როგორ ემზადება "ბახმარო" ახალი სეზონისთვის

gurianews.com

 

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა საფეხბურთო კლუბ "ბახმაროს" სპონსორი გახდა (R)

სრულად
 

სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ჟურნალი რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ _ "რეალობას თვალი გავუსწოროთ"

სრულად
 

ჩოხატაურელმა ახალგაზრდამ ბუდაპეშტის ამერიკული უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის სრული დაფინანსება მოიპოვა

სრულად
 

განათლების მინისტრი: ეროვნული გამოცდები შესაძლოა გაზაფხულზე ჩატარდეს

სრულად
 

unicef: საბავშვო ბაღების აღმზრდელთა 45% არაკვალიფიციურია

სრულად
 

პრემიერი: ჩვენ გვჭირდება ყველა საგნის სწავლების ხარისხის გაზრდა, მაგრამ განსაკუთრებით, ტექნიკური მიმართულებების

სრულად

21-ს ქვევით

როგორ ემზადება "ბახმარო" ახალი სეზონისთვის

თებერვალი 17
16:07:39 2018

ჩოხატაურის საფეხბურთო კლუბი „ბახმარო“, რომელმაც შარშანდელი ჩემპიონატი რეგიონულ ლიგაში წარმატებით დაასრულა და ჩემპიონიც გახდა, ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება.

გუნდს წელსაც თემურ ლორია გაწვრთნის, რომელიც მიიჩნევს, რომ წარმატებისთვის ბევრი შრომაა საჭირო:

_ პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებმაც შარშანდელ წარმატებაში წვლილი შეიტანეს. ამ ადამიანების რიცხვი ცოტა ნამდვილად არ არის.

რაც შეეხება ახლანდელ სეზონს _ ამჟამად მოსამზადებელი პერიოდი გვაქვს, გუნდი ჩამოყალიბების პროცესშია.

რამდენიმე ახალი ფეხბურთელი დავიმატეთ და ჯანსაღი კონკურენციისთვის ვემზადებით. ვფიქრობ, რთული ჩემპიონატი იქნება. თუმცა, ალბათ, წარმატებასაც ის მიაღწევს, ვინც ბევრს იშრომებს და ვისკენაც სპორტული იღბალი იქნება, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თემურ ლორიამ.

გუნდის ფორმირების პარალელურად ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე.

_ გვინდა, რომ ახალ სეზონს უფრო მეტად მომზადებულები შევხვდეთ და ამისთვის ძალებს არ ვიშურებთ. სტადიონს სადრენაჟო სისტემა გავუკეთეთ.

ვაწესრიგებთ მიმდებარე ტერიტორიასაც. ადგილობრივი ხელისუფლების და მეწარმეების დახმარებით, მინიმალური ხარჯებით გვინდა, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე ძირითადი სამუშაოები დავასრულოთ. ამ საქმეში კლუბის თითქმის ყველა თანამშრომელია ჩართული, რომლებიც ფიზიკურადაც მუშაობენ.

დაახლოებით 70 წელია, მსგავსი  რამ ამ სტადიონზე არ გაკეთებულა და მაქსიმალურად ვცდილობთ, თამაშის დროს რაიმე ფაქტორმა არ შეუშალოს ხელი მოთამაშეებს, _ თქვა ჩვენთან საუბრისას საფეხბურთო კლუბ „ბახმაროს“ დირექტორმა დავით ჩხიკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ბახმარო“  ჯერ მხოლოდ ამხანაგურ მატჩებს მართავს.

ჩემპიონატის პირველ მატჩს ჩოხატაურელთა გუნდი ხონში გამართავს.



არქივი