"Да пошёл ты на х...“ _ ქართველმა გიდმა ტურისტს აგინა

G-NEWS TV

"Да пошёл ты на х...“ _ ქართველმა გიდმა ტურისტს აგინა

16 თებ. 2015, 14:44:04

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ქართველი გიდი ტურისტს აგინებს.

"ვიდეო გადაღებულია ღიად. ამ ადამიანს სრულებით არ აღელვებდა გადაღება“ _ ასეთი წარწერა აქვს გამოქვეყნებულ ვიდეოს.

 



 ახალი ამბები
  • არასრულწლოვნის პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავესპოლიციამ არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვისთვის ზუგდიდში ერთი პირი დააკავა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული ე.რ. დააკავეს. მას ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა, შენახვა, ფლობა და ასეთი ნაწარმოებით სარგებლობა. დანაშაული 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოები, პირადი სარგებლობის მიზნით, წინასწარი შეცნობით შეიძინა, ფლობდა და ინახავდა. სამართალდამცველებმა, კომპლექსურად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული ზუგდიდში დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონი, მეხსიერების ბარათები, ლაზერული დისკები, ფული და სიმბარათები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენას, შენახვას, ფლობას ან ასეთი ნაწარმოებით სარგებლობას”, _ წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ... ...
  • ექსტრემალური სათხილამურო სპორტი - რატომ თქვა შვეიცარიელმა ინვესტორმა უარი ბახმაროზეეროვნებით შვეიცარიელმა ინგო შლუტსიუსმა საქართველოში თხილამურებით სრიალის თავისუფალი სტილი ექსტრემალურ სპორტად 2016 წელს დაამკვირდრა. ამ წელს 500 000 ევროს ინვესტიციით, მან ბახმაროში შვეიცარიული ტურისტული კომპანია Powderproject-ი დააფუძნა. რა პერსპექტივები აქვს საქართველოში ექსტრემალური სათხილამურო სპორტის მიმართულებას, რა პრობლემებს აწყდება კომპანია და რატომ აღარ აპირებს შვეიცარიული კომპანია საქართველოში ინვესტირებას, ამის შესახებ Powderproject-ის დამფუძნებელი ინგო შლუტსიუსი საუბრობს. „საქართველოში ექსტრემალური სპორტის მიმართულებით კომპანიის შექმნის იდეა 2014 წელს გამიჩნდა, როდესაც Cat skiing-ით (სათხილამურო სპორტის სახეობა) მეგობრებთან ციმბირში ვიყავი. ჩემი მეგობარი სპორტსმენია, მე ტურიზმის სპეციალისტი - მან მითხრა, რომ თუ რამის გაკეთება მინდა ამ მიმართულებით, ლოკაციად კავკასიის მხარე და კერძოდ საქართველო უნდა ავირჩიო. ეს კომპანია დავაარსე, როგორც შვეიცარიული კომპანია, რათა საერთაშორისო კლიენტებს შევთავაზოთ თავისუფალი სტილის თხილამურებით სრიალი.  ამ ეტაპზე არ გვაქვს რამე სახის სერვისები, რადგანაც სტუმრების მიღებას ვიწყებთ დეკემბრის პირველი რიცხვებიდან. ბახმაროში გვაქვს სახლები და ვამატებთ კიდევ რამდენიმეს. როგორც წესი, ქუთაისის აეროპორტიდან კლიენტის აყვანით ვიწყებთ, მოგვყვას ბახმაროში, ვთავაზობთ საცხოვრებელს, ასევე ვთავაზობთ გიდის მომსახურებას და სასრიალო ტრასებს, რომელიც ჩვენ გავიყვანეთ.  