"ყუთში" მუშაობის მსურველ გოგონას ახდენილი ოცნება

gurianews.com

 

ეტალონი 2019-ის მეორეადგილოსანი ჩოხატაურელი გიორგი სიხარულიძეა

სრულად
 

"ქართული ღვინის გზის" გამარჯვებული _ გაიცანით მოსწავლე შუასურებიდან

სრულად
 

გურიის საგამოცდო ცენტრი _ გამოცდის შემდეგ, აბიტურიენტებმა პირველი კომენტარი გააკეთეს

სრულად
 

„სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ _ ოზურგეთელი მოსწავლე ოლიმპიადის გამარჯვებულია

სრულად
 

დღეიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეეძლებათ

სრულად
 

შუა ამაღლების საჯარო სკოლის წარმატება ბავშვთა იძულებითი შრომის თემაზე კონკურსში

სრულად

21-ს ქვევით

"ყუთში" მუშაობის მსურველ გოგონას ახდენილი ოცნება

მარტი 13
16:16:07 2013

_ ჩემი მთავარი ოცნება საგაზეთოდ გასამხელი არ არის და ვერ გეტყვით, თუმცა ერთი დიდი ოცნება იყო, გავმხდარიყავი ჟურნალისტი და მანცადამაინც, ტელეჟურნალისტი, რომელიც იმუშავებდა ერთ დიდ "ყუთში", რომელსაც  ტელევიზორი ერქვა, ამიხდა, _ ამბობს თამთა დოლიძე, ტელეკომპანია "გურიას" ჟურნალისტი, რომელიც საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტად მუშაობს და არის ყოველდღიური თოქ-შოუს _ "თქვენთან ერთად" _ წამყვანი.
თამთა დოლიძემ, ასე ახალგაზრდა ასაკში, საკმაოდ წარმატებული, პროფესიული და შემოქმედებითი მუშაობის გზა განვლო, რის ერთ-ერთი გამოვლინებაც ახლახან სოციალურ-საგანმანათლებლო მედია-პროექტ "ეტალონის" ფინალურ ტურში მონაწილეობა იყო. გარდა ამისა, თამთა დოლიძე ორი წლის წინაც გავიდა "ეტალონის" ფინალურ ტურში. საფიქრებელია და სარწმუნოც, თუ სამი ცდის ლოგიკას დავეყრდნობით, თამთა კიდევ ერთი ცდის შემდეგ, აუცილებლად გაუმართლებს.
_ "ეტალონში" ვმონაწილეობდი, როგორც რეგიონული ტელევიზიის წარმომადგენელი. ამ პროექტში, აღნიშნულ მომენტში,  რეგიონული ტელევიზიების ჟურნალისტები მონაწილეობდნენ. რომ გითხრათ, მონაწილეობის ძალიან დიდი სურვილი მქონდა-მეთქი, ასე არ არის. ხათრი ვერ გავუტეხე "გურიის" ტელევიზიის დირექტორის, ავთო გველებიანის თხოვნას და მონაწილეობა მივიღე, _ ამბობს თამთა ჩვეული თავმდაბლობით, ისე, როგორც მას მეგობრები და ახლობლები იცნობენ.
ამ უწყინარ, განათლებულ და ჭკვიან გოგონას, ბავშვობა თბილისში აქვს გატარებული. იქ დაიბადა. როცა მეშვიდე კლასში იყო, ოჯახი ოზურგეთში გადმოვიდა საცხოვრებლად. შემდეგ კვლავ თბილისში დაბრუნდა და ბოლოს, ოზურგეთში გათხოვდა.
_ ბავშვობიდანვე აკვიატებული მქონდა, რომ უცილებლად ჟურნალისტი გავმხდარიყავი. აზრი არასოდეს შემიცვლია, არც კი მიყოყმანია. ამოვიჩემე და სკოლის დამთავრებისთანავე ჩავაბარე შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში.
_ თამთა, პირველი ნაბიჯები ჟურნალისტიკაში ოზურგეთში გადადგით?
_ მოხდა ისე, რომ უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დავქორწინდი და საცხოვრებლად ოზურგეთში გადმოვედი. მალევე დავიწყე მუშაობა ტელეკომპანიაში "გურიაში".  ასე რომ, მოვხვდი ნანატრ "ყუთში" და ოთხი წელია, ვმუშაობ.
_ საინფორმაციო სამსახურში მუშაობა და თოქ-შოუ მიგყავს. რომელიმეს უპირატესობას ანიჭებთ?
_ ორივე საქმეს თანაბარი სიყვარულით ვაკეთებ. რომელი უფრო გამომდის, ამის შეფასება მაყურებლის საქმეა.
_ "ეტალონის" ფინიშთან, განსაკუთრებით გგულშემატკივრობდნენ გურულები. წახვალთ თუ არა მონაწილეობის მისაღებად მესამედ?
_ მე არ ვთვლი, რომ  მასში მონაწილეობა განათლების საზომია, მაგრამ ჟურნალისტისთვის  მოტივაციაცაა. ბევრ სფეროში უნდა ერკვეოდეს ჟურნალისტი. მონაწილეობას მივიღებ თუ არა, არ ვიცი, მაგრამ, ზოგადად, ძალიან კარგია ასეთი და მსგავსი ღონისძიებები.
_ კალამს თუ ცდით?
_ კი, უფრო ნოველებს ვწერ, მოთხრობებიც ვცადე, მაგრამ ეს ნაკლებად გამომივიდა. კარგი იქნება, თუ ჩატარდება შემოქმედებითი საღამოები.
თამთა დოლიძე მიიჩნევს, რომ ირგვლივ რაც ხდება, მისთვის ყველაფერი მნიშვნელოვანია. თუნდაც იმიტომ, რომ ეს ყველაფერი მერე მის გადაცემაში აისახება. ყველაფერ ამაში კი დევს მისი უდიდესი სურვილი (ჩვენთვის გაუმხელელ ოცნებასთან ერთად), იცხოვროს მშვიდად და თავისუფლად, მთელ სამყაროსთან ერთად!



არქივი