სტუდენტები სააღსრულებო წარმოების პროცედურებს გაეცნენ

gurianews.com

21-ს ქვევით

სტუდენტები სააღსრულებო წარმოების პროცედურებს გაეცნენ

დეკემბერი 13
12:50:11 2017

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ განათლების ინოვაციური ცენტრის წევრ სტუდენტებს სააღსრულებო წარმოების შესახებ ტრენინგი ჩაუტარა. ლექცია სემინარს სხვადასხვა უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 20 სტუდენტი ესწრებოდა.

მომავალმა იურისტებმა მიიღეს ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ. სემინარების ფარგლებში ისინი გაეცნენ საქართველოს სააღსრულებო სისტემას; აღსრულების ორგანოების სტრუქტურას; სამართლებრივ სტატუსებსა და კომპეტენციას; სააღსრულებო წარმოების მონაწილეებსა და მათ სამართლებრივ მდგომარეობას; აღსრულების დაწყების სამართლებრივ საფუძვლებს; აღსრულების ეტაპებს; აღსრულების შედეგებს. გაიმართა დისკუსიები და განიხილეს რეალური შემთხვევები.

სტუდენტებმა მოისმინეს პრეზენტაციები აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისების შესახებ, მათ შორის: მოვალეთა რეესტრი, ელექტრონული აღსრულება, ფაქტების კონსტატაცია, გამარტივებული საქმისწარმოება.

პროექტის მიზანია, სტუდენტებში აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო სისტემის შესახებ ცნობადობის ამაღლება; სააღსრულებო საქმიანობის შესწავლის ინტერესისა და ინიციატივის დანერგვა.

ტრენინგს სააღსრულებო თემატიკაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები: ნინო ცორეკიშვილი და ირაკლი ლაგვილავა უძღვებოდნენ.  

აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო სისტემისა და საქმისწარმოების შესახებ ტრენინგებს სტუდენტებთან მომავალშიც განაგრძობს.



არქივი