მერის მრჩეველი დეპუტატებს: "მოსთხოვეთ ჟურნალისტს ბრძანების ავთენტურობის დადგენა" (ვიდეო)

gurianews.com

G-NEWS TV

მერის მრჩეველი დეპუტატებს: "მოსთხოვეთ ჟურნალისტს ბრძანების ავთენტურობის დადგენა" (ვიდეო)

2017 დეკ 14 18:51:10

დღეს, „გურია ნიუსის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას "ნატალია ხომერიკის ერთდღიანი თანამდებობა _ რა მოხდა ოზურგეთის მერიაში", დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ხომერიკის ერთდღიანი თანამდებობა ყველასთვის იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს დეპუტატებმა განმარტება მერის მრჩეველს იურიდიულ საკითხებში კოკა კიღურაძეს და  იურიდიული სამსახურის უფროსს ლაშა თავაძეს  საკრებულოს სხდომაზე მოსთხოვეს.

თავაძემ მერის, კონსტანტინე შარაშენიძის ეს გადაწყვეტილება საკმაოდ უცნაურად ახსნა და აღნიშნა, რომ ხომერიკის დანიშვნის ბრძანება ძალაში შესული არ იყო. არადა, შარაშენიძის ხელმოწერილ ბრძანებაში, რომელიც ექსკლუზიურად გავავრცელეთ, გარკვევით წერია, რომ ძალაშია ხელმოწერისთანავე.

კიღურაძე უფრო შორს წავიდა და დეპუტატები ჟურნალისტთან გადმოამისამართა:

_ ჟურნალისტს, ვინც ეს ბრძანება გამოაქვეყნა,მოსთხოვეთ ავთენტურობის დადგენა, _ მიმართა კუღურაძემ საკრებულოს დეპუტატებს, სადაც ოზურგეთელთა რჩეულების მხრიდან პროტესტი მოყვა.


