გადაიწევს თუ არა ეროვნული გამოცდების ვადები

gurianews.com

21-ს ქვევით

გადაიწევს თუ არა ეროვნული გამოცდების ვადები

მარტი 31
18:02:06 2020

გადაიწევს თუ არა ეროვნული გამოცდების ვადები და რა ფორმატით ცატარდება გამოცდები, _ ამის შესახებ განმარტებას საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე აკეთებს. მისი თქმით, ეროვნული გამოცდების ფორმატისა და ვადების ცვლილება არ განიხილება.

„მოგეხსენებათ, 2020 წლის გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა ინტერესების გათვალისწინებით და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის გადაწყვეტილებით, რეგისტრაციის ვადა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 30 აპრილის 18:00 საათამდე გახანგრძლივდა. ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ფორმატის და ვადების ცვლილება არ განიხილება“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

მინისტრის მოადგილის თქმით, სამინისტროს მიერ ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება მოსწავლეთა და აბიტურიენტთა ინტერესებიდან გამომდინარე და წინასწარ ეცნობება საზოგადოებას.



არქივი