ბლექ სი არენა დღეს ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის დახურვას მასპინძლობს (R)

gurianews.com

 

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დამსწრე აბიტურიენტთა ქცევის წესები განისაზღვრა

სრულად
 

ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

სრულად
 

გარემოსდაცვითი კონკურსის გამარჯვებული ჯუმათის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი მექვაბიშვილი გახდა

სრულად
 

ეროვნული გამოცდების შესახებ დეტალები დღეს გახდება ცნობილი

სრულად
 

“წარადგინო გურია არ არის მარტივი“ - თაზო ჯოჯუა ესეების კონკურსის ფინალისთვის ემზადება

სრულად
 

წარმატებული დები _ ქეთი, თათული და იზი სიხარულიძეები ჩოხატაურიდან

სრულად

21-ს ქვევით

ბლექ სი არენა დღეს ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის დახურვას მასპინძლობს (R)

სექტემბერი 02
08:57:15 2017

შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის დღეს ბლექ სი არენაზე გრანდიოზული ღონისძიებით დაიხურება.

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ, „ბლექ სი არენა ჯორჯიას” დირექტორმა ანა კავლელიშვილმა, გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ და ესპანელმა ფოლკლორისტმა პოლო ვალეხომ ფესტივალის მნიშვნელობაზე, მონაწილე ქვეყნებსა და ფოლკლორულ ჯგუფებზე, გალა კონცერტის დეტალებსა და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრეს საგანგებო პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციულად შავიზღვისპირეთში ტარდება და წელს, გურიასთან ერთად აჭარაც მასპინძლობს. ფესტივალმა სტარტი 31 აგვისტოს, ბათუმის საზაფხულო თეატრში აიღო.

ფესტივალის ფარგლებში კონცერტები მიმდინარეობდა ურეკის კულტურის სახლშიც. კონცერტში, რომელიც ყველა დაინტერესებული პირისთვის უფასო იყო, მონაწილეობდნენ ქართული ფოლკლორული ჯგუფები: შემოქმედი, რეხეული, ამაღლება, ადილეი, ძირიანი, შილდა, ასევე ფესტივალში მონაწილე შემსრულებლები უკრაინიდან, სომხეთიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან და თურქეთიდან.

ფესტივალი დღეს, 2 სექტემბერს, გრანდიოზული გალა კონცერტით Black Sea Arena-ზე დასრულდება.

მნიშვნელოვანია, რომ გალა კონცერტზე დასასწრები ბილეთის ღირებულება 5 ლარიდან იწყება. ცეცხლოვან შოუს ესპანელები გვპირდებიან - ფლამენკოს შემსრულებელი ჯგუფი La Moneta & Flamenco” სპეციალური სტუმრის სტატუსით ფესტივალის გალა კონცერტზე, მაყურებლის წინაშე წარსდგება.

წელს ფესტივალი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა და 7 ქვეყანას მასპინძლობს. მაყურებლის წინაშე ესპანეთის, იტალიის, პოლონეთის, უკრაინის, სომხეთის, თურქეთისა და საქართველოს ფოლკლორული ანსამბლები წარსდგებიან და თავიანთი ქვეყნის უნიკალურ ხალხურ ტრადიციებს, სიმღერითა და ცეკვით წარმოადგენენ.

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ფესტივალს დიპლომატიური კორპუსი ოფიციალურ მხარდაჭერას უცხადებს და მის წარმატებულად ჩატარებაში დიდი წვლილი შეაქვს იტალიის, თურქეთი, პოლონეთისა და უკრაინის საელჩოებს. მათივე ძალისხმევითა და მხარდაჭერით გაიზარდა მონაწილე ფოლკლორული ანსამბლების რაოდენობაც.

ფესტივალი, რომლის ავტორი და ორგანიზატორი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრია, Black Sea Arena-ს, ,,Check in Georgia"-ს, კულტურის სამინისტროსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით იმართება.



არქივი