ძლიერმა წვიმამ აჭარაში საცხოვრებელი სახლების 1-ლი სართულები დატბორა (ვიდეო)

G-NEWS TV

ძლიერმა წვიმამ აჭარაში საცხოვრებელი სახლების 1-ლი სართულები დატბორა (ვიდეო)

2018 აგვ 10 12:58:11

ძლიერმა წვიმამ ქობულეთსა და ბათუმში საცცხოვრებელი სახლების პირველი სართულების, ეზოების და გზების დატბორვა გამოიწვია.

ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები  წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ.

როგორც „გურია ნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროის მონაცემებით  ქობულეთიდან 36, ბათუმიდან კი 64 შეტყობინება შევიდა.




 ახალი ამბები
  • ახლა არ არის პოლიტიკური მატრაკვეცობის დრო _ მამუკა მდინარაძე „ახლა არ არის პოლიტიკური მატრაკვეცობის დრო. კეთილი ინებოს ყველამ და თუკი რამე დახმარება სურს ვინმესთვის, გააკეთოს ეს შესაბამის მუნიციპალიტეტებთან ერთად. მათი დახმარებით და მათი  რეკომენდაციით. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც გუშინ, ასევე წარმოიშობა საფრთხე და ეს იქნება არა ჰუმანიტარული, არამედ პოლიტიკური ქულების ჩასაწერად გამართული რაღაც აქცია, რომლის დროც დღეს ნამდვილად არ არის",- ეს განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გუშინ, ზუგდიდის ცენტრში ნაციონალური მოძრაობის მიერ მოქალაქეების შეკრების ფაქტის შეფასებისას გააკეთა. მამუკა მდინარაძის თქმით, მსგავსი აქციების ჩატარებისას, ორგანიზატორებმა შესაბამის ადგილობრივ სტრუქტურებთან უნდა ითანამშრომლონ და გამოიყენონ მათი კარგად გამართული მენეჯმენტი და შესაბამისად  დატრენინგებული ადამიანური რესურსი.  „ყველა უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და შევასრულოთ ის რეკომენდაციები, რასაც გვაძლევს ჯანდაცვის ორგანიზაცია და რასაც გვირჩევენ ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლები და სპეციალისტები. ამიტომ, თუ ვინმეს რამე დასარიგებელი აქვს და  უნდა რამე დახმარება განახორციელოს კონკრეტული ეგიდით, მან უნდა ითანამშრომლოს ადგილობრივ შესაბამის სტრუქტურებთან, მუნიციპალიტეტებთან, სადაც არიან კარგად დატრენინგებული ადამიანები. ეს მენეჯმენტიც საათივით არის აწყობილი და მოხალისეც კი კარგად არის დატრენინგებული", _ განაცხადა მამუკა ... ...
  • ვიდეოჩანაწერების შექმნა და დაარქივება სახელმწიფო ინსპექტორმა კანონიერად მიიჩნია (R)სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 2020 წლის 3 მარტის N გ - 1/100/2020 გადაწყვეტილებით შეაფასა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ 2020 წლის 21 იანვარს იუსტიციის მინისტრის მიერ პარლამენტში გასაჯაროებული ვიდეოჩანაწერების შექმნის, მოპოვების, შენახვისა და გამჟღავნების კანონიერება. საქმე ეხება 2020 წლის 21 იანვარს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის საპასუხოდ გასაჯაროებულ ვიდეომასალას.  გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოქმედი კანონმდებლობით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი უფლებამოსილია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა პირებთან შეხვედრას დააკვირდეს ვიზუალურად, ტექნიკური საშუალებით დისტანციური დაკვირვებისა და ჩაწერის პირობებში, მაგრამ მოსმენის გარეშე. მოცემული დასკვნით, გამოირიცხა ყოველგვარი კითხვის ნიშნები ჩანაწერის დამზადების კანონიერებასთან დაკავშირებით. ასევე, ინსპექტორის გადაწყვეტილების თანახმად, პენიტენციური სამსახურის მიერ ვიდეოჩანაწერების დაარქივება/შენახვისას არცერთ შემთხვევაში არ ჰქონდა ადგილი კანონმდებლობით გათვალიწინებული მოთხოვნების დარღვევას. ინსპექტორის გადაწყვეტილებაში ასევე ცალსახად არის მითითებული, რომ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, როგორც პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაზე პასუხისმგებელ უწყებას, სპეციალური პენიტენციური სამსახურის რეპუტაციის, მასში დასაქმებული პირების ინტერესების დაცვისა და სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში მითითებული გარემოებების უსაფუძვლობის დადასტურების მიზნით, გააჩნდა საზოგადოებისთვის საპასუხო არგუმენტებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის უფლება.  ამით ინსპექტორის აპარატმა გაიზიარა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებისას სამსახურის მიზანს წარმოადგენდა პენიტენციურ სისტემაში დასაქმებული თითოეული თანამშრომლის ინტერესის დაცვა, რომლებიც საკუთარი სიცოცხლისა და პირადი ღირსების შელახვის ფასად ახერხებენ მსჯავრდებულებზე ზრუნვას და დაწესებულებებში უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ამ პირობებში სახალხო დამცველის ანგარიში, რომელიც რეალობაზე მეტად ასახავდა არსებულ ნაკლოვანებებს არნახული მასშტაბით და უმეტეს შემთხვევაში ცდილობდა არარსებული რეალობის წარმოჩენას, საჭიროებდა სამსახურის მხრიდან შესაბამის ქმედებას. სწორედ პენიტენციურ სამსახურში და პენიტენციურ დაწესებულებებში მომუშავე პირების კანონიერი ინტერესების, სამსახურის რეპუტაციის დაცვისა და რეალური სურათის ჩვენებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით (რაც გამოწვეულია პენიტენციურ სისტემაში 2012 წლამდე არსებული უმძიმესი მდგომარეობით, რადგან პატიმრებზე ძალადობა ქართული საზოგადოებისთვის არის მეტად სენსიტიური და მნიშვნელოვანი საკითხი) მიიღო სამსახურმა ზემოთხსენებული ჩანაწერების გასაჯაროების გადაწყვეტილება. