ლანჩხუთელი მოსწავლე ბიზნეს იდეების კონკურსზე

gurianews.com

21-ს ქვევით

ლანჩხუთელი მოსწავლე ბიზნეს იდეების კონკურსზე

ნოემბერი 13
17:05:59 2019

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის,  ჩოჩხათის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ლაშა მუკუტაძემ მეგობრებთან საბა დოლიძესთან და თათია კახიძესთან ერთად ბიზნეს იდეების საერთაშორისო კონკურსზე გამოგონება სახელწოდებით „DELTA PEN“ წარადგინა.

გამოგონება 7 ნივთის აერთიანებს: საწერ-კალამი, სენსორული კალამი, ფანქარი, კალამი ტუში, მარკერი, მეხსიერების ბარათი, მობილურისა და პლანშეტური კომპიუტერის სადგამი.

როგორც ირკვევა, ლაშა მუკუტაძე ERASMUS + ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლის.



არქივი