გურული სიმღერა “ღიღინი“ ლოტბარის და მოსწავლის შესრულებით (ვიდეო)
სიმღერას, რომელსაც გთავაზობთ, ოზურგეთის სალოტბარო სკოლის ლოტბარი გურამ გუნთაძე და ოზურგეთის სალოტბარო სკოლის ყველაზე პატარა მოსწავლე ბარბარე სოსელია ასრულებენ.
რამდენი ხნის წინ ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში, ფესტივალ "მრავალჟამიერის" ფარგლებში კონცერტი გაიმართა, სადაც მონაწილეობა გურულმა ბავშვებმაც მიიღეს. ეს ვიდეო კონცერტამდეა ჩაწერილი.