ლილიანა ლომინეიშვილის მორიგი წარმატება

gurianews.com

21-ს ქვევით

ლილიანა ლომინეიშვილის მორიგი წარმატება

ოქტომბერი 23
13:43:28 2015

 კინოთეატრ "გურიაში" ლილიანა ლომინეიშვილის (სოლო) საფორტეპიანო კონცერტი ჩატარდა (პედაგოგი ნინო გოგუაძე).

ლილიანამ ქ. ქუთაისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად (კამერული შემადგენლობით) ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთა ცნობილი ნაწარმოებები შეასრულა.

საღამო ლილიანას სიმღერით მიულოცეს მეგობრებმა _ ვოკალურმა ჯგუფმა "გვირილამ" (ხელმძღვანელი მარინა მამალაძე) და ვაჟთა ვოკალურმა ჯგუფმა (ხელმძღვანელი თინათინ გურგენიძე). კონცერტი ლილიანას და პედაგოგების ერთობლივი სიმღერით დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ ეს ლილიანას პირველი წარმატება არ არის. მან ცოტა ხნის წინ მშობლიური ჩოხატაური საერთაშორისო ფესტივალზე ასახელა და გრანპრი ჩამოიტანა.



არქივი