აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით 2017 წელთან შედარებით წელს ვითარება გაცილებით უკეთესია

G-NEWS TV

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით 2017 წელთან შედარებით წელს ვითარება გაცილებით უკეთესია

4 ივლ. 2018, 22:50:02

"დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მხრივ ვითარება  2017 წელთან შედარებით გაცილებით უკეთესია", _ პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი საქართველოში ვიზიტს აფასებს.

გრეგ კრავჩუკი რამდენიმე დღის განმავლობაში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შექმნილი საკოორდინაციო შტაბების მუშაობის გაცნობისა და ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრის შემდეგ საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებს.

მისი თქმით, მოსახლეობამ  და ფერმერებმა დაიწყეს  საკუთარი ბაღების და სამეურნეო ფართობების მოვლა, ხოლო მავნებლის პოპულაციის შესამცირებლად სურსათის ეროვნული სააგენტო  ინტეგრირებული მიდგომით  ახორციელებს ღონისძიებებს.

საქართველოში მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვასა და სტრატეგიის შემუშავებაში პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი 2016 წლიდან არის ჩართული.

სტატია მომზადებულია "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის" EBRD-ის მხარდაჭერით "ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას" პროექტის ფარგლებში, რომელსაც "ჟურნალისტიკის რესურსცენტრი" – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.




 ახალი ამბები
  • "ჩვენი მხარდამჭერები დაიღუპნენ" _ ნაციონალური მოძრაობა განცხადებას ავრცელებსნაციონალური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს გორთან მომხდარი ავტოავარიის დროს მისი მხარდამჭერების და წევრების გარდაცვალებასთან დაკავშირებით: “რამდენიმე საათის წინ უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა– ზუგდიდისკენ მიმავალ მიკროავტობუსს, რომელშიც ჩვენი მხარდამჭერები ისხდნენ ტრაილერი დაეჯახა. მომხდარის სიტყვებით აღწერა შეუძლებელია. სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს. დაშავებულებს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.“– ნათქვამია ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში. თბილისი–სენაკი–ლესელიძის ავტომაგისტრალზე,  გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა  ამ დროისთვის ექვსამდე გაიზარდა. დაშავებულია 10 ადამიანი. ისინი გორის კლინიკაში გადაიყვანეს. მიკროავტობუსს, რომლითაც თბილისში ნაციონალური მოძრაობის აქციაზე მყოფები ზუგდიდში ბრუნდებოდნენ, სატვირთო ტრაილერი შეეჯახა. გამოძიება 276-ე მუხლის, მე-8 ნაწილით ... ...
  • 5 დაღუპული და 11 დაშავებული _ შსს განცხადებას ავრცელებსშინაგან საქმეთა სამინისტრო გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. „2020 წლის 30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა. პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის ხუთი მგზავრი, ხოლო 11-მა ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს ... ...
  • მერის წარმომადგენლის ოფისი გაქურდეს - წაღებულია კომპიუტერის პროცესორებიფოთში,  მალთაყვის უბანში, მერის წარმომადგენლის ოფისი გაქურდეს.  გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია  კომპიუტერის ორი პროცესორი. ქურდობის ფაქტს ადასტურებს მერის წარმომადგენელიც. უჩა დოლიძის  თქმით, შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. "კარები დაკეტილი დაგხვდა ჩვეულებრივად. სავარუდოდ, ფანჯრიდან არიან შესულები. სამართალდამცველები  დაადგენს  ყველაფერს“, – ამბობს უჩა ... ...
  • რას აღნიშნავდნენ ჩოხატაურში ნინო შეწირული-გობრონიძის მხარდამჭერებირამდენიმე წუთის წინ, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ჩვენი საქართველო -სოლიდარობის ალიანსის“ კანდიდატის ნინო შეწირული-გობრონიძის მხარდამჭერებმა ჩოხატაურს მანქანებით, საყვირების ხმით შემოუარეს. იმის გასარკვევად, რას აღნიშნავდნენ პარტიის მხარდამჭერები "გურია ნიუსი" პარტიის კანდიდატს ნინო შეწირული-გობრონიძეს დაუკავშირდა. "დღეს, გურიის სამივე მუნიციპალიტეტში გავუშვით ჩვენი მხარდამჭერი 10-10 ახალგაზრდა, ჩვეულებრივად ჩაცმულები და არა ჩვენი მაისურებით. მათ გამოკითხეს, დაახლოებით, 100 ადამიანი, რომელთაგან, თითქმის, ყველა ჩვენი მხარდამჭერი აღმოჩნდა. ამ მარშის საბაბი, ესეც იყო გარკვეულწილად და გარდა ამისა, ჩვენ მოსახლეობას რუპორებით მივმართეთ და შევახსენეთ, მივიდნენ არჩევნებზე და მხარი დაგვიჭირონ", _ გვითხრა ნინო ... ...
  • კახა ასკურავა: "ქართული მარშის" წარმომადგენელი არასრულწლოვან გოგონას თავს დაესხა“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლანჩხუთელი ლიდერი კახა ასკურავა სოციალურ ქსელში წერს, რომ ქართული მარშის წარმომადგენლები ლანჩხუთში არასრულწლოვანს დაესხნენ თავს, რომელიც ექს გამგებლის გია გოგუაძის შვილიშვილია. „დაახლოებით ერთი საათის უკან, ლანჩხუთის ცენტრში "ქართულ მარშის" წარმომადგენელი თავს დაესხა ჩვენი შტაბის წამყვანი ფიგურის, ყოფილი გამგებელის გია გოგუაძის შვილიშვილს, არასრულწლოვან მარი გოგუაძეს და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ლანჩხუთის გაერთიანებული ოპოზიციის სახელით მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასწრაფოდ დაიწყოს ამ ფაქტზე მოკვლევა და მოახდინოს დამნაშავის სასწრაფო იდენტიფიცირება", _ წერს ასკურავა. „ქართული მარშის“ მხრიდან არასრულწლოვან გოგონაზე თავდასხმის ფაქტს ადასტურებს ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი გია ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...