"ქალი ვიცი მე კუხნაში" _ ეს სტერეოტიპია

gurianews.com

 

15 წლის ბიჭი ოზურგეთიდან, რომელსაც ძალიან უყვარს შინაური ცხოველები

სრულად
 

"გაიღიმე ჩურჩუტელა" _ სიურპრიზი აბიტურიენტ შეყვარებულს

სრულად
 

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დამსწრე აბიტურიენტთა ქცევის წესები განისაზღვრა

სრულად
 

ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

სრულად
 

გარემოსდაცვითი კონკურსის გამარჯვებული ჯუმათის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი მექვაბიშვილი გახდა

სრულად
 

ეროვნული გამოცდების შესახებ დეტალები დღეს გახდება ცნობილი

სრულად

21-ს ქვევით

"ქალი ვიცი მე კუხნაში" _ ეს სტერეოტიპია

მაისი 19
14:13:55 2016

სოფელ ნაგომარის სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა გენდერულ თანასწორობის საკითხთან დაკავშირებით დისკუსია გამართეს. მასში სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და სახალხო დამცველის გურიის ოფისის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

რა არის გენდერული თანასწორობა, არის თუ არა ეს პრობლემა საქართველოში აქტუალური, ირღვევა თუ არა ქალთა უფლებები _ ამ კითხვებზე მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია, რომელიც შეიცავდა ქალის მიმართ ძალადობის ამსახველ ვიდეო კადრებსაც.

სკოლის მოსწავლეებმა ასევე ჩაატარეს გამოკითხვა თემაზე "როგორ მოიქცეოდით, თუ თქვენ ირგვლივ ძალადობის ფაქტს დააფიქსირებდით?". გამოკითხულთაგან 60%-მა აღნიშნა, რომ მოახდენდა შესაბამის რეაგირებას, 40% არ ჩაერეოდა.

სახალხო დამცველის გურიის ოფისის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ქალთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვა და გენდერული თანასწორობის მიღწევა კვლავ გამოწვევას წარმოადგენს. სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშში ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ უფლებადარღვევის ფაქტებს საკმაო ადგილი უჭირავს.

სახალხო დამცველის გურიის ოფისის თანამშრომლებმა შეხვედრაზე მყოფებს გააცნეს გენდერულ თანასწორობის შესახებ არსებული კანონით გათვალისწინებულ უფლებები, სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივები და გენდერულ თანასწორობის საკითხთან დაკავშირებით გაცემული, სახალხო დამცველის რეკომენდაციები.

შეხვედრა ნაგომარის თემის გამგეობის შენობაში გაიმართა, სადაც კედლებზე ქალზე ძალადობის ამსახველი ფოტომასალა, პლაკატები ლოზუნგებით _ "ქალი ვიცი მე კუხნაში", – ეს სტერეოტიპი, "ჩვენ ვიცავთ ქალთა უფლებებს" იყო გაკრული.

საკლასო პროექტი "გენდერული თანასწორობა" განხორციელდა სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს PH International ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.



არქივი