ოპტიმიზაციას შეწირული ბიბლიოთეკები

gurianews.com

21-ს ქვევით

ოპტიმიზაციას შეწირული ბიბლიოთეკები

აპრილი 22
11:10:24 2013

კულტურის განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი, რევაზ თედორაძე ჩვენთან საუბრისას იხსენებეს, რომ ყველა ბიბლიოთეკა უახლესი გამოცემებით, უნიკალური წიგნადი ფონდით, ბეჭდური მედიით იყო უზრუნველყოფილი და დღევანდელობისგან განსხვავებით, შენობებიც კეთილმოწყობილი იყო.

საბიბლიოთეკო გაერთიანების ხელმძღვანელის, მაია მელუას თქმით, მუნიციპალიტეტში არსებულ ბიბლიოთეკებს ერთი საერთო პრობლემა _ წიგნების სიმცირე აერთიანებთ.

_ ჩვენი პრობლემა წიგნადი ფონდის სიმცირე, თანამედროვე ლიტერატურის უქონლობაა. თუ რომელიმე ბიბლიოთეკაში თანამედროვე ლიტერატურა არსებობს, მხოლოდ ერთი ეგზემპლარია, მკითხველის რაოდენობა კი გაცილებით მეტია, რის გამოც, მკითხველის ინტერესის დაკმაყოფილება, ფაქტიურად, შეუძლებელია. გარდა ამისა, პრობლემაა საბავშვო ლიტერატურაც, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას მელუა.

სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრეს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ და პედაგოგმა რუსუდან ბერიშვილმა მედიასახლ “გურია ნიუსის" ინტერნეტ ტელევიზიის  ყოველკვირეულ გადაცემა “კვირის თემაში".

 

როგორც გიორგი კეკელიძემ აღნიშნა, სოფლებში ბიბლიოთეკები, ე.წ. ოპტიმიზაციის შედეგად დაიხურა, თუმცა მისთვის ოპტიმიზაციის ზუსტი მიზეზი უნცობია. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი მიიჩნევს, რომ რომ საჭიროა, შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის კონკრეტულად რა მიზეზით დაიხურა სოფლის ბიბლიოთეკები.

_ ცხადია, უნდა შეიქმნას რაღაც ტიპის კომისია, რომელიც შეისწავლის, რის გამო დაიხურა ბიბლიოთეკები. ბიბლიოთეკა კარგია, მაგრამ თუ მას არ ჰყავს მკითხველი, ცოტა ძნელია არგუმენტირება იმისა, თუ რატომ უნდა იყოსბიბლიოთეკა. არსებობს ბიბლიოთეკების შენარჩუნების ირიბი გზები _ თუ ბიბლიოთეკა შეითავსებს მედიათეკას, სადაც იქნება გაზეთები, ჟურნალები, კომპიუტერები, იქნება რაღაც კლუბი და არ იქნება მხოლოდ წიგნის საკითხავი, არამედ ეს იქნება ერთგვარი ინტელექტუალური შეხვედრის ადგილი, ამან შეიძლება, უფრო გადაარჩინოს ბიბლიოთეკა. ამ ყველაფერს სჭირდება ძალიან სერიოზული დაფიქრება. ბიბლიოთეკა არის ცალკე სუბიექტი, ის გარკვეულწილად ექვემდებარება მუნიციპალიტეტს ან კულტურის ცენტრს. ჩვენ ვართ ოფიციალურად მეთოდური ხელმძღვანელები. ბიბლიოთეკა უნდა იყოს წიგნთან დაკავშირებული ყველა სიახლის ერთგვარი მექა, _ აღნიშნა კეკელიძემ.

მისივე თქმით, ბევრია დამოკიდებული ბიბლიოთეკების აქტიურობაზე. ბიბლიოთეკა უნდა იყოს ადგილი, სადაც გაიმართება პრეზენტაციები, დისკუსიები, დებატები, მოეწყობა საღამოები, შეხვედრები თანამედროვე ავტორებთან, რათა მკითხველი უფრო დაინტერესებული იყოს, რაც გაზრდის ბიბლიოთეკების როლს საზოგადოებაში.



არქივი