ჩვენებური "ღატაკთა კვარტალი" მერიაში

G-NEWS TV

ჩვენებური "ღატაკთა კვარტალი" მერიაში

2011 ივლ 18 23:49:39

ვიდეორეპორტაჟი მერიიდან

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, ურეკისკენ მიმავალი ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ,  ყოფილი სამხედრო ნაწილის საცხოვრებელი კორპუსია, რომელიც ისეა ჩამოშლილი და მინგრეულ-მონგრეული,  ვიზუალურად უკეთ იკითხება აქ მცხოვრებ  ღატაკთა უბედურება, ვიდრე ძალიან კარგად აგებულ საგაზეთო წერილში. უსახური და ამაზრზენი ქოხმახი, სადაც ამჟამად 15 ოჯახი ცხოვრობს,  კიბეებჩავარდნილი და იატაკდამპალია.  "ბარაკებში", სახურავგადამძვრალ, უკანალიზაციო, ჭაობიან, ანტისანიტარიულ გარემოში  მცხოვრებთ, საერთო, უსახურავო საპირფარეშო აქვთ. უფანჯრო ოთახები, სადაც მოსახლეობას, მათივე თქმით,  მორიელებთან ერთად სძინავს,  ჯოჯოხეთის რეალურ სახეს წარმოადგენს.  ამ  საერთო "სახლში" მცხოვრები ადამიანები, ჩვენი მისვლის დროს, საერთო სადილის სამზადისით იყვნენ დაკავებული, რომელსაც სახელად "მწვანე ტყემალი" ერქვა.

მათი ნაამბობი მტკივნეული და შემაშფოთებელია, თითოეული მათგანი მშველელს და მხსნელს ჩვენში ხედავს, ამბის მკითხავი გვეღირსაო  და ერთმანეთს არ აცლიდნენ საუბარს _ ყველას სურდა საკუთარი  გაჭირვების შესახებ ელაპარაკა.

მანანა გოგუაძე: _ ნახეთ, რანაირად გავატარეთ მთელი ზამთარი: მაწვიმს, მათოვს, ერთხელ თქვენც მოგმართეთ დახმარებისთვის, მერე ბავშვთა სახლში მივიყვანე ჩემი პატარა, რადგან უხსენებელმა კინაღამ დამიჭამა. კაცი არ მყავს პატრონი. მშიერ-მწყურვალი ვარ, დამეხმარეთ, რა ვქნა... ექვსი დღე ისე გავატარე, პურის ფული მენატრებოდა.  ზამთარში უსაბნოდ ვგდივარ.

ზაურ ბაბუაძე, 76 წლის: _ როგორ ვცხოვრობ, ჩემო ბიძია და, ძალიან ცუდად. პრეზიდენტის გამოგზავნილი ვაუჩერები, რომლებიც მეკუთვნოდა,  არ მიმიღია, არც პროდუქტის და არც შუქის. ვარ პირველი ჯგუფის ინვალიდი, ნახეთ, როგორ და სად  ვცხოვრობ და მერე განსაჯეთ ყველაფერი... ამ ყოფაში სადმე ადამიანი გინახავთ?

_ თქვენს რწმუნებულს არ მიმართეთ?  ვაუჩერი რატომ არ მოგცეს?

_ აბა, არ მივმართე?! მაგრამ დამატებით სიაში ხარო, მითხრა და მატყუებენ. ეს საქმეა, ბაბუა?  სამჯერ ჩავედი ოზურგეთში ვაუჩერის საქმის გასარკვევად, ექვსი ლარი დავხარჯე გზაში და მერე თავი დავანებე. მარტოხელა ვარ. უბრალოდ, მითხარით, სამართალი სადაა, რატომ არ უნდა მიმეღო ვაუჩერი?  ვინ კითხულობს გაჭირვებული, ღატაკი და ბრმა კაცის  ამბავს, ვის რაში აინტერესებს, რა გვიჭირს ან რა გვილხინს? _ ამბობს ბაბუაძე.