ნახვა: 816


 ახალი ამბები
  • "საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის" ხვალ საგანგებო ბრიფინგს გამართავსსაზოგადოებრივი გაერთიანება " საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის" ხვალ საგანგებო ბრიფინგს გამართავს, _ აღნიშნულის შესახებ განცხადებას საყდრისის კომიტეტი ავრცელებს.  "როგორც საყდრისის კომიტეტს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა შეატყობინეს.  კომპანია " არემჯი გოლდი" 30 აპრილს გეგმავს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში  "ბნელი ხევის" ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკის შეყვანას და უახლოეს ხანში ღია კარიერული წესით  ოქროს ამოღების დაწყებას. სავარაუდოდ, სწორედ ამ  მიზნისთვის გადაკეტა კომპანიამ სამი დღის  წინ "ბნელი ხევის" შესასვლელები და  24 აპრილს  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსაც მიმართა წერილით  სადაც   ღია კარიერული სამუშაოების  დაწყების წინ კონსულტაციები  მოითხოვა", _ აცხადებენ  საყდრისის კომიტეტში.  კომიტეტის წევრების განმარტებით, "კომპანია, რომელმაც  მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღარო _ საყდრისის კულტურული მემკვიდროების ძეგლი ააფეთქა, ხოლო, დმანისისა და ბოლნისის რაიონებში  ეკოციდი მოაწყო, ამჯერად საფრთხეს   ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსს, ხულუტის ციხეს და "ბნელი ხევის" უნიკალურ ტყის მასივებს შეუქმნის". საგანგებო ბრიფინგზე საყდრისის კომიტეტი "ბნელი ხევის" დაცვის  სამოქმედო გეგმაზე ისაუბრებს.  ბრიფინგი ჩატარდება "პრაიმ ტაიმის" პრეს-კლუბში 11.30 ... ...
  • ჩვენ მიერ დასახელებული კანდიდატი აუცილებლად გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებშისაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება" პრეზიდენტობის კანდიდატს ზაფხულის ბოლოს დაასახელებს.  „კანდიდატი ჯერჯერობით შერჩეული არ არის, ეს ცალსახად შეიძლება ითქვას. რაც შეეხება დასახელებას, მე ვვარაუდობ, რომ ზაფხულის ბოლოსკენ დასახელდება ჩვენი კანდიდატი და მანამდე ბუნებრივია, ჩვენ არ გვმართებს სიჩქარე. რაც შეეხება შანსებს, მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს მიერ დასახელებული კანდიდატი აუცილებლად გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში",- განაცხადა ირაკლი ... ...
  • ,,პრეზიდენტის გამოსვლა დებატების განმაპირობებელია“_პარლამენტში მარგველაშვილს 2 მაისს ელოდებიან,,ახალი კონსტიტუციის  მიხედვით, პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაური არის, მაგრამ ქვეყნის მართვაში  მონაწილეობას არ იღებს, აქედან გამომდინარე,  თუ ვინმეს კითხვების დასმის სურვილი ექნება პრეზიდენტთან, ეს სურვილი შემოიფარგლება მხოლოდ მისი უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში“,_ამის შესახებ  მმართველი გუნდის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ,,გურია ნიუსთან“ განაცხადა. ამასთან, როგორც ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, პრეზიდენტის გამოსვლა  პარლამენტში  დებატების განმაპირობებელია ხოლმე. ,,ახალი კონსტიტუციის  მიხედვით, პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაური არის, მაგრამ ქვეყნის მართვაში  მონაწილეობას არ იღებს, აქედან გამომდინარე,  თუ ვინმეს კითხვების დასმის სურვილი ექნება პრეზიდენტთან, ეს სურვილი შემოიფარგლება მხოლოდ მისი უფლებამოსილების გახორციელების ფარგლებში. პრეზიდენტი ქვეყანას არ მართავს, აქედან გამომდინარე, მას ვერ მოსთხოვ ანგარიშს ეკონომიკურ, სოციალურ თუ სხვა მდგომარეობაზე. ჩემი აზრით, პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლების გამოყენება, დაჯილდოების უფლების გამოყენება  თუ მოქალაქეობის მინიჭების უფლების გამოყენება, ნაკლებად შეიძლება იყოს პარლამენტის მსჯელობის საგანი. ის არ არის ვალდებული პარლამენტის წინაშე, ის ანგარიშვალდებულია საზოგადოების წინაშე. ოპოზიცია ცდილობს ხოლმე პრეზიდენტის მიმართვა  დებატების წასამართავად გამოიყენოს. ტრადიციულად, პრეზიდენტის გამოსვლა დებატების განმაპირობებელია, პრეზიდენტის გამოსვლისას ოპოზიცია რა თემაზე მოისურვებს მსჯელობას, უცნობია. ეს, როგორც წესი, თავისუფალი ინტერპრეტაციით წარიმართება ხოლმე“,_განაცხადა ქუცნაშვილმა. საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით 2 მაისს წარსდგება. სხდომას პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები ... ...
