"ბავშვები, რომლებსაც სიმღერას ვასწავლი, ვიტამინებზე მეტია ჩემთვის“ _ ამბავი 80 წლის პედაგოგზე

G-NEWS TV

"ბავშვები, რომლებსაც სიმღერას ვასწავლი, ვიტამინებზე მეტია ჩემთვის“ _ ამბავი 80 წლის პედაგოგზე

2019 დეკ 1 22:00:13

“ჩემი პროფესია ყოველთვის იყო მუსიკის მასწავლებელი“, _ ასე დაიწყო “გურია ნიუსთან“ საუბარი 80 წლის ნელი გოლიაძემ, რომელიც 20 წელზე მეტხანს ასწავლიდა ქართულ ხალხურ-ქართულ სიმღერებს მთისპირის საჯარო სკოლაში.

განათლების სამინისტროს ახალი პროექტის ფარგლებში ნელი გოლიაძე პენსიაში გავიდა და ახლა მხოლოდ ქალაქ ოზურგეთის გ. კილაძის სახელობის სამუსიკო სკოლაში არის დაკავებული თავისი პროფესიით.

ნელი გოლიაძე: დავიბადე 1940 წელს, წალენჯიხიდან ვარ წარმოშობით და იქ დავამთავრე საშუალო სკოლა, რის შემდეგ სწავლა გავაგრძელე სამუსიკო სასწავლებელში. მიუხედავად სასწავლებლის ლექტორის თხოვნისა, მაინც მშობლიურ წალენჯიხაში დაბრუნება გადავწყვიტე, უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ.

ერთ-ერთი ლექტორი დიმიტრი კვაჭანტირაძე კონსერვატორიაში მპირდებოდა სწავლის გაგრძელებას. მეუბნებოდა, შენი ნიჭის პატრონს, რა უნდა სოფელშიო. მე კი არ დავუჯერე მას, რადგან იმ დროს, ხალხს შეხედულება სხვანაირი ჰქონდა მუსიკალურ განათლებაზე, ასე ფიქრობდნენ, ქალისთვის შეუფერებელ საქციელს გავაკეთებდი. სასწავლებელთან ახლო მქონდა ბინა. გამოვიდოდი ბინიდან, წავიდოდი მხოლოდ ლექციებზე. მეგობარი მყავდა, კახეთიდან ძიძიკაშვილი დალი, ერთად ვიყავით ბინაში და სასწავლებელში.

სოფელში უფრო მქონდა თავისუფალი დრო. ბავშვობაში ფანდურს, ჩონგურს ან კიდევ გიტარაზე ვუკრავდით მეგობრები.

ჩემს შვილებს და შვილიშვილებს ვფიცავ, ისე გავიზარდე, შუქი არ გვქონდა და გაზი. შუა ცეცხლის კერიაზე გავიზარდე. ხანდახან ბლის ხეზე ავიდოდი, ავიტანდი წიგნს და ხმამაღლა ვკითხულობდი.

ჩვენი რესპონდენტი გვიყვება, როგორ გაიცნო მომავალი მეუღლე და როგორ აისრულა ოცნება გათხოვების შემდეგ.

“ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი წალენჯიხაში. გურამ გოლიაძე არის ქორეოგრაფი, ერთმანეთი საბავშვო ბაღში გავიცანით. შემდეგ ერთმანეთს შევხვდით შემთხვევით წალენჯიხის ერთ-ერთ სკოლაში _ არ დავინახე იქაც?! თურმე, ჩემი ბედი იყო. შემდეგ გავესაუბრეთ ერთმანეთს. ჩემს დაბადების დღეზეც დავპატიჟე... მერე იყო შეყვარება და დაოჯახება.

გათხოვების შემდეგ ჩავაბარე კონსერვატორიაში, ჩემი მეუღლე მეხმარებოდა ყველანაირად. თბილისში ჩვენს ნათესავთან ვიყავით ბინაში. ჩემი ნათესავი მეხმარებოდა ბავშვის აღზრდაში. ადვილი არ იყო, ეს ყველაფერი, რადგან ოთხ საგანში ვმეცადინეობდი.