ლია კრივენდა: _ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ, ოთახში ვაკეთებთ ყველაფერს. წყალი ნახეთ, აქ სანიაღვრე არხი გადადიოდა ღელეში, მაგრამ  ჩაიკეტა იმის გამო, რომ ერთმა ბოსტანი გააკეთა.  ნახეთ, ახლა  სად ვასხამ ნარეცხ წყალს, სხვა გზა არ გვაქვს. ჩიყვით ვარ დაავადებული,  აქ ჭაობი მინდა? მაგრამ რა ვქნა?  ეს მთავრობაში ვთქვი, რაღაცა გააკეთეთ იმნაირი, რომ ხალხს პატარა საშუალება მიეცეს ცხოვრების ელემენტარული პირობებისთვის-თქო, მაგრამ ადამიანებად ჩვენ არავინ გვთვლის. ბინებში ნახეთ, როგორი ანტისანიტარიაა,  ჩვენ კი ვასუფთავებთ, მაგრამ არაფერი გამოდის, კედლები დანგრეულია,  სახურავი არ აქვს არც ერთ ბინას, როგორც გარეთ, ისე წვიმს შიგაც.  გამგეობაში გვითხრეს, ეს ბინები ჩამოწერილია,  სამხედრო ბინები იყო და არსად არ წერიაო. არჩევნები რომ მოდის, მაშინ მოდიან და გვპირდებიან, გაგიკეთებთო. რვა დედმამიშვილი ვართ და დედაჩემის პენსიით ვსულდგმულობთ, სოციალური დახმარებით. არ ვთხოვ მთავრობას, საჭმელი მაჭამე-მეთქი, ბინები გადაგვიხურონ, რა მოხდება?! აქ წვიმაში ვერ გაივლით, ისეთი ამბავია, ბოტები უნდა გეცვას, ვედრო რომ გადააქციო. ტუალეტის ვედრო სახლში გვიდგას, ეს არის საქმე? "სინკარის" გულისთვის დაანგრიეს ტუალეტი და სახურავი  გადახდილი აქვს, წვიმაში ვერ შეხვალ შიგ. ყველაფერი გაყიდულიაო, იძახიან.  ტუალეტი რომ გავაკეთოთ, ადგილი არ არის. 15 წელია, აქ ვცხოვრობთ, სამუშაო არსადაა. სადღაც-სადღაც კერძო სამუშაოზე დავდივართ მანდარინის სეზონზე, თხილის საკრეფად, ყანაში ვმუშაობთ, რაცხა ვაუჩერები დარიგდა, აქ მცხოვრებლებს ისიც არ აუღიათ, ნახეთ, ორი შვილის დედა, ბავშვებით არის წასული სხვის ყანაში და თოხნის.

ვალენტინა  ქუქჩიშვილი: _ 20 წელია, აქ ვცხოვრობ. წამოდით, ნახეთ, სად ვცხოვრობ, სად მძინავს. მაქვს სოციალური, 30-ლარიანი დახმარება, თუ შეიძლება ამით ირჩინოს ადამიანმა თავი?! ვაუჩერები არ აგვიღია, არ გეკუთვნისო, მითხრეს. 30 წელიწადი ვწვალობდი, მიწის ნაკვეთი წამართვეს... მოსამართლემ მითხრა, არ ხარ საქართველოს მოქალაქეო, არადა, აქანე დაბადებული და გაზრდილი ვარ, თუ ვინმე დამიძახებს, წავალ, მივეხმარები, დავუხვეტავ, დავუწმინდავ, რა ვქნა? მთელი ზამთარი ვეძებდი შეშის ფიჩხს, გაყინული, მშიერი, მარტო ვცხოვრობ. ვერსად ვერ ვნახე სიმართლე. ასე მგონია, ეს სახლი  ერთ ღამეს თავზე დაგვენგრევა და ყველა დავიხოცებით.

