა ქალაქებში სჭირდება. ჩოხატაურელ სპორტსმენს არაერთხელ უსახელებია ჩვენი რაიონი საერთაშორისო ტურნირებზე, რომლის შესახებაც გაზეთი “გურია ნიუსი” ბევრჯერ წერდა.
გია გვენეტაძე 21 წლისაა და ბოლო რამდენიმე წელია თბილისში აგრძელებს წარმატებულ სპორტულ ცხოვრებას (მწვრთნელი ა. ჩუბინიძე). იგი საქართველოს 10 გზის, კავკასიის 5 გზის და ევროპის 2007 წლის ჩემპიონია 20 წლამდე ასაკში. არის ევროპისა და აზიის არაერთგზის პრიზიორი. საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებული და პრიზიორი, როგორც კუმიტეში (ორთაბრძოლა სრული კონტაქტით), ისე კატაში (იმიტაციური ბრძოლა ერთდროულად რამდენიმე მოწინააღმდეგესთან).
გვენეტაძე 2008 წლის ტოკიოს მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატის (4 წელიწადში ერთხელ ტარდება იაპონიაში) პრიზიორი გახდა. იქვე, ტოკიოში წარმატებით ჩააბარა გამოცდები შავი ქამრის მე_3 დანაზე და კარატეს მსოფლიო საბჭომ სენსეის წოდება მიანიჭა. ჩვენებურ სპორტსმენს 40_მდე ოფიციალურ შეჯიბრში აქვს მონაწილეობა მიღებული და აქედან 32-ჯერ ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ჩატარებული აქვს 150 ბრძოლა, საიდანაც 140 მოიგო, მათ შორის ნახევარზე მეტი “იპონით” (ნოკაუტი). მისგან კი ჯერჯერობით “ვაზარიც” არ წაუღია არც ერთ მეტოქეს, მხოლოდ ჯარიმა, ქულა ან წონა. 
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, გია ახალი საერთაშორისო შეჯიბრისთვის ემზადება.
_ მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი რაიონი კიდევ ერთხელ ვასახელო. მეამაყება, რომ ჩოხატაურელი ვარ და ეს სიამაყე შემაძლებინებს კიდევ ერთი ჯილდო მოვიპოვო, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გია გვენეტაძემ.
აღსანიშნავია ისიც, რომ წარმატებას გვენეტაძის აღზრდილი სპორტსმენებიც ხშირად აღწევენ.
2004 წელს თბილისში გამართულ ტურნირზე კიუკუშინკაი კარატეში საქართველოს პირველობაზე
გია გვენეტაძის მიერ მომზადებულმა 4-მა ჩოხატაურელმა _ გია და გურამ გვენეტაძეებმა, ზურაბ ანთიძემ და ბექა ბერძენიშვილმა ჩემპიონობა მოიპოვა, ორი _ ხუნდაძე და მეფარიშვილი მე-2 ადგილს დაეუფლა ხოლო ერთი სპორტსმენი გ. ბაიაჯანი) _ მესამეს. მაშინ ჩოხატაურელებმა გუნდური პირველობა მოიგეს და მას შემდეგაც იყო არაერთი წარმატება. თუმცა ბოლო რამდენიმე წელია, სპორტის  ამ სახეობაში ჩოხატაურელთა წარმატებებმა მნიშვნელოვნად იკლო. სპორტის მესვეურები ამბობენ, რომ ამის მიზეზი მწვრთნელის არყოფნა და გვენეტაძის დედაქალაქში გადასვლა გახლდათ.
სულ ცოტა ხნის წინ კი ჩოხატაურის მოსწავლე_ახალგაზრდობის სახლის ბაზაზე ფუნქციონირება დაიწყო  კარატეს წრემ (ინსტრუქტორი ზ. ანთიძე).
_ იმედია, მოიმატებს სპორტსმენების მონდომების ტემპი და  თითქმის კარატისტთა ტრადიციად ქცეული წარმატებები ისევ იქნება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ზურაბ ანთიძემ.



არქივი