“წერილი ჩემს აფხაზ მეგობარს“

gurianews.com

 

სამტრედიელი რუსუდან ჟორჟოლიანი სახელმწიფოსაგან ასპროცენტიანი გრანტით დაფინანსდა

სრულად
 

„არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა“ _ კიდევ ერთი ჩოხატაურელი 100%-იანი გრანტით

სრულად
 

ოზურგეთელი ირინა ქავჟარაძე უნივერსიტეტის რეიტინგულ სიაში პირველ ადგილზეა

სრულად
 

15 წლის ბიჭი ოზურგეთიდან, რომელსაც ძალიან უყვარს შინაური ცხოველები

სრულად
 

"გაიღიმე ჩურჩუტელა" _ სიურპრიზი აბიტურიენტ შეყვარებულს

სრულად
 

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე დამსწრე აბიტურიენტთა ქცევის წესები განისაზღვრა

სრულად

21-ს ქვევით

“წერილი ჩემს აფხაზ მეგობარს“

თებერვალი 07
16:49:43 2020

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებმა (საგანი “ჩემი საქართველო“) წერილები დაწერეს. წერილების ადრესატები თავიანთი თანატოლები არიან, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობენ.

“წერილი ჩემს აფხაზ მეგობარს" _ გელოდებით საქართველოში... და იმედი გვაქვს, რომ ჩვენც გესტუმრებით... _ ჩემი მეექვსე კლასელი ქართველების წერილი აფხაზ მეგობრებს...“ _ წერს გაღმა დვაბზუს ისტორიის მასწავლებელი ხათუნა რუსიეშვილი ფეისბუქზე.

“კრუბერის უფსკრული, რიწის ტბა, ახალი ათონის მღვიმე, გეგის ჩანჩქერი, გაგრა, ბედიის თაღოვანი ხიდი მდინარე ბესლეთზე, რომელზეც შემორჩენილია ძველი ქართული წარწერები. იმედი მაქვს, რომ ოდესმე ჩამოვალ და ამ ყველაფერს ვნახავ.“

“გამარჯობა, ჩემო აფხაზო მეგობარო, ჩამოდი საქართველოში. აქაურობა ძალიან ლამაზია. ჩამოდი აუცილებლად, დაათვალიერე. ვიცი, მოგეწონება“, _ ეს არის ნაწყვეტი წერილებიდან. ვრცელ წერილებს ჩვენი ახალგაზრდული გაზეთი მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 



არქივი