ლაშა ღლონტი: "არსად ისე არ ვნერვიულობ სიმღერის შესრულებისას, როგორც გურიაში"

gurianews.com

 

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა საფეხბურთო კლუბ "ბახმაროს" სპონსორი გახდა (R)

სრულად
 

სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ჟურნალი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ _ "რეალობას თვალი გავუსწოროთ"

სრულად
 

ჩოხატაურელმა ახალგაზრდამ ბუდაპეშტის ამერიკული უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის სრული დაფინანსება მოიპოვა

სრულად
 

განათლების მინისტრი: ეროვნული გამოცდები შესაძლოა გაზაფხულზე ჩატარდეს

სრულად
 

unicef: საბავშვო ბაღების აღმზრდელთა 45% არაკვალიფიციურია

სრულად
 

პრემიერი: ჩვენ გვჭირდება ყველა საგნის სწავლების ხარისხის გაზრდა, მაგრამ განსაკუთრებით, ტექნიკური მიმართულებების

სრულად

21-ს ქვევით

ლაშა ღლონტი: "არსად ისე არ ვნერვიულობ სიმღერის შესრულებისას, როგორც გურიაში"

თებერვალი 18
10:51:02 2018

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით 28 თებერვალს, ხელოვნების სასახლეში ლაშა ღლონტის კონცერტი გაიმართება.

კულტურის ცენტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელის სოფო ტუღუშის ინფორმაციით კონცერტზე მოსულ მაყურებელს ბევრი სიურპრიზი ელოდება:

_ ლაშა ღლონტი ქართული ესტრადის ერთ-ერთი გამორჩეული მომღერალია და მას ჩოხატაური პირველად მასპინძლობს. ხელოვნების სასახლეში მოსულ მაყურებელს სასიამოვნო საღამოს ვპირდებით. ეს იქნება ქართული მუსიკის დიდი ზეიმი, რომელითაც ჩოხატაურელები განებივრებული არ არიან. შემიძლია წინასწარ გითხრათ, რომ ჩოხატაურის ხელოვნების სასახლის სცენაზე ლაშა ღლონტის ახალი სიმღერის პრემიერაც გაიმართება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ტუღუშმა.

კონცერტისთვის განსაკუთრებით ემზადება ლაშა ღლონტიც.

"გურული ვარ და გურულებთან სიმღერა არაა მარტივი საქმე. მეტიც, არსად ისე არ ვნერვიულობ სიმღერის შესრულებისას, როგორც გურიაში, მაგრამ იმედია პირველ შეხვედრაზე მაპატიებენ "იაღლიშებს", _ ამბობს ჩვენთან საუბრისას მომღერალი.

მისივე თქმით რეპერტუარი, რომელიც ჩოხატაურელ მაყურებელს უნდა შესთავაზოს, სამი ნაწილისგან შედგება:

" შევასრულებ ცნობილი კომპოზიტორების სიმღერებს, ასევე სიმღერებს, რომლებიც სპეციალურად ჩემთვის შეიქმნა და გიდასტურებთ, რომ გაიმართება სიმღერის პრემიერაც, _ აღნიშნა ლაშა ღლონტმა.

მომღერალი ამბობს, რომ სოლო კონცერტის სპეციფიკიდან გამომდინარე მისი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 საათსა და40 წუთს, ვინაიდან ამ პერიოდზე მეტი ხანი მაყურებელს ღლის.

"რაც შეეხება დუეტებს ფორმატით არ იყო გათვალისწინებული სხვა მომღერლების მოწვევა, ამიტომ დუეტები ვერ შესრულდება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გურულები საოცრად ნიჭიერი ხალხია, თავისუფლად შეიძლება ვინმე ამოვიდეს დარბაზიდან და ექსპრომტად ერთად ვიმღეროთ, _ თქვა ჩვენთან საუბრისას ლაშა ღლონტმა.

ლაშა ღლონტის კონცერტი ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში 28 თებერვალს, 18 საათზე დაიწყება.



არქივი