"არა _ გაყალბებას, არა _ ძალადობას და შანტაჟს" _ მშვიდობიანი მსვლელობა ოზურგეთში
"ვთხოვთ სამართალდამცავებს, გამოიძიონ გუშინდელი ფაქტი გიორგი როყვასთან დაკავშირებით. ის დღესაც არ მისულა სამსახურში!" _ ოზურგეთის მერობის კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძის მხარდამჭერებმა ქალაქ ოზურგეთის ქუჩებში მშვიდობიანი მსვლელობა მოაწყეს, ხელმოწერები შეაგროვეს და მთავრობას მიმართავენ.