ციური ხურციძე: _ საიდან ვეზიდებით სასმელ წყალს, ხომ ხედავთ? ისიც მილებით არ არის გამოყვანილი  და  რა მოყვება, რომ იცოდეთ... მეორე სართულზე აგვაქვს სარეცხისთვის წყალი და ზემოდან ვაქცევთ ნარეცხ წყალს, ასე პირველყოფილი ადამიანები არ იცხოვრებდნენ. დაგვჭამეს ბუზებმა. ჩვენ არც სახლი გვაქვს და არც _ კარი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის რწმუნებული ვაჟა ჩანჩიბაძე "გურია ნიუსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ეს ყოფილი სამხედრო ბინები სოფლის საკუთრება არ არის: _ იმ ინფორმაციას, რომ ეს ყოფილი სამხედრო ბინები ავარიულ მდგომარეობაშია და იქ მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს  ეკონომიკურად ძალიან უჭირს, დადასტურებაც არ სჭირდება. თუმცა, იქ მცხოვრებლები სოფელ მერიას არ ეკუთვნიან, აქ  თავს აფარებენ ნატანებიდან, ზოგიც საჩხერიდან და ა. შ.

საქმე ისაა, შენობა ხანდაზმულია, ჩვენი სოფლის საკუთრება არაა _ ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის, პრივატიზაციის სამსახურის  ბალანსზეა. რამდენჯერმე მივმართეთ სამინისტროს ოფიციალური წერილით, რომ გადმოეცა ბინები სოფლისთვის. სოფლის საკუთრება რომ ყოფილიყო, სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში რაღაცით შევარემონტებდით. ერთ წელს სახურავს გამოვუცვლიდით, მეორე წელს სხვა სამუშაოებს ჩავატარებდით და ასე. მე რაც შემეძლო, გავაკეთე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით წყალი გამოვუყვანე,  თვითონაც უყურადღებონი არიან, მათაც უნდა მიაქციონ ბინებს ყურადღება, ყოველდღე რომ ფიცარს მოაკლებ, არ მოუვლი, ხელისუფლებას სისუფთავის უზრუნველყოფას ნუ მოვთხოვთ.

_ აქ მცხოვრებლებს ვაუჩერიც არ აუღიათ...

_კი, დაგეთანხმებით ამაში, 7 ოჯახია ისეთი, ვისაც არ აუღია ეგ ვაუჩერები. მათ არ ჰქონდათ აბონენტის ნომერი. მაგალითად, ზაურ ბაბუაძეს ახლა მიენიჭა აბონენტის ნომერი, შედგენილია ახალი სია და გადაცემული მაქვს სოციალური მომსახურების სააგენტოში; გვპირდებიან და ალბათ, ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ.




