ეროვნული გამოცდებით 2020 წელს და შემდეგ ჩარიცხული სტუდენტების მობილობის თავისებურებები განისაზღვრა

gurianews.com

21-ს ქვევით

ეროვნული გამოცდებით 2020 წელს და შემდეგ ჩარიცხული სტუდენტების მობილობის თავისებურებები განისაზღვრა

აპრილი 07
18:05:38 2021

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლისა და საფასურის დამტკიცების წესში ცვლილება შევიდა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით განისაზღვრა, რიგგარეშე მობილობის გამარტივებული წესით  ჩატარება და ერთიანი ეროვნული გამოცდებით 2020 წელს და შემდგომ ჩარიცხული სტუდენტების მობილობის თავისებურებები.

მობილობაში მონაწილე ის სტუდენტი, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა 2020 წელს და შემდგომ, ვალდებულია აკმაყოფილებდეს დაწესებულების მიერ განსაზღვრულ ყველა წინაპირობებს.

თუ პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს:

ა) იმ საგნისგან განსხვავებული საგანი, რომელიც ჩაბარებული აქვს მობილობის მსურველს, იგი მობილობის განხორციელებამდე უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს ერთიან ეროვნული გამოცდებში და ჩააბაროს შესაბამისი საგანი/საგნები;

ბ) ერთზე მეტი საგანი, რომელიც შეესაბამება, დებულების დანართი №3-ით გათვალისწინებული სწავლის სფეროების მიხედვით განსაზღვრულ საგნების ჩამონათვალს, მობილობის მსურველს, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა 2020 წელს და შემდგომ, ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობა ჩაეთვლება დაკმაყოფილებულად ერთ-ერთი მათგანის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაშიც.

3.  ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ჩასაბარებელ საგანში/საგნებში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა წარმოადგენს ამ წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობის დაკმაყოფილებას და მიღებული ქულა არ გაითვალისწინება ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შედეგებში.

4. სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ვალდებულია ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტის/ტესტების შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების თაობაზე ყველა საგნობრივი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე მართვის სისტემას ელექტრონულად მიაწოდოს იმ პირთა სკალირებული ქულა/ქულები, შესაბამისი საგნის/საგნების მითითებით, რომელთაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გადალახეს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

დაწესებულებისათვის ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების, ასევე, დაწესებულებისათვის სტუდენტთა მიღების უფლების შეზღუდვის, საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმით ან აკრედიტაციის გაუქმებით დაწესებულების მიერ პროგრამის განხორციელების უფლების დაკარგვის შემთხვევაში, რიგგარეშე მობილობა ტარდება გამარტივებული წესით:

ა) ამ დაწესებულებების სტუდენტთათვის;

ბ) აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც წარმატებით დაძლიეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის მიხედვით მოიპოვეს  ჩარიცხვის უფლება ამ დაწესებულებაში;

გ) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც ამ დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება მოიპოვეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების შედეგად;

დ) მობილობის მსურველთათვის, რომლებმაც ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებული პრიორიტეტების მიხედვით მოიპოვეს ამ დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობს ის პირიც, რომლის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანების გამოცემიდან გასულია ამ წესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული თორმეტთვიანი ვადა.



არქივი