  • ,,რამ გამოგაღვიძათ, ჩვენმა აქტიურობამ თუ სხვა მხრივ გაგინათდათ გონება?“,_ გოცირიძე ხუციშვილსპარლამენტში, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი კომიტეტის წევრებს  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატვის წესით წარდგენილ კანონპროექტს აცნობს, რომლის მიხედვით, ცვლილებები შედის ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსში“.  როგორც სხდომაზე ,,ნაციონალური მოძრაობის“  წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა, ანალოგიური კანონპროექტი, დაახლოებით, 7-8 თვის წინ ჰქონდა წარდგენილი, რომელიც, მისი თქმით, პარლამენტმა ჩააგდო. გოცირიძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილეს მიმართა კითხვით_ იქონია თუ არა გავლენა კანონპროექტის შემუშავებაზე ,,ნაციონალური მოძრაობის“ აქტიურობამ. ,,ეს კანონპროექტი ჩვენ მიერ იყო წარმოდგენილი 7-8 თვის წინ და ამბობდით, რომ ძალიან დიდი დარტყმა იქნება მიყენებული ბიუჯეტისთვის, სხვაობა იყო იმაში, რომ ჩვენ ზომიერ ფარგლებში გვინდოდა ზღვარის აწევა _ 100 000-დან 200 000 ლარამდე ბრუნვის მქონე ითვლებოდა მცირე მეწარმედ. ჩვენ ვტოვებდით მაშინ გადასახადს 3%-იანს. ეს კანონპროექტი ჩააგდო კომიტეტმა და პარლამენტმა. დღეს აღმოჩნდა, რომ თქვენ  არა თუ 200 000-მდე, არამედ 500 000-მდე აწიეთ და ასე ვთქვათ, ჩვენს კანონპროექტს გაასწარით და განაკვეთიც 1%-მდე დაიყვანეთ.  იმუშავა ჩვენმა აქტიურობამ? დავდიოდით სოფლებში ბაზრობებზე, ბიზნესმენებს ვხვდებოდით, ტელევიზიით ათასი სიუჟეტი გავაკეთეთ. რამ მოახდინა თქვენი გამოღვიძება _ ჩვენმა აქტიურობამ თუ სხვა მხრივ გაგინათდათ გონება?“, _მიმართა გოცირიძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ... ...
  • ბრძოლა აზიურ ფაროსანასთან _ ქიმიური წამლობააზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად, წელიწადის ამ დროს, გაზაფხულზე ყველაზე აქტიურ და ეფექტურ საშუალებად ქიმიური შეწამვლა მიიჩნევა. თუმცა იმ მცენარეების ქიმიურად დამუშავება, რომლებიც ყვავილობის პერიოდში იმყოფებიან, არ შეიძლება. ზამთრის ძილის შემდეგ, გამოღვიძებული მავნებელი აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში სხვადასხვა კულტურის ფოთლის ქვედა მხარეზე კვერცხების დადებას იწყებს, საიდანაც 4-5 დღეში მოწითალო ფერის ნიმფები – მატლები ჩნდებიან. ბაღლინჯოს დაფრთიანებამდე - ეს პერიოდი, აზიური ფაროსანას სიცოცხლის ის ციკლია, რა დროსაც სპეციალისტები ქიმიური წამლობის ჩატარებას გვირჩევენ. მავნებელთან ქიმიური ბრძოლის პროცესში საკუთარი უსაფრთხოების დაცვა არ უნდა დაგვავიწყდეს. ამისთვის საჭიროა შეწამვლისას შესაბამისი წესების დაცვა, რათა თავიდან ავიცილოთ ის უარყოფით ზემოქმედება, რაც თან ახლავს პესტიციდების არასწორ გამოყენებას. უსაფრთხოების ნორმები ბაღლინჯოს წინააღმდეგ ქიმიური შეწამვლის დაწყებამდე აუცილებელია სპეციალური კომბინიზონი და ხელთათმანი, რესპირატორი (პირბადე) და რა თქმა უნდა დამცავი სათვალე. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს რეზინის ბოტები. ამით თავიდან ავიცილებთ, პრეპარატის ადამიანის სხეულზე, სასუნთქ გზებში და ლორწოვან გარსზე მოხვედრას. ეს უსაფრთხოების ნორმები უნდა დავიცვათ მაშინაც, როცა ქიმიური საშუალებით ვამუშავებთ საკარმიდამო ნაკვეთს ან დიდ პლანტაციებს. ფერმერი რომელიც შეწამვლისას იცავს უსაფრთხოების ნორმებს ერთი შეხედვით, უსაფრთხოების ამ ნორმების დაცვა ფერმერისთვის სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს, თუმცა ხშირია მოსაზრებები, რომ მათთვის სპეციალური კომბინეზონის, რესპირატორისა თუ დამცავი სათვალის შეძენა გარკვეულწილად რთულია, ამის მიზეზად კი მატერიალურ მდგომარეობას ასახელებენ. სპეციალისტების თქმით, გამოსავალი ამ მდგომარეობიდან მარტივია. დამცავი კომბინეზონის მაგივრად, მოსახლეობას შეუძლი გამოიყენოს ნებისმიერი ტანსაცმელი რომელიც მათ სხეულს სრულად დაფარავს - შარვალი, პერანგი ან მაისური. ასეთ შემთხვევაში მთავარი რეკომენდაციაა, რომ ის სამოსი რომელიც შეწამვლის დროს გვეცმევა, მხოლოდ ამ მიზნისთვის გამოვიყენოთ. რაც შეეხება პირბადეს, ის არსებობს სხვადასხვაგვარი და მათი შეძენა მარტივად არის შესაძლებელი სამეურნეო და აგრომაღაზიებში, ასევე ნებისმიერ აფთიაქში. რესპირატორი შეიძლება იყოს ასეთი: სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ უსაფრთხოების ამ ინდივიდუალური ნორმების დაცვის შემთხვევაში, მოსახლეობა ქიმიური პრეპარატების მავნე ზემოქმედებისგან მაქსიმალურად დაცული იქნება. შეწამვლის წესები ერთია უსაფრთხოების დაცვა და მეორეა შეწამვლის სწორად ჩატარება. იმისთვის, რომ მავნებლის საწინააღმდეგო ქიმიური წამლობა ეფექტური იყოს, საჭიროა შესაბამისი პერიოდულობისა და ნორმების დაცვა.  