ოზურგეთელი ირინა ქავჟარაძე უნივერსიტეტის რეიტინგულ სიაში პირველ ადგილზეა

gurianews.com

21-ს ქვევით

ოზურგეთელი ირინა ქავჟარაძე უნივერსიტეტის რეიტინგულ სიაში პირველ ადგილზეა

სექტემბერი 02
14:17:53 2020

ოზურგეთს მეოთხე საკჯარო სკოლის კურსდამთავრებული, ირინა ქავჟარაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასპროცენტიანი გრანტით  ჩაირიცხა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

ის  ჩარიცხულ 455 სტუდენტს შორის პირველ ადგილზეა, რეიტინგული ქულა 2128,0! ხოლო, საგრანტო ქულა 6170,0!

_ბუნებრივია, ძალიან ბედნიერი ვარ! ერთადერთი ფაკულტეტი და უნივერსიტეტი მივუთითე რეგისტრაციისას და შესაბამისად, სწორედ იქ მოვხვდი, სადაც ძალიან მინდოდა, გამეგრძელებინა სწავლა. ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევ დასახული მიზნისკენ და მჯერა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია_ გვითხრა მან.

„გურია ნიუსი“   დიდი სიყვარულითა და პატივისცემით  ულოცავს ირინას ამ განსაკუთრებულ წარმატებას და უსურვებს კვლავ ახალ გამარჯვებებს.



არქივი