ჩოხატაურის #1 და ძიმითის საჯარო სკოლების გუნდები საქართველოს სასკოლო ოლიმპიადის პირველობაზე იასპარეზებენ

gurianews.com

21-ს ქვევით

ჩოხატაურის #1 და ძიმითის საჯარო სკოლების გუნდები საქართველოს სასკოლო ოლიმპიადის პირველობაზე იასპარეზებენ

აპრილი 07
11:33:58 2019

6 აპრილს,  „საერთაშორისო სპორტის დღე მშვიდობისა და განვითარებისთვის“ გაეროს ინიციატივით აღინიშნება, რომელიც მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებასა და განვითარებისკენაა მიმართული.

ეს დღე გურიაშიც აღნიშნეს _ ჩოხატაურის ბორის პაიჭაძის ცენტრალურ სტადიონზე, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, გეზრბენში (იგივე კროსი) გურიის რეგიონული თამაშები გაიმართა.

დაძაბულ შეჯიბრში ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის ვაჟთა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის გოგონათა გუნდება გაიმარჯვეს.

ფინალისტები, რომლებიც საქართველოს სასკოლო ოლიმპიადის პირველობაზე იასპარეზებენ,  სიგელებითა და თასებით დაჯილდოვდნენ. 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება, განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს და ფედერაცია „სპორტი ყველასთვის“ ორგანიზებით ჩატარდა.



არქივი