დიდი ფართობის შეწამვლისას, რეკომენდირებულია სატრაქტორო ან მაღალი გამავლობის ავტომობილებზე დამონტაჟებული აგრეგატის გამოყენება. რაც შეეხება საკარმიდამო ნაკვეთებს, ბაღებს ან მცირე ზომის ფართობების ქიმიური საშუალებით დამუშავებას, ამ დროს ყველაზე მოსახერხებელია მცირე ზომის აგრეგატებით შეწამვლა. ასეთ ხელსაწყოებს იყენებენ ვაზის, ხეხილის შესწამლად მისი შეძენა შესაძლებელია აგრომაღაზიებში. ასეთი ზურგსაკიდი აგრეგატები შესაძლებელია იყოს სხვადასხვა საწვავზე მომუშავე ან ელექტრო ძრავით, ზოგიერთ შემთხვევაში კი მექანიკურიც. ამ გზით შესაძლებელია მაღალი ხეების შეწამვლაც. შესაწამლი აგრეგატები: რეკომენდაცია აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობის ჩასატარებლად სტატიაში გაგაცნობთ წამლობის ჩატარებისას გასათვალისწინებელ კიდევ ერთ მნიშვნელოვან რეკომენდაციას. ალბათ ეს ყველა იმ ფერმერისთვის არის ცნობილი, რომელიც აქამდე საკუთარ ტერიტორიებს ქიმიური საშუალებით ამუშავებდა, მაგრამ მათთვის ვინც აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ან ზოგადად ქიმიურ წამლობას ახლა იწყებს, უნდა გაითვალისწინოს შემდეგი ფაქტორები:ქიმიური საშუალების შესხურების დროს აუცილებელია დავიცვათ შესაბამისი დროები. სპეციალისტების რეკომენდაციით, სასურველია შეწამვლა დილის ან საღამოს საათებში განხორციელდეს. ფერმერმა ასევე უნდა გაითვალისწინოს მეტეოროლოგიური პირ ობები, რადგან წამლობა არ შეძლება მაღალი ტემპერატურის დროს. კიდევ ერთი აკრძალვა ეს არის ქარიანი ამინდი, თუ ქარის სიჩქარე 5 მ/წმ-ს აღემატება ქიმიური პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რათა თავიდან ავიცილოთ მისი მიმდებარე ტერიტორ იებზე გავრცელება. პრეპარატის შესხურებისას ასევე არ შეიძლება სიგარეტის მოწევა ან საკვების მიღება. სპეციალისტები ფერმერებს მოუწოდებენ, რომ ქიმიური წამლობამდე ამინდის პროგნოზს გაეცნენ, იმ შემთხვევაში თუ მოსალოდნელია წვიმა, ქიმიური საშუალების გამოყენებისგან თავი შეიკავონ, რადგან წვიმა პრეპარატს ჩამორეცხავს და წამლობას შედეგი არ ექნება.არ შეიძლება ქიმიური პრეპარატების გამოყენე ბა ღია წყალსაცავებისა და წყალსატევების ახლოს. პრეპარატი საზიანოა ასევე მწერებისთვის, შინაური ცხოველებისა და ფრინველებისთვის. ამიტომ საჭიროა, სანამ მოსახლეობა ქიმიური საშუალებით დამუშავებას დაიწყებს, იზოლირებულ გარემოში გადაიყვანოს ფრინველები და ცხოველები, შეზღუდოს ფუტკრის ფრენა, ან სკები შესაწამლი ტერიტორიიდან მოშორებით განათავსოს.შეწამვლის შემდეგ, აუცილებელია დავიცვათ ლოდინის პერიოდი მოსავლის აღებამდე: 30 დღე მრავალწლიან კულტურებზე, 20 დღე მარცვლეულზე და 15 დღე ბოსტნეულსა და პარკოსნებზე. იმისთვის, რომ ქიმიურ წამლობას შედეგი ჰქონდეს საჭიროა პრეპარატით კარგად დამუშავდეს მცენარე, ფოთლის როგორც ქვედა ასევე ზედა ნაწილი. ქიმიური წამლობა უნდა მოხდეს ღია სივრცეში აგრეთვე სასათბურე მეურნეობებში ყველა სავალდებულო ნორმის დაცვით. საცხოვრებელ სახლში დასაშვებია: მექანიკური ბრძოლა - აზიური ფაროსანას თავშესაფრის იმიტაცია, საპნიანი წყალი და სხვა. აგრეთვე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ლიცენზირებული ბიოლოგიური საშუალებების გამოყენება. ქიმიური წამლობა დაუშვებელია საცხოვრებელ სახლებში, დახურულ ტერიტორიებზე, სარდაფში, სხვენში და სხვა.შეგახსენებთ, რომ აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად, რამდენიმე სახეობის ქიმიური საშუალება გამოიყენება. სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, მოსახლეობას შეუძლია გამოიყენოს საქართველოში რეგისტრირებული პირეტროიდების, ნეონიკოტინეოიდების, კარბამატების ჯგუფის პრეპარატები. სართაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ექსპერტები ამბობენ რომ ყველაზე ეფექტური ბიფეტრინის შემცველი ქიმიური საშუალებებია. სტატია მომზადებულია "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის" EBRD-ის მხარდაჭერით "ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას" პროექტის ფარგლებში, რომელსაც "ჟურნალისტიკის რესურსცენტრი" – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის ... ...

