"კენ­გუ­რუს" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და­ჯილ­დო­ე­ბას ელო­დე­ბა

gurianews.com

 

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დამსწრე აბიტურიენტთა ქცევის წესები განისაზღვრა

სრულად
 

ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

სრულად
 

გარემოსდაცვითი კონკურსის გამარჯვებული ჯუმათის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი მექვაბიშვილი გახდა

სრულად
 

ეროვნული გამოცდების შესახებ დეტალები დღეს გახდება ცნობილი

სრულად
 

“წარადგინო გურია არ არის მარტივი“ - თაზო ჯოჯუა ესეების კონკურსის ფინალისთვის ემზადება

სრულად
 

წარმატებული დები _ ქეთი, თათული და იზი სიხარულიძეები ჩოხატაურიდან

სრულად

21-ს ქვევით

"კენ­გუ­რუს" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და­ჯილ­დო­ე­ბას ელო­დე­ბა

ივნისი 06
10:26:10 2012

მან გა­ი­მარ­ჯვა მა­თე­მა­ტი­კურ ფეს­ტი­ვალ­ში "კენ­გუ­რუ", რო­მე­ლიც მსოფ­ლიო მას­შტა­ბით წე­ლი­წად­ში ერ­თხელ ტარ­დე­ბა და მოს­წავ­ლის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ავ­ლენს. რო­გორც თვი­თონ გვი­ამ­ბობს, გან­კუთ­ვნილ დრო­ში, 1 სა­ათ­სა და 15 წუთ­ში 24 ამო­ცა­ნა ამოხ­სნა.

_ ვთვლი, რომ საკ­მა­ოდ რთუ­ლი ამო­ცა­ნე­ბი იყო, მე 24 ამო­ცა­ნა 1 სა­ათ­ში ამოვ­ხსე­ნი, ასე­ვე სას­კო­ლო ოლიმ­პი­ა­და­ში "ე­ვე­რეს­ტშიც" ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, რო­მე­ლიც სას­წავ­ლო წლის მან­ძილ­ზე ორ­ჯერ ტარ­დე­ბა. იქაც გა­ვი­მარ­ჯვე, თუმ­ცა "კენ­გუ­რუ" უფ­რო რთულ მოთხ­ოვ­ნებს აყე­ნებს. ძა­ლი­ან მიყ­ვარს მა­თე­მა­ტი­კა და ამ სიყ­ვა­რულს ვერ­ცერ­თი სა­გა­ნი ვერ ჩა­ა­ნაც­ვლებს, თუმ­ცა მე ყვე­ლა სა­განს ვსწავ­ლობ, _ ამ­ბობს გი­ორ­გი და უხა­რი­ა, რომ მა­ლე, 15 ივ­ნი­სამ­დე თბი­ლის­ში და­სა­ჯილ­დო­ებ­ლად მიიწვევენ.

_ მარ­თლაც ბედ­ნი­ე­რე­ბა­ა, რომ გი­ორ­გი მეგ­რე­ლა­ძეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შე­დე­გი აქვს, ის გან­სა­კუთ­რე­ბით ნი­ჭი­ე­რი, სხარ­ტი და სწრა­ფი აზ­როვ­ნე­ბის მქო­ნე ბავ­შვი­ა, კლა­სის­თვის მუ­დამ სტი­მუ­ლის მიმ­ცე­მი და ბავ­შვე­ბის­თვის სურ­ვი­ლის გამ­ჩე­ნი­ა, რომ მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სხვა­დას­ხვა ტუ­რებ­სა თუ ოლიმ­პი­ა­დებ­ში, _ ამ­ბობს კლა­სის ხელ­მძღვა­ნე­ლი რუ­სუ­დან სა­რიშ­ვი­ლი.

გი­ორ­გი ამა­ყობს იმ 96 ქუ­ლით, რო­მე­ლიც მის­თვის სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო­ში, მე­სა­მე-­მე­ოთხ­ეკ­ლა­სელ მოს­წავ­ლე­თა შო­რის, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შე­დე­გის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი­ა.

გიორგი ახ­ლა და­ჯილ­დო­ე­ბას და ცხელ ზაფ­ხულს ელო­დე­ბა, რომ­ლის გან­მავ­ლო­ბა­შიც მხო­ლოდ გა­სარ­თო­ბად ვერ მო­იც­ლის და სა­მე­ცა­დი­ნოც ბევ­რი აქვს, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­თე­მა­ტი­კა­ში.



არქივი