დღეიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეეძლებათ

gurianews.com

 

15 წლის ბიჭი ოზურგეთიდან, რომელსაც ძალიან უყვარს შინაური ცხოველები

სრულად
 

"გაიღიმე ჩურჩუტელა" _ სიურპრიზი აბიტურიენტ შეყვარებულს

სრულად
 

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დამსწრე აბიტურიენტთა ქცევის წესები განისაზღვრა

სრულად
 

ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

სრულად
 

გარემოსდაცვითი კონკურსის გამარჯვებული ჯუმათის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი მექვაბიშვილი გახდა

სრულად
 

ეროვნული გამოცდების შესახებ დეტალები დღეს გახდება ცნობილი

სრულად

21-ს ქვევით

დღეიდან აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა შეეძლებათ

ივნისი 20
09:17:06 2019

გამოცდების ჩაბარების მსურველები ბარათების ამობეჭდვას დღეიდან შეძლებენ. ამისათვის საჭიროა, აპლიკანტი  რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელექტრონული ფოსტის მისამართითა და ცენტრის მიერ გაგზავნილი ხუთნიშნა კოდით ვებგვერდზე online.naec.ge შევიდეს.

პირად გვერდზე (რომელზეც გაიარა რეგისტრაცია, აირჩია ჩასაბარებელი საგნები და ა.შ.) აპლიკანტმა უნდა გამოიყენოს ღილაკი - "დაბეჭდეთ ბარათი".

როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრი აცხადებს, ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა.შ.) გარეშე. შესაძლებელია ბარათის ამობეჭდვაშავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).

ბარათზე მითითებულია მონაწილის პირადი ინფორმაცია, საგამოცდო ცენტრის მისამართი, გამოცდის დღე და საგამოცდო ცენტრში გამოცხადების დრო.

საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება ყველა აპლიკანტის საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.

2019 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარების განრიგი ცნობილია.გამოცდები 1 ივლისს დაიწყება და 23 ივლისს დასრულდება.



არქივი