 ახალი ამბები
  • კონკურსში, „სუფთა რეგიონი“ , ოზურგეთის მუნიციპალიტეტი დაჯილდოვდასაქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების ორგანიზებით,  კონკურსის „სუფთა რეგიონი" გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ნომინაციაში, "ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის" სიგელით  დაჯილდოვდა. 27 იანვარს, თბილისის საკრებულოში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებითა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, კონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. აღნიშნული კონკურსი გასულ წელს გამოცხადდა.  ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ნომინაციაში, "ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის" სიგელით  დაჯილდოვდა. კონკურსის იდეა პირველად გაჩნდა 2015 წელს „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში. კონკურსის ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები), შემოსული მასალების საფუძველზე გამოავლინა 2019 წლის ნომინაციების გამარჯვებულები.  გამარჯვებულთა შორის ოზურგეთის მუნიციპალიტეტიცაა - შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილებით სიგელი გადაეცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს - ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის.  კონკურსი ჩატარდა პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციები „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" (KGT), საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი", „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო", საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მის სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობის ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.  ... ...
  • საფრანგეთში ქართველი მორაგბე გარდაიცვალაფრანგული „გროლეს“ ქართველი მორაგბე ბექა ბურდიაშვილი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული გუნდის ვებგვერდმა დაადასტურა. 27 წლის მორაგბე, რომელიდ ფედერალ 1-ის ბინადარ გუნდში 2014 წლიდან ირჯებოდა, სტადიონისკენ საკუთარი ავტომობილით მიემართებოდა და ხეს დაეჯახა, რის შედეგადაც, გარდაიცვალა. ფრანგული მედიის ცნობით, ავარიის მიზეზი ნისლი და მოლიპული გზის ზედაპირი გახდა. მანქანაში ბექა მარტო იმყოფებოდა, მისი გარდაცვალების გამო კი, „გროლესა“ და „ლავორის“ შეხვედრა გადაიდო. წყარო: ... ...
  • რა მდგომარეობაა ჩოხატაურში გრიპის ვირუსთან დაკავშირებით და შეწყდება თუ არა სასწავლო პროცესიზამთრის დადგომასთან ერთად, გაციებით გამოწვეული და გრიპისმსგავსი დაავადებების შემთხვევები მატულობს. მათ შორის, ცირკულაცია უკვე გრიპის ვირუსმაც დაიწყო. ავადმყოფობა კი ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც, ბავშვები სკოლას და საბავშვო ბაღს აცდენენ. როგორც „გურია ნიუსისთვის“ ცნობილი გახდა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლებში გაკვეთილებს მოსწავლეთა დიდი ნაწილი არ ესწრება. როგორც ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, შორენა სიხარულიძემ „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესს აცდენენ, სკოლებში სწავლის შეწყვეტის საშიშროება არ დგას. „მცირეოდენი გაცდენები გვაქვს, მაგრამ ეს არ არის ის ზღვარი, რომლის გამოც, სკოლამ უნდა შეწყვიტოს პროცესი. სკოლების ნაწილში ჩავარდნებია, მაგრამ, ძირითადად, სკოლებში სწავლა ნორმალურად მიმდინარეობს. თითო- ოროლა ბავშვი აკლია კლასებში, ცხადია, მაგრამ ეს არ არის საგანგაშო მაჩვენებელი. მაგალითად, ამაღლების საჯარო სკოლამ გვითხრა, რომ მეცხრე კლასში ბავშვების უმრავლესობა არ იყო“, _ გვითხრა შორენა სიხარულიძემ. როგორც  ა(ა)იპ ბაღების გაერთიანება „მომავალის“ დირექტორი,  ნინო ბარამიძე ამბობს, სასწავლო პროცესის განახლებამდე საბავშვო ბაღებში დეზინფექცია ჩატარდა, მაგრამ არის ბაღები, სადაც ვირუსის გამო ბავშვები არ დადიან. ბარამიძის ინფორმაციით, გრიპის გამო დღეს არცერთი ბავშვი არ მივიდა სოფელ სამების საბავშო ბაღში. „სასწავლო პროცესი 20 იანვარს განვაახლეთ. 