არქივი

ზაფრანი

რა ვნებს კბილებს ყველაზე მეტად?

შვეიცარიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კბილებისა...

რას მიგვანიშნებენ ხალები

ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც...

ქალის იდეალური პარამეტრები

ებრაელი მეცნიერები თვლიან, რომ იდეალური...

შოკოლადის დიეტა

ამ დიეტის კურსი 5-7 დღეა...

მსხლის სამკურნალო თვისებები

მსხალს ადამიანი უკვე ორი ათასი...

დაუჯერებელი სამედიცინო რეკორდები

ყველაზე მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა ამერიკელ...
კარმიდამო ჩემი

როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი

იმუნიტეტი ეს არის ორგანიზმის დამცველობითი...

ბროკოლი გულს დაავადებებისგან იცავს

ორთქლზე მომზადებული კომბოსტო ბროკოლი გულის...

ეთნოგრაფიული ნივთების კოლექციონერის მიზნები და გულისტკივილი

დღეს საქართველოში მრავალი ეთნოგრაფიული მუზეუმი...

როდის დავთესოთ და როგორ მოვუაროთ ბოსტნეულს ღია გრუნტში

მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში...

შინაური პირუტყვის პროფილაქტიკა საგაზაფხულოდ

გამოზამთრებულ შინაურ პირუტყვს, მსხვილფეხა თუ...

თხილის პირველი საგაზაფხულო წამლობის პრინციპი

ვაგრძელებთ რჩევების მიცემას იმ ადამიანებისთვის...

გრძელდება თხილის პლანტაციების შეწამვლა გულის სიდამპლის წინააღმდეგ

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გრძელდება  თხილის...

ფლორა გულის სამსახურში

თქვენი "გულის" ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ...

დავიცვათ დედაბუნება _ ვუნახავთ თუ არა ტყეს შვილებს?

ბუნებასთან ადამიანების ურთიერთობა ყოველთვის იყო,...