წითელი ყელსახვევები და "აყვავებული გურია" სამრევლო სკოლაში _ სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო

G-NEWS TV

წითელი ყელსახვევები და "აყვავებული გურია" სამრევლო სკოლაში _ სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო

2019 ივნ 1 16:12:00

"ყვავის გურია შრომის გმირობით, შემოქმედებით!

მიყვარს გურია, განახლებული, ამღერებული, მისი გენებით!

ყველა სოფელი ცას ეჭიდება, სულ საოცნებო არის გურია,

მაგრამ ხიდისთავს აქვს სხვა დიდება _ იქ ჯუღაშვილის ნაფეხურია” _

ეს იმ სიმღერის ტექსტია, რომელიც ოზურგეთში, სამრევლოს სკოლის მოსწავლეებს ღონისძიებაზე ამღერეს.

როგორ „გურია ნიუსმა“ გაარკვია ამ იდეის ავტორი და გამახორციელებელი შემოქმედის ეპარქიის დაქვემდებარებაში მყოფი წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლაა.

სამრევლო სკოლის დირექტორის მოადგილე ნინო გოგეშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ ეს მისთვისაც მოულოდნელი იყო და რაც სცენაზე ნახა, არ მოეწონა. თუმცა, აღნიშნავს რომ ეს შარჟი იყო:

_ ნამდვილად არ მომეონა, მაგრამ თავიდან ბოლომდე თუ ნახავთ, მაშინ მიხვდებით, რომ საბჭოთა კავშირი გააშარჟეს, _ ამბობს გოგეშვილი.

_ ქალბატონო ნინო, შარჟზე რომ დაგეთანხმოთ, წითელი ყელსახვევები საბჭოთა კავშიროს ატრიბუტიკაა და მისი გამოყენება კანონით იკრძალება.

_ ეს იყო სპექტაკლი და მხოლოდ ამ მიზნით გამოიყენეს. სხვაგანაც ხომ იყენებენ. მხოლოდ ეგ იყო, _ ამბობს გოგეშვილი.

ამ ფაქტთან დაკავშირებით განათლების სამინისტრომ უკვე დაიწყო მოკვლევა. უწყებაში ამბობენ, რომ დეტალებს დაადგენენ.

აღსანიშნავია, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა სკოლის მოსწავლეები ღონისძიებაზე წითელი ყელსახვევებით გამოიყვანეს

და კიდევ ერთი დეტალი _ ეს სამრევლო სკოლის პირველი სკანდალი არ არის. 2015 წელს, „გურია ნიუსის“ ექსკლუზიური მასალის გამოქვეყნების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ამ სკოლაში ბავშვებს სიმინდზე ჩამუხვლით სჯიდნენ. 

უფრო მეტიც, გავარკვიეთ ისიც, რომ ამ სკოლაში მომუშავე მღვდელმა მოსწავლე, რომელსაც გაკვეთილზე დააგვიანდა თანატოლებს გააროზგვინა.

იხილეთ სტატია: მღვდელმა მოსწავლე თანატოლებს გააროზგვინა _ სკანდალი სამრევლო სკოლაში




