თეთნულდზე ზვავი ჩამოწვა (ვიდეო)

G-NEWS TV

თეთნულდზე ზვავი ჩამოწვა (ვიდეო)

2020 თებ 11 16:11:59

ტელეკომპანია „რუსთავი-2“  თეთნულდზე ზვავის ჩამოწოლის კადრებს ავრცელებს. ზვავის ჩამოწოლის შედეგად თეთნულდზე ჩეხი ტურისტი დაშავდა, რომელიც მაშველებმა გადაარჩინეს და ის მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით დაშავებულ ჩეხს ზედა კიდური აქვს დაზიანებული.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, მესტიაში, მწვერვალ თეთნულდზე ზვავი ჩამოწვა. შეტყობინების ინიციატორის განცხადებით, ჩამოწოლილი თოვლის ქვეშ, სავარაუდოდ, მოყოლილი იყვნენ ტურისტები.

შეტყობინებაზე დაუყონებლივ მოახდინა რეაგირება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. შემთხვევის ადგილზე გაემგზავრნენ განსაკუთრებულ შემთხვევებზე რეაგირების სამაშველო ჯგუფის და მთის კურორტების განვითარების კომპანიის მაშველები.

მაშველებმა ამოიყვანეს ზვავში მოყოლილი ჩეხეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე, რომელსაც ზედა კიდური ჰქონდა დაზიანებული. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა სტაციონარში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე კიდევ ერთი ადამიანის საძიებო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველები სპეციალური ტექნიკის საშუალებით მუშაობენ.

ადგილზე იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ შემთხვევებზე რეაგირების სამაშველო ჯგუფი და ყველა შესაბამისი სამსახური“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




 ახალი ამბები
  • გუთურსა და ერკეთში ახალი საჯარო სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს (R)ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში - გუთურში და ერკეთში ახალი საჯარო სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტების ჯამური ღირებულება 4 მილიონ 63 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, წლის ბოლოსთვის დასრულდება. ასევე, დაბა ჩოხატაურში მიმდინარეობს საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობაც, რაც მნიშვნელოვანია დაბის მოსახლეობისთვის. ჩოხატაურში სამშენებლო სამუშაოების პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ჩოხატაურის მერთან ირაკლი კუჭავასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ... ...
  • "ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება" _ გიორგი გახარიას პასუხი სააკაშვილის შეთავაზებაზესაქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარია მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტმა უცხოეთში მყოფი მოქალაქეების ჩამოსაყვანად მთავრობას დახმარება შესთავაზა.  პრემიერის თქმით, საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება. „საქართველო იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც პირველივე დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს ქვეყნის საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ. ეს პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება“, – განაცხადა გიორგი ... ...
  • პაატა იმნაძე: თავი დამანებონ, ნუ მრევენ პოლიტიკაში, ბევრი რამე ვიცი და ავლაპარაკდებითავი დამანებონ სუყველამ, იმიტომ რომ ბევრი რამე ვიცი და ვიტყვი ყველაფერს, - ამის შესახებ პაატა იმნაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის თქმით, გარკვეული ძალები მის პოლიტიკაში ჩარევას ცდილობენ, რაც მას არ უნდა. „პოლიტიკოსი არ ვარ და მრევენ პოლიტიკაში. არ მინდა. თავი დამანებონ სუყველამ, იმიტომ რომ ბევრი რამე ვიცი და ვიტყვი ყველაფერს. თავი დამანებონ, იმიტომ რომ იმდენი რამ ვიცი, იმდენ ვიღაცაზე. იქ ჭკვიანები ხომ არიან იმ ბანაკში? თავი დამანებონ. ხომ იციან, რომ ბევრი რამე ვიცი, იმათმაც იციან. ხელი რატომ ვერ მახლეს, ხომ ახსოვთ? ენდი ვებერი ჩემი ძმაკაცი რომ იყო, ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. გაჩუმდნენ, თორემ ავლაპარაკდები, ყველაფერს ვიტყვი. ვაფრთხილებ. დაეტიონ თავის ადგილას და სახლში დარჩნენ. ქვეყანას დღეს ეს სჭირდება“, - განაცხადა იმნაძემ. იმნაძის თქმით, მისი მიმართვის ადრესატებმა იციან ვისზე საუბრობს. მისივე თქმით, უადგილო და უმისამართო შეკითხვები და განცხადებები სპეციალისტებს მუშაობაში ხელს უშლიან და აყოვნებენ. „ყველას დრო გაუჩნდა. ახლა რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაცია მოითხოვა ჩვენი და ახლა ჩემი დეპარტამენტის უფროსი ლუგარის ლაბორატორიაში, რომელიც ანალიზებს უნდა აკეთებდეს, ზის და რაღაც სისულელე ცხრილებს უხაზავს იმ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ მერე არ დაგვბრალდეს, რომ ჩვენ საჯარო ინფორმაცია დროულად არ გავეცით. მე ხომ ვიცი ეს კუდები საიდან მოდის. საქმე არ აქვს ამ ხალხს?“ - თქვა ... ...
  • დღეს ,,დედამიწის საათი" აღინიშნებადღეს, 28 მარტს ,,დედამიწის საათი" აღინიშნება. დედამიწის საათი გლობალური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი 1 საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე.გახდი მსოფლიო მოძრაობის ნაწილი სახლიდან გაუსვლელად.საღამოს 20:30-საათიდან 21:30-საათამდე გათიშე ... ...
  • მამამ 3 თვის ჩვილი დანით მოკლა, ცოლი დაჭრა _ შსს განცხადებას ავრცელებსშინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული ი.ნ.-ს დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, მეუღლესთან და შვილთან ერთად სტუმრად მყოფმა ი.ნ.-მ, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, შვილს - 2019 წელს დაბადებულ ქ.ნ.-ს, რომელიც მიღებული ჭრილობის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა ასევე ცივი იარაღის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა მეუღლეს- 1996 წელს დაბადებულ შ.ც.-ს. დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებული აღიარებს დანაშაულს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "ბ" და "დ" ქვეპუნქტებით ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...