აგვყავს კლიენტები მწვერვალზე და უზრუნველვყოფთ უსაფრთხო დაშვებას. ძირითადად, გვყავს 4 ჯგუფი - სამი ჯგუფი გვყავს ბახმაროში, ხოლო ერთი ჯგუფი - აჭარაში. ჯგუფში მინიმუმ 10 ადამიანია, მძღოლისა და გიდის ჩათვლით. სტუმრები ჩამოგვყავს იტალიიდან, ამერიკიდან, ჩინეთიდან, ავსტრალიიდან - თითქმის მთელი პლანეტიდან,“ - ამბობს ინგო შლუტსიუსი. ინვესტორის თქმით, საქართველოს შეუძლია გახდეს საუკეთესო ექსტრემალური სპორტის მიმართულებით, რომ არა კონკრეტული გარემოებები, როგორებიცაა ინფრასტრუქტურა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ხარვეზები. „ექსტრემალური სპორტის სახეობა საკმაოდ უნიკალურია,  ამისთვის გამოცდილება გჭირდება. ვინც ჩვენთან მოდის, მათ ძირითადად სრიალის 20-30 წლიანი გამოცდილება აქვთ, ანუ ბავშობიდა თხილამურებზე დგანან და სეზონზე მინიმუმ 30 დღეს სრიალით არიან დაკავებული.  საქართველოს შეუძლია გახდეს იდეალური ადგილი ექსტრემალური სპორტის სახეობებისთვის, მაგრამ პრობლემა გვაქვს სხვა ოპერატორებთან, რომლებიც ცდილობენ დააკოპირონ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ჩვენ გაგვყავს ტრასები და სხვადასხვა კომპანიები უბრალოდ იყენებენ მას. საერთაშორისო ბაზარზე - კანადაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში -  შენ არ გაქვს ეს პრობლემა, რადგან გაქვს საკუთრების უფლება.  ოპერირებს ერთი კომპანია ერთ არეალზე და შეგიძლია მაღალი ხარისხის მომსახურება მიაწოდო ხალხს -  ამას საქართველოში ვერა და ვერ მივღწიეთ.  2 წლის წინ, მინდოდა მეორე ბაზა გაგვეხსნა, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებთ იმიტომ, რომ ეს სისტემა მოუწერიგებელია და იგივე განმეორდება. მე აღარ ვაპირებ საქართველოში მეტი ინვესტიციის განხორციელებას,“- ამბობს ინვესტორი. ცოტა ხნის წინ კომპანია Powderproject-მა ახალი მიმართულება დანერგა აჭარის მთებში, თუმცა ელექტროენერგისთან დაკავშირებული პრობლემები, მოგების მიღების შანსებს ამცირებს, განსაკუთრებით კი პანდემიის პირობებში.  „პანდემიის გამო, ახალი სისტემა შევქნებით, რომ ყველა ჯგუფი განცალკევებით იყოს და უსაფრთხოდ, ამიტომაც ისინი ცალკე სახლებში არიან.  Cat Skiing-ი ყველასთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ ჯერ საკმარისი თოვლი არ გვაქვს. უნდა აღვნიშნო, რომ წელს საკმაოდ მზარდი მაჩვენებელი იყო ქართველი ტურისტების. ჩვენ არ ვიცით რა მოხდება, სიტუაცია ძალიან მალე შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ფრენების გამკაცრება მძიმე ტვირთია ყველა ბიზნესისთვის. ბევრი შესაძლებლობა არაა უცხოელებისთვის, რომ საქართველოში შემოვიდნენ. ამიტომ, გვინდა მეტი შესაძლებლობა ადგილობრივებს მივცეთ არა მხოლოდ ექსტრემალურ სპორტის სერვისებით, არამედ უბალოდ დასვენებით და სრიალით ბახმაროში.  მეორე ტრასა აჭარის მთებში იმდენად უნიკალურია, ვფიქრობ, არავინ გამოიყენებს ამ ტრასებს, მაგრამ პრობლემაა უშუქობა იმიტომ, რომ ჩოხატაურში ამ ტერიტორიას დენი არ მიეწოდება და გენერატორებზე ვმუშაობთ, ვფიქრობ მომგებიანიც ვერ იქნება,“ - განმარტავს ინგო შლუტსიუსი.  powderproject.ch რომელიც cat ski სრიალით არის დაკავებული, მსურველებს ბახმაროში “სახლის ოფისის” გადატანას სპეციალური პირობებით სთავაზობს. სტუმრებს რომლებსაც ბახმაროში 2, 3 კვირა და მეტი დროით დარჩენის სურვილი ექნებათ კომპანია გარანტირებულ სრიალს სთავაზობს პანდემიის პირობებში. წყარო: ... ...