 ახალი ამბები
  • "თავისუფლება ვაჟა ექიმს" _ საოკუპაციო ხაზთან ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი აქციას მართავს"სოხუმი და ცხინვალი საქართველოა", "სამშობლოს სიყვარული დანაშაული არ არის", "თავისუფლება ვაჟა ექიმს"- ამ მოწოდებებით საოკუპაციო ხაზთან, დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ. მათთან ერთად ადგილზე იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, თეთრ ხალათებში ჩაცმული ექიმები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები. შეგახსენებთ, რომ დღეს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ოძისამდე საავტომობილო მსვლელობით გადმოინაცვლეს. "გურია ნიუსი" უმოკლეს დროში შემოგტავაზებთ ინფორმაციას საოკუპაციო ... ...
  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელი კარები ჩაკეტესოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელი კარები ჩაკეტეს. შენობაში განთავსებულია მაჟორიტარი-დეპუტატის არჩილ თალაკვაძის ბიურო, სადაც ალეკო ელისაშვილის აქცია უნდა დაიწყოს. ელისაშვილმა და მისმა გუნდმა უკვე ერთი აქცია ჩოხატაურის ბაზარში გამართეს. "ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარები" _ ასე ქვია ელისაშვილის მიერ ორგანიზებულ აქციას, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ... ...
  • "მთელი მისი ნარატივი იყო, დეპუტატი მდიდარია და რაიონი ღარიბიო" _ ნინო წილოსანი ელისაშვილზესამოქალაქო მოძრაობის ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ჩოხატაურის მოსახლეობასთან შეხვედრას ჩოხატაური-ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმიანება. "დღეს ბატონი ალეკო ელისაშვილი ესტუმრა ჩოხტაურს. მთელი მისი ნარატივი იყო დეპუტატი მდიდარია და რაიონი ღარიბიო. - ვერც ერთ შემთხვევას ვერ ასახელებს რაიონიდან რამე წამეღოს, პირიქით მიტანის უამრავი, მაგრამ ეს ხომ მას არ აინტერესებს.- არც მასავით ლაპარაკით გამდიდრებულა ჩემი ოჯახი. სხვები ქარხნებს ჯართად რომ ჭრიდნენ მამაჩემი თავისი ჯანმრთელობის ფასად ვაგონმშენებლობას ანვითარებდა და მთავრობების რეკეტს უმკლვადებოდა. - რაიონი რომ ღარიბია, ალეკო ელისაშვილმა ეხლა დაგუგლა, მე ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავ და ვებრძვი ამას. და ჩემი მუშაობა თუ უნდა შეაფასოს, შეადაროს რა იყო რაიონში და რა არის ეხლა - სკოლები, ბაღები, გაზიფიცირება, გზები, რეაბილიტირებული ერისთავის სახლი, ახალი პროფსასწავლებლის მშენებლობა, ბავშვთა საფეხბურთო აკადემია , ლანჩხუთში 10 სოფლის წყალმომარაგება, დაკმაყოფილებული ეკომიგრანტები და ა.შშემიძლია მივაწოდო მართლა თუ აინტერესებს.კომუნისტები მსგავსი ანტისიმდიდრის ნარატივს რომ ავითარებდნენ და გააკულაკეს ხალხი, იმიტომ არის რომ დღემდე ვერ დავდექით ფეხზე!! მასე გააგრძელე, ბატონო ალეკო, შორს წახვალ და ზედ მიიყოლებ ვინც დაგიჯერებს, _ წერს ... ...
  • "არ გავჩერდებით, სანამ სისხლს არ გავუშრობთ ამ წურბელა მთავრობას" _ ალეკო ელისაშვილიჩოხატაურის ბაზარში სამოქალაქო მოძრაობის წევრები ამ წუთებში მართავენ კამპანიას "ვამხილოთ გურული ფეოდალები". ისინი ბაზარში მყოფ ადამიანებს ესაუბრებიამნ პროპორციული საარჩევნო სისტემის მნიშვნელობის შესახებ და თანამდებობაზე მყოფ დეპუტატებს _ არჩილ თალაკვაძესა და ნინო წილოსანს ადანაშაულებენ, რომ ისინი ხალხზე არ ზრუნავენ.  როგორც სამოქალაქო მოძრაობის ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა "გურია ნიუსთან" განაცხადა, არ გაჩერდებიან, სანამ მიზანს არ მიაღწევენ. "ისინი მდიდრდებიან ხალხის ხარჯზე! არ გავჩერდებით, სანამ სისხლს არ გავუშრობთ ამ წურბელა მთავრობას", _ გვითხრა ელისაშვილმა. ამ წუთებში სამოქალაქო მოძრაობის ჩოხატაურელ მოსახლეობასთან შეხვედრა დაპირისპირების ფონზე ... ...
  • "ეს გააკეთა მერმა და არა წილოსანმა" - დაპირისპირება ჩოხატაურის ბაზარშიალეკო ელისაშვილის და მისი გუნდის შეხვედრა ჩოხატაურის ბაზარში დაპირისპირების ფონზე ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...