ქალბატონი ნელი, მთელი ცხოვრებაა, ქართული ხალხურის სიმღერების შესწავლას და პოპულარიზაციას ეწევა.

„არ მინდოდა ამაზე საუბარი, მაგრამ, არ მგონია, ვინმეს ეწყინოს. 60 წელია ვმუშაობ და ჩემი პენსია არის 200 ლარი... ეს ასე უნდა იყოს? ერთი შვილი გერმანიაში მყავს და სულ  მენატრება. მინდა საქართველო წარმატებული ქვეყანა იყოს და არ გადიოდნენ ახალგაზრდები ქვეყნიდან. იქ ისეთი ცხოვრება არის, აქეთ, აბა, როგორ წამოვლენ ჩვენი ახალგაზრდები?! ძალიან მძიმედ განვიცადე სკოლიდან წამოსვლა. ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ, სხვა გზა არ მქონდა. 20 წელი ვიმუშავე მთისპირის საჯარო სკოლაში. ბავშვები, რომლებსაც ვასწავლი სიმღერას, ვიტამინებზე მეტია ჩემთვის. სკოლის დირექტორმა მითხრა, რომ სპონსორს ვნახავთ, რომ სოფელში ისევ გააგრძელო ხალხური სიმღერების შესწავლაო. და ბოლოს, მინდა გითხრათ, ყველა ბედნიერად მიმაჩნია, ვინც გრძნობს ფოლკლორის სიყვარულს და ძალას“, _ გვითხრა საუბრის დასასრულს ქალბატონმა ნელიმ.

ნელი და გურამ გოლიაძეებს ჰყავთ ორი შვილი: ლელა და გოჩა და ხუთი შვილიშვილი.

“გურია ნიუსი“ ნელი და გურამის ცხოვრების შესახებ ვიდეო რეპორტაჟს უახლოეს დღეებში შემოგთავაზებს.

პ.ს. ნელი გოლიაძემ “გურია ნიუსის“ მკითხველისთვის პიანინოზე ერთ-ერთი მუსიკალური ნაწარმოები შეასრულა. მისი თქმით, პიანინოზე წლებია არ დაუკრავს.