  • სად დაზიანდა გაზსადენის მაგისტრალი და როდის მიეწოდება ბუნებრივი აირი მოსახლოებასგუშინდელი დილიდან, გურია-აჭარის რეგიონს გაზი არ მიეწოდება გაზსადენის ავარიიის გამო. შპს  „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“  ავრცელებს განცხადებას, რომ  მაგისტრალური გაზსადენის დაზიანებული მილი, ქობულეთის სიახლოვეს აღმოაჩინეს. „ შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" სპეციალური ჯგუფების მიერ, განხორციელებული სამუშაობის შემდეგ, დადგენილ იქნა, ავარიის მიზეზი"ქუთაისი-სოხუმის", მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 500 მმ-იან განშტოებაზე.   შესაბამისი სამსახურები აქტიურ მუშაობას აწარმოებენ, პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, რომლის დასრულების შემდეგ, მიმდინარე წლის 28 ნოემბრის 24 საათიდან გაზის მიწოდება აღუდგება, სტრატეგიულ ობიექტებს, კოვიდ-სასტუმროებსა და საავადმყოფოებს. ხოლო, 29 ნოემბერს გურიისა და აჭარის სრულ მოსახლეობას.“ განცხადების მიხედვით, მოსახლეობა დღეს უნდა ელოდოს გაზის ... ...
  • სიცივეში დარჩენილი ათასობით აბონენტი _ Socar-ი გვაფრთხილებსგუშინ დილით "ქუთაისი-სოხუმის" მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 500 მმ განშტოებაზე მომხდარი დაზიანების გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება აჭარისა და გურიის რეგიონებს. აღნიშნულის შესახებ განცხადება გაავრცელა კომპანიამ "გაცნობებთ, რომ ცენტრალურიგაზსადენის დაზიანების გამო ავარიულად შეწყვეტილი ბუნებრივი გაზის მოწოდება დაიწყება 29.11.2020-ში 09:00 საათიდან ეტაპობრივად და სრულად აღდგება 30.11.2020-ში დღის ბოლომდე. გთხოვთ გამოიჩინოთ სიფრთხილე და დაკეტილ მდგომარეობაში იქონიოთ გაზის დანადგარები", _ ნათქვამია სმს-ს შეტყობინებაში, რომელიც კომპანია Socar Georgiam აბონენტებს წუხელ გამოუგზავნა. მანამდე "გურია ნიუსი" გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ოპერატიული მართვის სამსახურს დაუკავშირდა. როგორც აღნიშნული სამსახურის მთავარმა დისპეჩერმა თამაზ კობიძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მიუხედავად დიდი მცდელობისა, 28 ნოემბერს ბუნებრივი აირის მიწოდება მოსახლეობისთვის ვერ მოხერხდებოდა. "მიუხედავად მაქსიმალურის გაკეთებისა, დღეს ვერ შევძლებთ აღდგენას. ნაპოვნია დაზიანების ადგილი, მაგრამ იმდენად მიუვალი ტერიტორიაა, წინ ტრაქტორი მიდის, რომ გზა გაკაფოს და უკან ჩვენი ჯგუფი მიჰყვება. მთელი ღამე მოგვიწევს პროჟექტორის შუქზე მუშაობა, რომ ხვალისთვის მოსახლეობას გაზი ჰქონდეს", _ გვითხრა კობიძემ ... ...
  • „არა-ფობიას!“ განცხადება შობის ღამეს გამონაკლისის დაწესებაზესამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!" ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ვიცე-პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებებს კომენდანტის საათიდან დაგეგმილი გამონაკლისების შესახებ. პლატფორმა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ნებისმიერი შეზღუდვა, ასევე მისგან გამონაკლისი დააწესოს თანასწორობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების განუხრელი დაცვით და არ შექმნას დისკრიმინაციის ახალი პრეცედენტი. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 2020 წლის 28 ნოემბრიდან ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი 21:00 საათიდან 05:00 საათამდე დაწესდა. მიღებული დადგენილებით გამონაკლისი იქნება 31 დეკემბრის (ახალი წლის) და 6-7 იანვრის (შობის) ღამე. ამ მხრივ საყურადღებოა ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადება, რომელმაც აღნიშნა: „...იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მართლმადიდებელია და შობას აღნიშნავს 6-დან 7 იანვარს ღამეს, ამ შეზღუდვიდან იყო აღებული გამონაკლისი. [ეს შეზღუდვა] მოხსნილი იყო ამ დღეს იმიტომ, რომ ეს საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ეხებოდა, რადგან ეს პრაქტიკულად ყველას ეხებოდა". სამოქალაქო პლატფორმა "არა-ფობიას" მიიჩნევს, რომ დაწესებული შეზღუდვიდან მხოლოდ 6 იანვრის ღამეს დაგეგმილი  გამონაკლისი რელიგიის ნიშნით დისკრიმინაცია და ხელისუფლების კიდევ ერთი განაცხადია, რომ ის არ განიხილავს რელიგიურ უმცირესობებს თანასწორუფლებიან მოქალაქეებად. ამ მხრივ, განსაკუთრებით საგანგაშოა მაია ცქიტიშვილის განცხადება, რომელიც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის საპირისპიროდ (რაც მოიაზრებს უმცირესობათა უფლებების პატივისცემასა და დაცვას)[1], ცხადად მიუთითებს, რომ ხელისუფლება გადაწყვეტილებებს მხოლოდ უმრავლესობის პერსპექტივიდან იღებს. ახლა, როდესაც უაღრესად მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია და ყველას თანასწორუფლებიანობაზე მკაფიო ხაზგასმა, ხელისუფლება, მსგავსი განცხადებებით ადამიანებს პირველ და მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ყოფს და კიდევ უფრო აღრმავებს უსამართლობის განცდას. გასათვალისწინებელია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც  პანდემიის პერიოდში საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები აკეთებენ ანტიკონსტიტუციურ განცხადებებს. გაზაფხულზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო მართლმადიდებლური სახელმწიფოა, რითაც ხაზი გაუსვა ერთი აღმსარებლობის უპირატესობას და უგულვებელყო სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთდამოუკიდებლობის ფუნდამენტური პრინციპი. ამასთან, ხელისუფლების გადაწყვეტილებებმა და განცხადებებმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა პრემიერის დაქვემდებარებაში მოქმედი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ნეგატიური როლი. სააგენტოს მანდატი პრემიერისა და მთავრობისთვის რელიგიის თავისუფლების საკითხებზე კონსულტაციას გულისხმობს, თუმცა, ამ უწყებამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ რელიგიიის თავისუფლებისა და რელიგიური გაერთიანებების თანასწორუფლებიანობის დაცვის ნაცვლად, ხელს უწყობს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის პრივილეგიების მინიჭებას. ეს კარგად გამოჩნდა პანდემიის დროს სახელმწიფოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებშიც. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას!" მოუწოდებს საქართველოს მთავრობას: ·  იმოქმედოს სეკულარიზმის, თანასწორობის და სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპების დაცვით და თანაბარი წესი  გაავრცელოს ყველა რელიგიურ გაერთიანებაზე; · გაიაზროს რელიგიის თავისუფლების მნიშვნელობა და მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებამდე, კონსულტაციები გამართოს რელიგიური ორგანიზაციების ფართო სპექტრთან, _ ნათქვამია ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...