მამუკა ბახტაძე: განათლების სისტემაში ინვესტიციები უნდა გავზარდოთ მინიმუმ სამჯერ

gurianews.com

 

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დამსწრე აბიტურიენტთა ქცევის წესები განისაზღვრა

სრულად
 

ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

სრულად
 

გარემოსდაცვითი კონკურსის გამარჯვებული ჯუმათის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი მექვაბიშვილი გახდა

სრულად
 

ეროვნული გამოცდების შესახებ დეტალები დღეს გახდება ცნობილი

სრულად
 

“წარადგინო გურია არ არის მარტივი“ - თაზო ჯოჯუა ესეების კონკურსის ფინალისთვის ემზადება

სრულად
 

წარმატებული დები _ ქეთი, თათული და იზი სიხარულიძეები ჩოხატაურიდან

სრულად

21-ს ქვევით

მამუკა ბახტაძე: განათლების სისტემაში ინვესტიციები უნდა გავზარდოთ მინიმუმ სამჯერ

ივნისი 27
16:27:19 2018

„ჩვენი ხედვა და მიდგომაა განათლების სისტემის ისე განვითარება, რომ უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს ეკონომიკაში. თუ მნიშვნელოვნად არ გავზრდით ინვესტიციებს განათლებაში, გაგვიჭირდება, რომ გავხდეთ განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა.

ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ სიღარიბე არსებული რეფორმებით, ზრდის იმ ტენდენციებით, რაც გვაქვს, მნიშვნელოვნად შევამციროთ ღარიბი ოჯახების რაოდენობა, მაგრამ ვერ გავხდებით განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა. ამისთვის ჩვენ გვჭირდება მეტი ინვესტიციები განათლებაში, მათ შორის, ისეთ სასწავლებლებში, რომლებიც რეგიონებში მდებარეობს.

ჩვენ გვინდა მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას, სადაც ყველა მოქალაქეა ჩართული. ინვესტიციები უნდა გავზარდოთ, მინიმუმ, სამჯერ და მეტჯერ, თუ ეკონომიკა ამის საშუალებას მოგვცემს," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ახალგაზრდებთან შეხვედრისას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

აღნიშნულ საკითხზე მამუკა ბახტაძემ მას შემდეგ ისაუბრა, რაც მთავრობის მეთაურს შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ სვანეთიდან მადლობა გადაუხადა იმ შესაძლებლობისთვის, რასაც ახლომდებარე ტერიტორიაზე, სამეგრელოდში ხარისხიანი განათლების მიღება ჰქვია.

„ჩვენ გვჭირდება ძალიან კონკურეტუნარიანი 5 დონე განათლების სისტემაში. ეს არის - სკოლამდელი განათლება და დღეს, იცით, რომ სამწუხაროდ ბაღები არ არის განათლების სისტემის ნაწილი. ეს არის ძალიან სერიოზული შეცდომა, სისტემური ხარვეზი, ვიტყოდი, რომელსაც სჭირდება უმოკლეს ვადებში გამოსწორება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ დროს წაიღებს იმისთვის, რომ ორგანულად გაკეთდეს. მეორე გახლავთ - განათლება საშუალო სკოლებში, სადაც ჩვენ ასევე გვჭირდება თვისობრივად და ხარისხობრივად ახალი სტანდარტი.

გვყავს ძალიან მოტივირებული მასწავლებლები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან ხარისხის გაზრდაზე, თავადაც, მაგრამ ამას სჭირდება შესაბამისი ეკონომიკური გარემოს შექმნა და შესაბამისი მოდელების შემოტანა სასწავლო სისტემაში. პირადად მე, ძალიან მომწონს ფინური მოდელი, რომელიც არის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო.

ფინელებიც, ჩვენსავით არ არიან მრავალრიცხოვანი ერის წარმომადგენლები, მაგრამ შეძლეს ის, რომ საშუალო სკოლის განათლების სისტემა აქვთ საუკეთესო. მესამე - ჩვენ გვჭირდება ძალიან ძლიერი პროფესიული სასწავლებლები, რადგან ვცხოვრობთ გლობალური ეკონომიკის კონკურენციის პირობებში, სადაც თითოეული ქართველი ახალგაზრდა უნდა ფლობდეს პროფესიას, რაშიც იქნება კონკურენტული; რა თქმა უნდა, უმაღლესი განათლება და მეცნიერება არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. ამ ყველაფრის ერთობლიობა ქმნის იმ სინერგიას, რამაც საქართველო უნდა გადაიყვანოს განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიცხვში,"- აღნიშნა პრემიერმა.



არქივი