ჩოხატაურში "ახალგაზრდა მედიკოსთა კავშირი" ფუძნდება

gurianews.com

 

15 წლის ბიჭი ოზურგეთიდან, რომელსაც ძალიან უყვარს შინაური ცხოველები

სრულად
 

"გაიღიმე ჩურჩუტელა" _ სიურპრიზი აბიტურიენტ შეყვარებულს

სრულად
 

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დამსწრე აბიტურიენტთა ქცევის წესები განისაზღვრა

სრულად
 

ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

სრულად
 

გარემოსდაცვითი კონკურსის გამარჯვებული ჯუმათის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი მექვაბიშვილი გახდა

სრულად
 

ეროვნული გამოცდების შესახებ დეტალები დღეს გახდება ცნობილი

სრულად

21-ს ქვევით

ჩოხატაურში "ახალგაზრდა მედიკოსთა კავშირი" ფუძნდება

აპრილი 05
00:34:01 2011

ამ კვირაში ჩოხატაური "ახალგაზრდა მედიკოსთა კავშირს" უმასპინძლებს და ფილიალსაც დააფუძნებს, რომელსაც სალომე გიორგაძე უხელმძღვანელებს.

კავშირი სტუდენტ მედიკოსთა, დოქტორანტთა, ახალგაზრდა ექიმ-რეზიდენტთა და ჯანმრთელობის სფეროში მოღვაწე ახალგაზრდების გაერთიანებაა და საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა პროექტების განხორციელებითაა დაკავებული.

_ კლუბის მიზანია, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერა და მასში მონაწილეობა; ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება და დასაქმების ხელშეწყობა; არასწორი სამედიცინო საქმიანობის შედეგად დაზარალებული ადამიანების უფლებების დაცვა და ინფორმირება მათი უფლებების შესახებ; საზოგადოებრივი ჯანდაცვის განვითარება; ჰუმანიტარული და საქველმოქმედო საქმიანობა; საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ მსგავს ორგანიზაციებთან, სასწავლო-სამედიცინო ცენტრებთან თანამშრომლობის დამყარება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გიორგაძემ.

სალომემ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის პირველი საჯარო სკოლის დამთავრებისთანავე სწავლა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში, სამკურნალო ფაკულტეტზე განაგრძო და წარმატებასაც მალე მიაღწია. ბავშვობიდანვე მიზანსწრაფული გოგონა ახალგაზრდა მედიკოსთა კავშირში მონდობების და შრომისმოყვარეობის დამსახურებით მოხვდა.

ამბობს, რომ მისი თეთრი ხალათი ჩოხატაურს ბევრ სიკეთეს მოუტანს. სწორედ მისი აქტიურობის შედეგია, რომ რამდენიმე დღეში ექიმები ჩოხატაურელებს საფუძვლიან გამოკვლევებს ჩაუტარებენ.

_ საქართველოში ეპილეფსიით დაავადებულია 50 000 ადამიანზე მეტი.

მათ 72%-ს ან საერთოდ არასდროს არ მიუღია კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება, ან ვერ ღებულობს ანტიეპილეფსიურ პრეპარატებს, ან არასწორი პრეპარატებით მკურნალობს, ან არასწორი რეჟიმითა და დოზით ღებულობს წამლებს. რაც საბოლოო ჯამში სავალალო შედეგს იძლევა. სწორედ ეს ყველაფერი გახდა განმაპირობებელი იმისა, რომ 14 თებერვალს "საქართველოს ახალგაზრდა მედიკოსთა კავშირის" და "ნევროლოგიის და ნეიროფსიქოლოგის ინსტიტუტის" ინიციატივით საქართველო პირველად შეუერთდა ევროპის ეპილეფსიის საერთაშორისო დღეს. განხორციელდა პროექტი "გამოვიყვანოთ ეპილეფსია ჩრდილიდან". პროექტის უმთავრესი მიზანი იყო, საზოგადოების გაცნობიერება ეპილეფსიასთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებში და სტიგმასთან ბრძოლა. განსაკუთრებით მძიმეა სიტუაცია რეგიონებში. რის გამოც, "საქართველოს ახალგაზრდა მედიკოსთა კავშირი" და "ნევროლოგიის და ნეიროფსიქოლოგის ინსტიტუტი" ჩაატარებს უფასო სრულ პროფილაქტიკურ კვლევებს ჩოხატაურის რაიონში. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გამოგვიცხადა აქტიური მხარდაჭერა პროექტის გახორციელებაში.

_ თქვენი კავშირი ჩოხატაურში მხოლოდ ეპილეფსიით დაავადებულ ადამიანებს გამოიკვლევს?

_ ჩოხატაურში 7 ექიმი ჩამოვა. ეპილეფსიით დაავადებულ 30 ადამიანს ჩაუტარდება სრულფასოვანი გამოკვლევა, რომლებსაც თბილისშიც გაუგრძელებენ მკურნალობას და უზრუნველყოფენ მედიკამენტებით. ამ 30 ადამიანში ისინი მოხვდებიან, რომელთა ოჯახები სიღარიბის ზღვარს ქვევით იმყოფებიან. დანარჩენებსაც ჩაუტარდებათ გამოკვლევა, ოღონდ ადგილობრივად. ჩამომსვლელ ექიმთა შორის იქნებიან ენდოკრინოლოგი და ოფთალმოლოგი, რადგანაც მათზე დიდი მოთხოვნილებაა, _ აღნიშნა გიორგაძემ.

მისივე თქმით, "ახალგაზრდა მედიკოსთა კავშირი" ჩოხატაურში მომავალში ბევრ პროექტს განახორციელებს.

_ ვეცდები ჩემი ყველა შესაძლებლობა გამოვიყენო და ჩოხატაურელებს გვერდში დავუდგე, _ დასძინა რესპონდენტმა.



არქივი