 ახალი ამბები
  • დათო თალაკვაძე: “მამაჩემის სამსახურში არ დავბადებულვარ, თორემ იქ გავიზარდე“...წელს, მეგზევის დღის აღნიშვნის ტრადიციას 52 წელი შეუსრულდა. „გურია ნიუსი“ აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ერთ-ერთი გარდაცვლილი მეგზევის, დავით თალაკვაძის შვილს, დავით (უმცროსი) თალაკვაძეს ესაუბრა. ჩოხატაურში, გურიაში, უდიდეს პატივს სცემდნენ დავით თალაკვაძეს, რომელიც წლების განმავლობაში მაღალი პროფესიონალიზმით ემსახურებოდა მეგზევის პროფესიას, საზოგადოებაში მაღალი ავტორიტეტით და პატივისცემით სარგებლობდა. სასიხარულოა, რომ მისი ერთ-ერთი შვილიც მამის პროფესიას გაჰყვა. „მიჭირს მამაჩემზე საუბარი, რადგან რთულია შვილმა მამა დაახასიათოს....  დირექტორი იყო 35 წელი, ყველას გვერდში იდგა და ეხმარებოდა. ურთიერთობა მამაჩემის მეგობრებთან მისი გარდაცვალების შემდეგაც გავაგრძელეთ. მეც მისი მეგობრის ფირმაში ვმუშაობ. მეც მამის გზას გავყევი. პროფესიით მშენებელი ვარ და სამშენებლო სფეროში ვსაქმიანობ. ჩემი ძმა იურისტია. ჰყავს ოჯახი, შვილი. მეგზევეობა ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიაა და პირველ რიგში,  დიდ შრომას მოითხოვს. ჩემთვის ეს პროფესია ბავშვობიდანაა ძვირფასი - მამაჩემის სამსახურში არ დავბადებულვარ, თორემ იქ გავიზარდე და ბევრი რამ ვისწავლე; იმ წლებიდან ყველაფერი დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანია ჩემთვის,“_ ამბობს უმცროსი დავითი. “გურია ნიუსი“ მეგზევის დღეს ულოცავს ყველა მეგზევეს, მათ ოჯახებს, შვილებს, შთამომავლობას, მათ, ვინც დღესაც შრომობს ან უკვე ხანდაზმულია. ასევე, მოწიწებით ვიხსენებთ მათ, ვინც ცოცხალი აღარაა, მაგრამ მათი ნათელი კვალი, ამ პროფესიის განვითარებაში ... ...
  • რას გეგმავს საქართველოს ელექტროსისტემა სოფელ ლიხაურში, როცა მოსახლეობა წინააღმდეგიაროგორც  ახლახან „გურია ნიუსს“ ლიხაურიდან (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) შეატყობინეს, სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში , საქართველოს ელექტროსისტემის   წარმომადგენლები,  შეხვედრას მართავენ  რამდენიმე მცხოვრებთან იმ მიზნით, რომ მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები,  სადაც სავარაუდოდ  ელექტროხაზები გაივლის, მოახდინონ რეგისტრაცია და მათთან  შეთანხმება ამ საკითხზე. როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, სოფლის  მოსახლეობის სრული უმრავლესობა  წინააღმდეგია, ლიხაურის ბუფერულ ზონებში   ქვესადგურების დასადგმელად თუ   სავარაუდო ელექტროხაზების  გასაბმელად დათმონ თავიანთ  საკუთრებაში არსებული მიწის  ნაკვეთები,  სანამ საკითხი  დეტალურად არ იქნება შესწავლილი  და არ ექნებათ  სრული ინფორმაცია. „გურია ნიუსი“ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომამადგენელს,   შოთა ფხაკაძეს დაუკავშირდა, რომელიც ახლა სოფელ  ლიხაურში, რამდენიმე ადგილობრივთან შეხვედრაზე   იმყოფება: _მე ვარ კომპანია „ენერგოგრაფიკის“ წარმომადგენელი.   ქვეკონტრაქტორია. ვასრულებთ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დაკვეთას,  _ ლიხაურში იმ პირთა საკუთრებაში არსებული  მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას,  რომელთა ნაკვეთშიც ,   სავარაუდოდ, ხაზი გაივლის. ასე ვთქვათ, სადაც ბუფერული ზონებია. _ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ლიხაურელთა დიდი ნაწილი წინააღმდეგია მათ  ნაკვეთებზე გაიაროს ამ სადენებმა. _ამიტომ , დღეიდან რვა თვის განმავლობაში, ჩვენ აქ გვექნება შეხვედრები და შევთანხმდებით, - გვთხრა ფაკაძემ. ვრცლად ამ თემაზე „გურია ნიუსი“ საგაზეთო წერილში შემოგთავაზებთ.   ... ...
  • ჩოხატაურელი მეგზევის კომპანია 2019 წლის საუკეთესო სამეულშია 10 დეკემბერს მეგზევის დღის აღნიშვნის ტრადიციას 52 წელი შეუსრულდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით, "მეგზევის დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.  ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი; მინისტრმა მეგზევეებს პროფესიული დღე მიულოცა და სამომავლო გამოწვევებზე ისაუბრა. მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2019 წლის შედეგებისა და მომავალი წლის გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა; მათ შორის, ისაუბრა უმნიშვნელოვანესი პროექტების შესახებ: 2019 წელს, დაიწყო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რიკოთის საუღელტეხილო გზის სამი მონაკვეთის მშენებლობა; ხელშეკრულება გაფორმდა ქვეშეთი-კობის გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობაზე. ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე აშენებულია 208 კმ. გზა; სამშენებლო სამუშაოები 142 კმ-გზაზე პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს; ქარსელაძის თქმით, 2019 წელს 800 კმ გზის რეაბილიტაცია გახორციელდა, რაც წინა წლების მაჩვენებლებს 4-ჯერ აღემატება. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის, ჩატარებულ სამუშაოებზე ანაზღაურებულია 1 მილიარდ 217 მილიონი ლარი. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ის მეგზევეები დააჯილდოვა, რომლებმაც საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. ასევე, დაჯილდოვდა რამდენიმე კომპანია, 2019 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების წარმატებით შესრულებისთვის. მათ შორისაა, “New Road“, რომელსაც ჩოხატაურელი დავით (უმცროსი) ჟღენტი ხელმძღვანელობს. დავითი ციურიხში იმყოფება და მასთან ინტერვიუს მოგვიანებით შემოგთავაზებთ. “გურია ნიუსი“ ულოცავს “New Road“-ს ამ წარმატებას და შემდგომ გამარჯვებებს უსურვებს. სასიამოვნოა, რომ წარმატებული კომპანია, ასევე, პირველი ალტერნატიული მუსიკალური ფესტივალის Bakhmaro Sunset Fest-ის ტრადიციული მხარდამჭერია. ღონიძიებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, თბილისი მერი კახა კალაძე, მთავრობისა და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ქართული საგზაო სექტორის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ... ...
  • „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია“ ლაშა ზარგინავას მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს„საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს ღია წერილით მიმართავს. „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია“ ყურადღებით აკვირდება ბოლო პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. საზოგადოებრივ მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრის ასარჩევად ემზადება. მეხუთე წევრის არჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც დირექტორის არჩევას კრიტიკული შეფასებები მოჰყვა, როგორც არასამთავრობო სექტორის, ასევე თავად ჟურნალისტების მხრიდან. გამოცხადებულ კონკურსში ბევრი ღირსეული კანდიდატი მონაწილეობს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ლაშა ზარგინავას კანდიდატურა განსაკუთრებულ მხარდაჭერას იმსახურებს. იგი ერთადერთი ჟურნალისტია იმ 9 კანდიდატს შორის, რომელიც ამჟამად საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობს. შესაბამისად, არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს კარგად იცნობს. ლაშა ზარგინავა არის პროფესიონალი, წარმატებული და პრინციპული ჟურნალისტი, რაც არაერთხელ დაუმტკიცებია თავისი მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობით. დარწმუნებული ვართ, ის აუცილებლად იქნება საბჭოში ჟურნალისტების ინტერესების დამცველი და ობიექტური წევრი. ამდენად, მზად ვართ მხარი დავუჭიროთ აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიის ჟურნალისტს და “მთავარი აჭარაში“ წამყვანს ლაშა ზარგინავას აღნიშნულ კონკურსში“,_ წერია გავრცელებულ ... ...
  • ვინ არის რუსეთში მოკლული ოზურგეთელი ახალგაზრდა რუსეთში მოკლული ახალგაზრდა ოზურგეთელი მამუკა დარჩია არის. ის დაახლოებით 20 წელზე მეტია მოსკოვში ცხოვრობდა მშობლებთან ერთად. როგორც   მამუკა დარჩიას მეგობარი გვეუბნება,  ის კეთილშობილი ადამიანი იყო. “რამდენიმე წელი ბაილეთის საშუალო სკოლაში სწავლობდა, შემდეგ მშობლებთან ერთად რუსეთში წავიდა, “_ გვითხრა რესპონდენტმა. გარდაცვლილის ჩამოსვენება საქართველოში სავარაუდოდ ორ დღეში ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვებრძოლოთ დაღლილობას

თუ ხშირად გრძნობთ დაღლილობას, გტანჯავთ...

ჯენიფერ ლოპესის სილამაზის საიდუმლო

ცოტა ხნის წინ უბერებელმა კინომსახიობმა...

რა დაავადებისგან იცავს ვარჯიში მამაკაცებს

რეგულარული ვარჯიში კონკრეტული დაავადებების რისკს...

დღეში, რამდენი ფინჯანი ყავის დალევა შეიძლება

რამდენიმე თვის წინ ამერიკელმა მკვლევარებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს