ვისთვის და რის ხარჯზე შენდება ახალი შენობა

G-NEWS TV

ვისთვის და რის ხარჯზე შენდება ახალი შენობა

2 ნოე. 2014, 17:50:28

„გურია ნიუსის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაცია , რომ  სამხარეო ადმინისტრაციისთვის ცალკე შენობა აშენდება განხილვის თემა გახდა. მხარის პირველი პირის თქმით  ახალი შენობა კოსტავას ქუჩაზე მდებარე კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ოზურგეთელების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პარკი გუბერნიის შენობაზე მნიშვნელოვანია. ამ თემაზე  ჩვენმა კორესპონდენტებმა _ გიორგი გირკელიძემ და ჟანა მეგრელიშვილმა გამოკითხვა ჩაატარეს.

ახალი შენობის დადგმა კულტურისა და დასვენების პარკში არასწორად მიაჩნიათ არქიტექტორებსაც. 

ის, რომ ორად გაყოფილ მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს სამუშაოდ ფართი არ ყოფნის საკამათო არავისთვისაა.  ქალაქის მერი, ბეგლარ სიორიძე ამის შესახებ  არჩევიდან მალევე აკეთებდა განცხადებებს და ამბობდა, რომ შესაძლებელი იყო სასტუმრო „გურიის“ ყოფილ შენობაში მისი უწყება განთავსებულიყო. თუმცა, მოვლენები სხვაგვარად  წარიმართა და ახალი შენობის აშენება გუბერნიამ გადაწყვიტა.

 როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, ასევე მერიის თანამშრომლები ამბობენ, რომ მუშაობა რთულ პირობებში უწვეთ.

ამ ეტაპზე არავინ აკონკრეტებს ვის უფრო სჭირდება ცალკე ფართი _ მერიას, მუნიციპალიტეტის გამგეობას და საკრებულოს თუ გუბერნიას, რომელსაც ყველაზე ცოტა თანამშრომელი ჰყავს.

არცერთ უწყებაში არ ამბობენ მოიძიეს თუ არა  ალტერნატიული ფართი. მხოლოდ იმას აღნიშნავენ, რომ ქალაქში თავისუფალი შენობა არ არსებობს. არადა, რუსთაველის  ქუჩაზე მდებარე სამხარეო პოლიციის ყოფილი შენობა  ამ დრომდე თავისუფალია. სამ სართულიან შენობას მხოლოდ კოსმეტიკური რემონტი სჭირდება და მასში თავისუფლადაა  შესაძლებელი რომელიმე უწყების განთავსება.

როგორც ამბობენ ეს ფართი სიშორის გამო  იქნა დაწუნებული.  თუმცა, მას ქალაქის ცენტრს სულ რაღაც ორი კილომეტრი აშორებს.

 



 ახალი ამბები
  • „ახალგაზრდა ადვოკატები“ - ჩვენ შევისწავლით „ლიდერფუდის“ შემთხვევას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საერთო სასამართლოების მხრიდან კომპანია „ლიდერფუდის“ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე სამართლებრივ შეფასებას გამოაქვეყნებს და აღნიშნავს, რომ სასამართლოს მხრიდან ბიზნეს-დავების განხილვა ნდობის მაღალ ხარისხს უნდა ეფუძნებოდეს. „ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, მასობრივი საინფორმაციო-საშუალებებით ცნობილი გახდა დავა, რომლიც შეეხება კომპანია „ლიდერფუდის“ მოქმედი და ყოფილი მესაკუთრეების ერთმანეთთან დაკავშირებულ მოთხოვნებს. საქმეზე საჯარო ინტერესი ემსახურება მრავალ მილიონიან დავაზე სასამართლოების მიერ მიღებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. სასამართლო დადანაშაულებულ იქნა სავარუდო კორუფციასა და გავლენის ჯგუფების კონტროლთან. შესაბამისად, ორგანიზაციამ ყურადღება დაუთმო ბიზნეს დავის ირგვლივ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების შესწავლის ინტერესს და პროცესის მონაწილე მხარის წარმომადგენლებს, ბატონ არჩილ კბილაშვილსა და ბატონ პაატა სალიას, 2020 წლის 29 მაისს, წერილობითი მიმართა, სადაც აღინიშნა, რომ ერთ-ერთი მხარის თანხმობის შემთხვევაში, ორგანიზაცია შეძლებდა საკითხის სამართლებრივ შესწავლას, თუ მოხდებოდა სასამართლოს გადაწყვეტილების ასლების გადმოცემა. წერილს 1 ივნისს არჩილ კბილაშვილის იურიდიული ფირმა გამოეხმაურა და მზადყოფნა გამოთქვა მასალების გადმოცემაზე. „ახალგაზრდა ადვოკატები“ თავის არაერთ შეფასებაში, შერჩევითი მართლმსაჯულების ერთ-ერთ ფორმად სწორედ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის გამოყენებას მიიჩნევს, განსახილველ შემთხვევაში კი, „ლიდერფუდთან“ მიმართებით, სწორედ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას აქვს ადგილი, რაც საქმეს ხდის საჯარო ინტერესის შემთხვევად. ორგანიზაცია არავითარ შემთხვევაში, არ განიხილავს დავის შინაარს და არ წარმოადგენს მათზე რაიმე სახის შეფასებას, ვინაიდან აღნიშნული წარმოადგენს სასამართლოს შეფასების საგანს და მხარეთა შეჯიბრებითობიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთს. ორგანიზაციის მიზანია, შეაფასოს მხოლოდ სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინაპირობები და წარმოადგინოს ხედვა, თუ რამდენად კანონიერი, დასაბუთებული და იურიდიულად მყარი აქტია სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ. „ახალგაზრდა ადვოკატები“ საკითხის შესწავლას დაიწყებს და შეფასებას საზოგადოებისთვის გონივრულ ვადებში წარმოადგენს. ... ...
  • ოზურგეთში ერთი მოქალაქის დაკავებას შსს პრესსამსახური ადასტურებს“გურია ნიუსმა“ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამართალდამცავებმა ქალაქ ოზურგეთში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის თანამშრომელი გ-თ.-ძე დააკავეს _ ამ ინფორმაციას უკვე ოფიციალურად ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური. პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთში დააკავეს ერთი პირი. გამოძიება მიმდინარეობს სისხლი სამართლის კოდექსის 260 მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას. დააკავეს თუ არა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ... ...
  • მოქალაქეებს „სითი პარკის” მიერ დაკისრებული ჯარიმები გაუნულდებათპარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინა. ზაზა გაბუნიას განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს კომპანია „სითი პარკის" მიერ დაჯარიმებული მოქალაქეების გათავისუფლებას ჯარიმებისა და მათზე დარიცხული საურავებისგან წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებებისაგან. ასეთი ჯარიმების ოდენობა დაახლოებით 850 000 ლარს შეადგენს და ამ კანონის საფუძველზე ათასობით მოქალაქე სრულად იქნება გათავისუფლებული ამ ფინანსური ვალდებულებისაგან. „საქმე ეხება ჯარიმებს, რომლებიც დაკისრებულია 2018 წლის 10 აპრილამდე ანუ კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაწყვეტამდე და რომელთა აღსრულება ჯერ არ მომხდარა. ეს გადაუხდელი ჯარიმები რჩებოდა მნიშვნელოვან ფინანსურ და ეკონომიკურ პრობლემად მოქალაქეებისათვის და ჩვენი გადაწყვეტილებით, ამ დავალიანების მქონე მოქალაქეები გათავისუფლდებიან ჯარიმის, საურავისა და აღსრულების ხარჯების გადახდისგან და მოეხსნებათ ფინანსური დავალიანება. ამ საკითხზე იდეა და ინიციატივა ეკუთვნის დედაქალაქის მერს, რასაც საქართველოს პარლამენტი მხარს უჭერს და ამ იდეისადმი მხარდაჭერა გამოიხატება სწორედ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივით, რომლის ძალაში შესვლის შემდეგ, ათასობით მოქალაქეს ხსენებული დავალიანება გაუნულდება“, - განაცხადა ზაზა ... ...
  • დააკავეს თუ არა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელიდააკავეს თუ არაა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის თანამშრომელი გ-თ.-ძე, ამასთან დაკავშირებით ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა. სანდო წყაროს ინფორმაციით, გ.თ-ს ჩაუტარდა ნარკოტესტი. “მეც დღეს გავიგე ეს ამბავი. ამ დილით გავიგე და დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით. ვერც იმას დაგიდასტურებთ, დააკავეს თუ არა ის“, _ გვითხრეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურში. “გურია ნიუსმა“ ამ ეტაპზე ვერ მოახერხა აღნიშნული სამსახურის უფროსთან, ილია ლეჟავასთან გასაუბრება. მას ტელეფონი გამორთული აქვს. ტელეფონი გამორთული აქვს გ.თ-ძესაც. "გურია ნიუსი" დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს. მის კომენტარს მკითხველს მიღებისთანავე ... ...
  • "პარლამენტში აუცილებლად მივალ, მაგრამ ვიზიტი იქნება საქმიანი და არა პოლიტიკური შოუ"ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტში მისვლას გეგმავს, თუმცა ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ეს ვიზიტი იქნება საქმიანი, კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხებით. ამ თემაზე შეკითხვას ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ უპასუხა. „პარლამენტში აუცილებლად მივალ, მაგრამ ჩემი ვიზიტი იქნება საქმიანი, კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული, შედეგობრივი პასუხებით და არა - პოლიტიკური შოუ“, - განაცხადა მინისტრმა. რაც შეეხება მინისტრის მიერ რეგლამენტის დარღვევაზე ოპოზიციის ბრალდებას, ჯანდაცვის მინისტრმა ამ შეკითხვას ასე უპასუხა: „არამხოლოდ როგორც მინისტრი, არამედ როგორც მოქალაქე, ვარ პასუხისმგებლიანი, კანონმორჩილი მოქალაქე, გავიარე არაერთი კონსულტაცია იურისტებთან და ზუსტად ვიცი, რომ რეგლამენტი არ დამირღვევია“, - აღნიშნა ეკატერინე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...