17-18-ში სრული დეზინფექცია ჩავატარეთ და დავიწყეთ სასწავლო პროცესი, მაგრამ ვირუსი რამდენიმე ბაღში დაფიქსირდა. გამკაცრებული გვაქვს წესები და ბავშვები სადაც არ მოდიან, აქვთ ვირუსი. დღეს სოფელ  სამების ბაღში ერთი ბავშვიც არ ყოფილა. სააღმზრდელო პროცესის შეჩერებისა და ბაღების დათხოვნის საფრთხე არ არის. იქ სადაც ბავშვები არ დადიან იმ დღეს სააღმზრდელო პროცესი თავისთავად არ არის“,_ ბარამიძე. რამდენად არის გავრცელებული  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გრიპის ვირუსი და რამდენად ხშირია მიმართვიანობა_ ამ კითხვით ჩოხატაურის კლინიკებს მივმართეთ. შპს „ჯანმრთელობის სახლი გურიაში“-ს მთავარი ექიმი თემურ კოროშინაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მიმართვიანობა შედარებით გაზრდილია. განსაკუთრებით კი ბავშვებში. საავადმყოფოში ამ დროისთვის 6 პაციენტი ფილტვების ანთებით მკურნალობს. „მომართვიანობა შედარებით გაზრდილია, განსაკუთრებით ბავშვებში. განსაკუთრებული შემთხვევა ისეთი, რომ რეფერალი ყოფილიყო საჭირო გრიპთან დაკავშირებით, არ გვქონია. დაწესებულებაში 6 პაციენტი გვიწევს ფილტვების ანთებით, 2 ხვალ გაეწერება, ამჯერად, საუბარია მოზრდილებზე“, _ გვითხრა თემურ კოროშინაძემ. ჩოხატაურის „მედალფას“ სამედიცინო ცენტის ხელმძღვანელი ანტონ ხუნდაძე კი ამბობს, რომ კლინიკაში გრიპის ვირუსის გართულებული ფორმებით მიმართვა ზამთრის არდადეგების დროს უფრო ხშირი იყო. „წინა თვეში უფრო მეტი მომართვიანობა იყო გრიპის ვირუსის გართულებებით, ვიდრე ახლა. გრიპის ვირუსს მკურნალობენ ბინაზე ოჯახის ექიმების მეშვეობით“, _ გვითხრა ... ...
  • ბაკურციხეში ჩინეთიდან ჩამოსულ გოგონას ვირუსი აქვსსოფელ ბაკურციხეში ჩინეთიდან ჩამოსულ გოგონას ვირუსი აქვს. მას ტემპერატურა აღენიშნება. მკურნალობა ოჯახის ექიმმა დაუნიშნა და პაციენტზე დაკვირვება მიმდინარეობს, _ ... ...
  • სამტრედიაში ვირუსული დაავადების გავრცელების საშიშროებას ვერ ხედავენ28 იანვრის მდგომარეობით, ჯეოჰოსპიტალს სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრში ვირუსული დაავადების მატებას ადგილი არ აქვს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებას 620-მა პაციენტმა სხვადასხვა სახის ჩივილებით მიმართა. "აქედან მწვავე რესპირატორული დაავადების 26 შემთხვევა იყო მხოლოდ. ვირუსული დაავადება და გრიპი არ გამოვლენილა,"- ეს ინფორმაცია მიაწოდა ,,გურია ნიუსს" ჯეოჰოსპიტალს სამტრედიის ამბულატორიული ცენტრის მენეჯერმა, ლუარა კახიანმა. ვირუსული დაავადების არსებობის და გავრცელების საშიშროებას ვერ ხედავს შპს ,,პედიატრის" მთავარი ექიმიც. ვახტანგ დუნდუას შეფასებით, ნოემბრიდან იანვრის ჩათვლით სამტრედიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პატარებში  ვირუსული დაავადების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ლუარა კახიანის თქმით, ვირუსული დაავადების მატება, ზოგადად, ზამთრის ბოლო თვეშია მოსალოდნელი. თუმცა, ბოლო წლების სტატისტიკაზე დაყრდნობით სამტრედიის ამბულატორიულ ცენტრს  გართულებული სიტუაცია არც წინა წლების თებერვალში ჰქონია. დროებითი ბინადრობის უფლებით სამტრედიის მუნიციპალიტეტში ჩინეთის რესპუბლიკის რამდენიმე ათეული მოქალაქე ცხოვრობს და სხვადასხვა სახის საქმიანობას ეწევა. თუმცა, პოლიკლინიკას ამ წლების განმავლობაში პროფილაქტიკური გასინჯვის მიზნით  მხოლოდ რამდენიმემ მიმართა. მათ ქვეყანაში გავრცელებული ვირუსული დაავადების გამო ჩინელებზე ვერც ეჭვის თვალით ყურებისა და ვერც კორონავირუსის გავრცელების საფუძველს  სამტრედიაში ჯეოჰოსპიტალს სამტრედიის ამბულატორიული ცენტრის ხელმძღვანელი, ლუარა კახიანი ვერ ხედავს. ... ...

არქივი

კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...
ზაფრანი

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო, შესაძლოა, გადამდები იყოს

ვებგვერდ wize.life-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით...

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...