ნიკა საბაშვილი სინგაპურში ოლიმპიადაზე მიდის

gurianews.com

 

პრობლემა სახელწოდებით, „უმუშევრობა“ _ რას ფიქრობენ ახალგაზრდები გურიაში

სრულად
 

სამტრედიელი რუსუდან ჟორჟოლიანი სახელმწიფოსაგან ასპროცენტიანი გრანტით დაფინანსდა

სრულად
 

„არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა“ _ კიდევ ერთი ჩოხატაურელი 100%-იანი გრანტით

სრულად
 

ოზურგეთელი ირინა ქავჟარაძე უნივერსიტეტის რეიტინგულ სიაში პირველ ადგილზეა

სრულად
 

15 წლის ბიჭი ოზურგეთიდან, რომელსაც ძალიან უყვარს შინაური ცხოველები

სრულად
 

"გაიღიმე ჩურჩუტელა" _ სიურპრიზი აბიტურიენტ შეყვარებულს

სრულად

21-ს ქვევით

ნიკა საბაშვილი სინგაპურში ოლიმპიადაზე მიდის

იანვარი 01
04:00:00 1970
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ნიკა საბაშვილმა სასკოლო საგნობრივი ოლიმპიადაში ერთდროულად ორ საგანში გამარჯვა. ნიკამ, განათლების და მეცნიერების მინისტრისგან, დიმიტრი შაშკინისგან და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან, გიორგი ქადაგიძისგან ფულადი ჯილდო და პერსონალური კომპიუტერი უკვე მიიღო. მისი დაჯილდოება ამით არ სრულდება, უკვე ცნობილია, რომ ის სინგაპურში მსოფლიო ოლიმპიადაში მიიღებს მონაწილეობას.

_ ბიოლოგიაში, მატემატიკაში, ინფორმატიკაში და ფიზიკაში ტარდება დამატებით ტესტები, რომლის გამარჯვებულები მსოფლიო ოლიმპიადაში მონაწილეობენ. მე, ბიოლოგიაში გავიმარჯვე და ოთხეულში მოვხვდი, აქედან გამომდინარე, ივლისში მომიწევს სინგაპურში წასვლა, მანამდე კი ბაკურიანში მომიწევს მომზადება. _ გვითხრა ნიკა საბაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ნიკა საბაშვილი მეთორმეტე კლასის მოსწავლეა. საატესტატო გამოცდების შემდეგ, მას შემოქმედის საჯარო სკოლის ინტელექტუალთა გუნდის _ “ლოგისის" გამარჯვებისთვისაც მოუწევს ბრძოლა, რომელიც გურიის რეგიონში “რა?სად?როდის?" თამაშების ჩემპიონია.

 



არქივი