გივიკო დიდია მსახიობობაზე ოცნებობს

gurianews.com

21-ს ქვევით

გივიკო დიდია მსახიობობაზე ოცნებობს

თებერვალი 20
23:14:57 2011

გივიკო დიდიას კარგად იცნობს ჩოხატაურის ხელოვნებისმოყვარე ახალგაზრდები. იგი წარმატებით ღებულობს მონაწილეობას სხვადასხვა

ღონისძიებებში. მაყურებელი ყოველთვის ოვაციით ხვდება მის სიმღერებსა და ქორეოგრაფიულ ნომრებს. სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში, სოფელ შუასურების სკოლაში. მისი ორგანიზატორობით მოეწყო რამდენიმე ლამაზი ღონისძიება. დღეისთვის გივიკო დიდია კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლ "ჯინსების" წევრია. რომლის ხელმძღვანელმა ლარისა დოლიძემ გვითხრა, რომ ემზადებიან გრანდიოზული კონცერტისთვის, რომელშიც გივიკო აქტიურად მიიღებს მონაწილეობას. ოცნებით კი ნიჭიერი ახალგაზრდა მსახიობობაზე ოცნებობს. პროფესიონალი მსახიობი მართლაც სჭირდება ჩოხატაურს. ვიმედოვნებთ, გივიკოს სათანადო დახმარებასაც გაუწევენ კულტურის სფეროს ხელმძღვანელები და ნიჭიერი ახალგაზრდა წარმატებით ჩააბარებს თეატრალურ უნივერსიტეტში. შემდეგ კი მშობლიურ რაიონს, რომელიც მას ძალიან უყვარს, აუცილებლად  დაუბრუნდება და მრავალ დასამახსოვრებელ სცენურ სახეს შექმნის.



არქივი