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ვიდეოჩანაწერების ჩაწერა/დაარქივების და გასაჯაროების კანონიერების შესწავლის მიზნით სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მიმართა. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ჩანაწერების ჩაწერა/დაარქივებასთან არსებობდა კითხვის ნიშნები, სახელმწიფო ინსპექტორის მოცემული გადაწყვეტილებით არ იქნა გაზიარებული და ჩანაწერების როგორც შექმნა, ისე მათი შენახვა და დაარქივება კანონიერად იქნა მიჩნეული. სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ ოფიციალურად მიეწოდა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, იხილეთ აქ: http://www.sps.gov.ge/images/temp/2020/03/27/a766c47ed8fc2d8c6a7c566c3075f581.pdf  ... ...
  • სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალადღეიდან სამეგრელო-ზემო სვანეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. რეგიონის შესასვლელებში ბლოკ -პოსტები განთავსდა. გაძლიერებული საპოლიციო ძალები მკაცრად გააკონტროლებენ ავტომობილით გადაადგილებას. რაც ილგულისხმობს, რომ ერთ ავტომობილში არაუმეტეს სამი ადამიანის მძღოლი და ორი პირზე მეტის ყოფნა (მგზავრი უკან უნდა ისხდნენ) იკრძალება. პოლიცია განახორციელებს პატრულირებას მთელი რეგიონის მასშტაბით, რათა ეს წესი ყველგან იყოს დაცული. მკაცრად გაკონტროლდება სატვირთო ავტომობილების გადაადგილებაც. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება გართულებულია. როგორც ცნობილია გალის რაიონში გამოცხადებულია ე.წ. კომენდანტის საათი. საქართველოში კორონავირუსის 97 შემთხვევა დადასტურდა, 18 ადამიანი კი  განიკურნა. ... ...
  • დავითაშვილი: მოსახლეობას პურის მიწოდების კუთხით პრობლემები არ ექნებაგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი პურის მწარმოებელი მსხვილი კომპანიების - შპს ,,პურის“ (იფქლი დიღომი) და „იფქლის“ საწარმოო სიმძლავრეებს და არსებული მარაგების შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნენ. „დღევანდელ რთულ ვითარებაში, მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი პურის ინდუსტრიის შეუფერხებელი ფუნქციონირება და პურზე ფასის შენარჩუნებაა. ამ კუთხით ჩვენ უწყვეტ მონიტორინგს ვახორციელებთ. ასევე, აქტიური შეხვედრები გვაქვს მწარმოებლებთან, ფქვილისა და სხვა ინგრედიენტების იმპორტიორებთან, რათა წარმოებას პრობლემები არ შეექმნას. დღეისათვის მარაგები საკმარისზე მეტია, წარმოების პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. მოსახლეობას პურის მიწოდების კუთხით პრობლემები არ ექნება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. პროდუქციის მიწოდების უწყვეტად განხორციელებისთვის,  პურის მწარმოებელი საწარმოები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია საქართველოს მასშტაბით  ხორციელდება. შპს  „პური“, დღიურად, 14 სახეობის 120 000 ცალ პურს აწარმოებს. საწარმოში დასაქმებულთა რაოდენობა, დაახლოებით, 300  ადამიანის შეადგენს. კომპანია „იფქლი"  37 სახეობის პურის წარმოებას ახორციელებს. ქარხნის წარმადობა დღეში 180 000 ცალი პურია. კომპანიაში, დაახლოებით, 450 ადამიანია დასაქმებული. საწარმოები აღჭურვილია ევროპული წარმოების მანქანა-დანადგარებით. მაქსიმალურად არის დაცული დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციები და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, თანამშრომელთა ტრანსპორტირებას კომპანიები თავად უზრუნველყოფენ. საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასურსათო მარაგების მართვაზე, ლოგისტიკასა და ტრანსპორტირებაზე ზედამხედველობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ... ...
  • პოლიცია სამეგრელოში არსებული შეზღუდვების კონტროლს ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო სამეგრელოში ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ შეზღუდვებზე 24-საათიან კონტროლს ახორციელებს. ზუგდიდისა და ფოთის შესასვლელებში მოეწყო საკონტროლო გამშვები პუნქტები, რომელთა მეშვეობითაც კონტროლდება რეგიონში საავტომობილო გადაადგილება. საპოლიციო ძალები ახორციელებენ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არსებული შეზღუდვების მკაცრ კონტროლს, მათ შორის თვითიზოლაციის წესების დაცვის, ობიექტების მუშაობის, ასევე, საჯარო სივრცეებში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრებისა და სოციალური დისტანციის დაცვის. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. ასევე, ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...