“ი­დე­ა, გუ­ლი, სუ­ლი­ე­რე­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი"

gurianews.com

 

ვის შეეხება ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარების ახალი წესი და როგორია პროცედურები

სრულად
 

სალომე ზურაბიშვილი: ჩვენი ვალდებულებაა, რომ გარემოს დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდეს

სრულად
 

"როგორც კი პრეზიდენტი გავხდები შევკრებ იმ სტუდენტებს, რომლებმაც უცხოეთში ცოდნა სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღეს " (R)

სრულად
 

სალომე ზურაბიშვილი: მინდა ვიყო ქვეყანაში სტაბილურობისა და ტოლერანტობის დამცველი პრეზიდენტი (R)

სრულად
 

ჭადრაკის ლანჩხუთელი ჩემპიონი

სრულად
 

ევროპის სპორტის კვირეული ლანჩხუთში

სრულად

21-ს ქვევით

“ი­დე­ა, გუ­ლი, სუ­ლი­ე­რე­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი"

მარტი 13
16:02:36 2013
ახ­ლა მხო­ლოდ სიტყ­ვით და კად­რე­ბით გადმოგვცემს სათქმელს. წერს ლექ­სებს ან "აჩერებს წა­მებს". არის ოთხი პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნი­სა და 51 ლექ­სის ავ­ტო­რი.
_ რო­დის და­იწყ­ეთ ლექ­სე­ბის წე­რა?
_ ოთხი წე­ლია, ვწერ. წე­რა დი­დი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, ასე­ვე ბედ­ნი­ე­რე­ბა­ა, რო­დე­საც შე­ნი სამ­ყა­რო ადა­მი­ა­ნებს სუ­ლი­ე­რად კვე­ბავს. არას­დროს ვწერ იმის­თვის, რომ რით­მა რით­მა­ში ჩაჯ­დეს, ჩემს ლექ­სში ში­ნა­არ­სმა რით­მა უნ­და შვას, რით­მამ კი ში­ნა­არ­სი.
_ რო­გორ და­ი­წე­რა თქვე­ნი პირ­ვე­ლი ლექ­სი?
_ ჩემ­ში ძა­ლი­ან დი­დი ში­ნა­გა­ნი ენერ­გია მოზღ­ვავ­და... შემ­დეგ ეს ენერ­გია აი­სა­ხა ლექ­სში "ლა­მა­ნის მი­რა­ჟი“.
_  ა­რის თქვენს შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ისე­თი ლექ­სი, რო­მე­ლიც გა­მორ­ჩე­უ­ლად გიყ­ვართ?
_ ჩემ­თვის ყვე­ლა ჩე­მი ლექ­სი ღი­რე­ბუ­ლი და ახ­ლო­ბე­ლი­ა, თუმ­ცა პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი ყო­ველ­თვის და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში.
_ უფ­რო ხში­რად რა თე­მა­ზე წერთ?
_ ჩე­მი შე­მოქ­მე­დე­ბა მრა­ვალ­მხრი­ვია და მხო­ლოდ კონ­კრე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა არ გა­აჩ­ნი­ა.
_ რას ნიშ­ნავს თქვენ­თვის სიყ­ვა­რუ­ლი?
_ ბევ­რი რამ არის ნათ­ქვა­მი და და­წე­რი­ლი ამ უდი­დე­სი გრძნო­ბის შე­სა­ხებ. არ მინ­და, ბა­ნა­ლუ­რი ვი­ყო ჩემს შე­ფა­სე­ბებ­ში, მხო­ლოდ ერთ ლექსს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.
სული _ მოსიყვარულე მეუღლეს!
მე შენთან არ ვარ, მაგრამ იად ისევ მოვედი
და გაზაფხულიც მოგიკვირტე უმისამართოდ,
დღეს მაპატიე გულში სული რომ ჩაგიხატე,
ახლა აღარ ვარ მიწიერად შენთან, უბრალოდ.
მე აღარა ვარ სიჭაბუკის შენი ჭადარი,
შენ რომ გიყვარდა ნეტარების ფოთოლცვენისგან,
რამდენი ტოტი გადამიტყდა, თურმე დავბერდი,
ფოთლებს ვეღარ ვცნობ სიყვთლეში დარდის თმენისგან.
ახლა გეცლები სიტყვიერად, თუმცა ვეცდები,
რომ ისევ ავღსდგე საიქიოს შენთვის ფენიქსად
არ დაცოტავდე, გევედრები, უფრო გაბევრდი
და ჩემში ლოცვა გაანათე სანთლად რწმენისგან.
სხე­ულ­სა და სულს შო­რის, რო­დე­საც ასე­თი რუ­დუ­ნე­ბაა და სა­ი­ქი­ო­და­ნაც კი არ ტო­ვებ მას... ის არის და იქ არის ზუს­ტად სიყ­ვა­რუ­ლი...
_ ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში რო­მელ ნა­წარ­მო­ე­ბებს გა­მო­არ­ჩევ­დით, რო­მე­ლიც, თქვე­ნი აზ­რით, ყველა ეპო­ქა­ში თა­ნა­მედ­რო­ვე იქ­ნე­ბა?
_ "ვეფ­ხის­ტყა­ო­სა­ნი" _ ეს უდი­დე­სი პო­ე­მა დღემ­დე თვალ­სა­ჩი­ნო უტყ­უ­ა­რი მა­გა­ლი­თია, რამ­დენ სა­უ­კუ­ნეს შე­იძ­ლე­ბა ით­ვლი­დეს ჭეშ­მა­რი­ტად ღი­რე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი. მი­სი აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბა,­ მხატ­ვრუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა, ფი­ლო­სო­ფი­უ­რი დატ­ვირ­თვა, ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის თან­მდე­ვი.­.. ქარ­თუ­ლი მწერ­ლო­ბა ამ თვალ­საზ­რი­სით, სა­კუ­თა­რი ხელ­წე­რით გა­მო­ირ­ჩე­ვა, რაც უნი­კა­ლუ­რი­ა.
_ თქვე­ნი აზ­რით, რა არის ლი­ტე­რა­ტუ­რის მთა­ვა­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა?
_ მე ასე ვიტყ­ო­დი, ლი­ტე­რა­ტუ­რა არის ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­ე­რი პუ­რი.
_ რა არის მთა­ვა­რი იმის­თვის, რომ შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნის ქმნი­ლე­ბამ დროს გა­უძ­ლოს?
_ რა­საც აკე­თებ, გუ­ლით უნ­და აკე­თებ­დე, სიყ­ვა­რუ­ლით უნ­და ქმნი­დე... თუ რა­ი­მეს მო­ვა­ლე­ო­ბის მოხ­დის მიზ­ნით აკე­თებ, ის უკ­ვე ყალ­ბი­ა, გან­სა­კუთ­რე­ბით, ეს შე­მოქ­მე­დე­ბით ამ­პლუ­ა­ში იგ­რძნო­ბა. იდე­ა, გუ­ლი, სუ­ლი­ე­რე­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი... თუ ადა­მი­ა­ნი ამ პრინ­ცი­პით მოქ­მე­დებს, მი­სი ქმნი­ლე­ბა უკ­ვდა­ვი­ა...
_ ლექ­სე­ბის წე­რის გარ­და, თქვენ ფო­ტო­ხე­ლოვ­ნე­ბი­თაც ხართ გა­ტა­ცე­ბუ­ლი...
- ლექ­სე­ბის წე­რა და ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა, თით­ქმის, ერ­თდრო­უ­ლად და­ვიწყ­ე, თუმ­ცა პირ­ვე­ლად ჩე­მი შე­მოქ­მე­დე­ბა მა­ინც ფო­ტო­ხე­ლოვ­ნე­ბით და­იწყ­ო. რამ­დე­ნი­მე თვით ად­რე, ვიდ­რე პირ­ველ ლექსს _ "ლა­მა­ნის მი­რაჟს" დავ­წერ­დი...
ერ­თი კად­რი შე­საძ­ლოა, იმა­ზე მეტყ­ვე­ლი იყოს, ვიდ­რე სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მი­, პო­ე­მა, ლექ­სი. ერ­თი, თით­ქოს მარ­ტი­ვი ქმე­დე­ბით მა­რა­დი­სო­ბა­ში აფიქ­სი­რებ წამს... და წამ­ში მა­რა­დი­სო­ბას. ყო­ფით ცხოვ­რე­ბა­ში, თუ დრო გქმნის და გა­ყა­ლი­ბებს, ამ შემ­თხვე­ვა­ში პი­რი­ქი­თა­ა, იმ წამს ზუს­ტად შენ ქმნი და მეტყ­ვე­ლი სწო­რედ შე­ნით ხდება, მე­რე კი ეს უკ­ვე მთე­ლი ის­ტო­რი­ა... ჩემს ალ­ბო­მებ­ში ასა­ხუ­ლი სამ­ყა­როს ნა­წი­ლიც ამ პრინ­ცი­პით შე­ვაგ­რო­ვე.
დღე­ი­სათ­ვის 3000-მდე ფო­ტო მაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი, აქე­დან 2000 ათა­სამ­დე ფო­ტო თბი­ლისს მი­ვუძღ­ვე­ნი. ვარ ოთხი პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნის ავ­ტო­რი. მინ­და, ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხვე­ვით და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო არტ მე­ნე­ჯერ ნი­ნა ბურ­ნე­ვიჩს, რო­მელ­მაც სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა, გა­სულ წელს ჩე­მი ფო­ტო­ნა­მუ­შევ­რე­ბი კი­ევ­ში გა­მო­მე­ფი­ნა. სწო­რედ ნი­ნას დახ­მა­რე­ბი­თა და თა­ნად­გო­მით გა­მიც­ნო უკ­რა­ი­ნამ, რო­გორც ფო­ტო­ხე­ლო­ვა­ნი. დღე­ი­სთ­ვის ჩე­მი ნა­მუ­შევ­რე­ბი უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქ მირ­გო­როდ­ში გან­თავ­სე­ბულ და­ვით გუ­რა­მიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის მუ­ზე­უმ­შია და­ცუ­ლი და მუდ­მივ ექ­სპო­ზი­ცი­ას წარ­მო­ად­გენს. მინ­და, და­ვი­ტო­ვო იმე­დი, რომ პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნით მო­მა­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლო­შიც წარ­ვსდგე­ბი, თუ კი იქ­ნე­ბა აუ­დი­ტო­რი­ის და­ინ­ტე­რე­სე­ბა, რო­გორც ეს უკ­რა­ი­ნის შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და...
_ თვლით თუ არა, რომ ბუ­ნე­ბა ასა­ხავს ადა­მი­ა­ნის ში­ნა­გან სამ­ყა­როს, იმე­ო­რებს ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბი­სე­ულ ეტა­პებს, და­გი­ნა­ხავთ თუ არა ხე­ში, ყვა­ვილ­ში ან ბუ­ნე­ბის სხვა უსუ­ლო ნა­წილ­ში კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი?
_ სავ­სე­ბით გე­თან­ხმე­ბით... მე უფ­რო მეტ­საც გეტყ­ვით, ბუ­ნე­ბა თა­ვად არის უდი­დე­სი შე­მოქ­მე­დი. ადა­მიანი ბუ­ნე­ბის­გან ქმნის ქმნი­ლე­ბას, ბუ­ნე­ბა კი ადა­მი­ა­ნის ჩა­ნა­ფიქრს ახო­რი­ე­ლებს. ერ­თგვა­რი სინ­თე­ზია ადა­მი­ან­სა და ბუ­ნე­ბას შო­რის. ერ­თმა­ნე­თის­გან ორი­ვე უდი­დეს ენერ­გი­ას იღებს და შემ­დეგ გე­ნი­ა­ლუ­რი შე­დევ­რე­ბიც იქ­მნე­ბა.
_ მომავლის გეგმებზე რას გვეტყვით?
_ ჩემ­ში დიდ შე­მოქ­მე­დე­ბით ენერ­გი­ას ვგრძნობ, ამი­ტომ ინერ­ტულ როლ­ში ყოფ­ნას არ ვა­პი­რებ. უზო­მოდ მო­ხა­რუ­ლი ვიქ­ნე­ბი, თუ ჩე­მი შე­მოქ­მე­დე­ბის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს წელს ისე­თი­ვე სი­ხა­რულს მი­ვა­ნი­ჭებ, რო­გორც ეს გა­სულ წელს მოხ­და. ჩე­მი ერ­თ-ერ­თი ლექ­სის ("ამ სიყ­ვა­რუ­ლით") სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წე­რა ულა­მა­ზე­სი რო­მან­სი, რომ­ლის ავ­ტო­რი გახ­ლავთ ყვე­ლა­სთ­ვის საყ­ვა­რე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რი, ქალ­ბა­ტო­ნი მა­ცა­ცო სე­ბის­კვე­რა­ძე, ხო­ლო სიმ­ღე­რას ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლი ას­რუ­ლებს. წელს კრე­ბუ­ლის გა­მო­ცე­მა მაქვს გეგ­მა­ში და თუ ეს ჩა­ნა­ფიქ­რი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ვფიქ­რობ, ჩემს მკითხ­ველს სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ჩუ­ქარს მი­ვუძღ­ვნი.
_ რო­გორ და­ემ­შვი­დო­ბე­ბით ჩვენს მკითხ­ველს?
_ პირ­ველ რიგ­ში, მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო თქვე­ნი გა­ზე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლს და თა­ვად თქვენ იმ ინ­ტე­რე­სის­თვის, რო­მე­ლიც ჩემ მი­მართ გა­მო­ი­ჩი­ნეთ. მერ­წმუ­ნეთ, ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო და მას­ტი­მუ­ლი­რე­ბე­ლი­ა. თქვენს მი­კითხ­ველს რაც შე­ე­ხე­ბა, ვეტყ­ვი იმას, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლო დი­დი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შეა და ამ ურ­თუ­ლეს პე­რი­ოდ­ში, ყვე­ლამ ჩვე­ნი საქ­მე უნ­და ვა­კე­თოთ და რაც მთა­ვა­რი­ა _ ხა­რის­ხი­ა­ნად. არ მინ­და, თქვე­ნი მკითხ­ვე­ლი ვრცე­ლი სიტყ­ვით გა­დავ­ღა­ლო, ამი­ტომ, თქვე­ნი ნე­ბარ­თვით, ინ­ტერ­ვი­უს აქ და­ვას­რუ­ლებ და ყვე­ლას, ისევ ჩე­მი ლექ­სი­დან, რამ­დე­ნი­მე სიტყ­ვით მივ­მარ­თავ... "მე მი­ხა­რია თქვე­ნი გუ­ლე­ბი და ამი­ტო­მაც გიძღ­ვნით სტრი­ქო­ნებს"...



არქივი