დღე, რომელიც ფერადი ბუშტებით არის შეფუთული

გიორგი გირკელიძის ბლოგი

დღე, რომელიც ფერადი ბუშტებით არის შეფუთული

1 ივნ. 2018, 15:26:17

დღე, რომელიც გაერომ დააწესა, ყოველი წლის 1 ივნისს აღინიშნება და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღედ არის ცნობილი.

რატომღაც ეს დღე საქართველოში კონცერტებით, ფერადი ბუშტებით, ტორტებით და ათასგვარი გასართობი ღონისძიებებით აღინიშნება.

ეს დღე რომ სრულიად სხვა დატვირთვას უნდა ატარებდეს, ეს გუშინდელმა დღემაც კარგად დაგვანახა.

ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც 12 წლის ბიჭების მკვლელობა გაუხსნელია, შვილმკვდარი მშობელები კი სამართალს ეძებენ; ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც აქცია იმართება გაუხსნელი მკვლელობის გამო და ამ დროს გაქვს შეგრძნება, აქციის უკან გარკვეული პოლიტიკური გუნდი ბინძურ თამაშს თამაშობს; ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლების წევრები და სასულიერო პირები ძვირადღირებული ჯიპებით დადიან, ბავშვები კი ირგვლივ სამათხოვროდ დადიან; ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც 11 000 ათასი მოსწავლე ჩაიჭრა საატესტატო გამოცდაზე და განათლების რეფორმაზე არავინ ფიქრობს; ჩვენ ვცხოვრობთ, ქვეყანაში სადაც ბავშვები სამუშაოდ თურქეთში გადადიან და იქედან ჯანმრთელობის პრობლემით ბრუნდებიან; ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ბავშვები გაურკვეველ ვითარებაში იკლავენ თავს და საქმეები გამოუძიებელია.

და ამ დროს, იმ პრობლემს, რომლებიც ჩვენ ირგვლივ ყოველდღე მრავლად არის, ფერადი ბუშტებით „ფუთავენ“.

ბოლოს კი, გოდერძის ჩოხელის “თევზის წერილები“ მახსენდება: როდესაც გამიხარდაის უფლებები დაირღვა, ადამიანად ყოფნა აღარ მოუნდა და თევზად გადაიქცა.

ერთ საღამოს, მდინარეში მყოფ გამიხარდაის შვილმა მიაკითხა: _ მამიკო, გამოდი რა! ოღონდ გამოდი და არასოდეს არ გაგაბრაზებ. კანფეტებს გიყიდი. ნუ იქნები თევზი, გეხვეწები...

მერე ხვეწნით რომ ვერაფერი შეასმინა, ტირილით წამოვიდა სოფლისკენ პატარა გოგო.

რაც შეიძლება, მეტად უნდ დავინტერესდეთ ყველანი ბავშვების პრობლემით, რომ ადამიანობა არ დავკარგოთ და თევზად გადაქცევის სურვილი არ მოგვინდეს...

ერთად გავერთიანდეთ იმ უფლებების დასაცავად, რომელიც ყოველდღე ირღევა _ ფერადი ღონისძიებების  გაკეთებას ყოველთვის მოვასწრებთ!




 ახალი ამბები
  • ავარია ქვაბღასთან- როგორია დაშავებულების მდგომარეობაბახმაროსკენ მიმავალ გზაზე, ქვაბღასთან, ავტომობილი, რომლითაც 6 ადამიანი, მათ შორის 8 თვის ბავშვი მგზავრობდა ხიდიდან გადავარდა. დაშავებულები ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრებში გადაანაწილეს, რომელთაგან 1-მა კლინიკა ამ დროისთვის უკვე დატოვა, 1 დაშავებული კი ქუთაისში გადაიყვანეს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანაშენწის ნაბეღლავის ადმინისტრაციულ ერთეულში, ნოდარ ირემაძის ინფორმაციით, დაშავებულები ჩოხატაურელები არიან. „ავტოკატასტროფა მოხდა ღამით. მოხდა სწრაფი რეაგირება. შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა სამაშველო სამსახური. სასწრაფომ დაშავებულები გადაიყვანა საავადმყოფოებში. ცალკე წაიღეს ავტომობილი.   ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჩოხატაურელები დაშავდნენ“,_ ამბობს ირემაძე. ჩვენს კითხვაზე ხშირია თუ არა ავტოსაგზაო შემთხვევები გზის ამ მონაკვეთზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანაშენწე ნაბეღლავის ადმინისტრაციულ ერთეულში, გვპასუხობს, რომ გზა აღნიშნულ მონაკვეთზე კარგია და არც ავარიები ხდება ხშირად. „წელს ეს პირველი ავტოსაგზაო შემთხვევაა ამ ტერიტორიაზე. გზა ძალიან კარგია, მთავარია მძღოლი იყოს ყურადღებით. რას უკავშირდება მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა არ ვიცი“,_ გვპასუხობს ირემაძე. 6 დაშავებულიდან 2, კაცი და ქალი "ჯანმრთელობის სახლ გურიაში“ გადაიყვანეს. როგორც კლინიკის მთავარი ექიმი თემურ კოროშინაძე, გვეუბნება:   „ჩვენთან შემოიყვანეს 2 დაშავებული პიროვნება 1 მამაკაცი და 1 ქალი. მამაკაცს ჰქონდა ყბის ძვლის მოტეხილობა და გადაგზავნილი იქნა ქუთაისში ქირურგიული ჩარევისთვის. ქალს ტვინის შერყევა და ნეკნის მოტეხილობა აღენიშნება“,_ გვითხრა კოროშინაძემ. 4 დაშავებული, მათ შორის 8 თვის ბავშვი კი ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრი - მედალფაში შეიყვანეს. „მედალფას“ დირექტორის, ანტონ ხუნდაძის თქმით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 1 უკვე გაწერეს და 2 დღეში დანარჩენებიც დატოვებენ კლინიკას. „4 დაშავებული შემოიყვანეს ჩვენს კლინიკაში, 1 უკვე გავწერეთ და 3 რჩება. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჩვენთან დაკვირების ქვეშ არის 8 თვის ბავშვიც. სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება და 2 დღეში გავწერთ“,_ ამბობს ხუნდაძე.   ... ...
  • ნაპირზე ტანსაცმელი იპოვეს- რიონში დასაბანად შესულ 72 წლის კაცს ეძებენსამტრედიის შესასვლელში, აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ, მდინარე რიონის ნაპირზე 72 წლის როლანდ თვალაბეიშვილის ტანსაცმელი იპოვეს. მისი შვილის, ჯონი თვალაბეიშვილის განცხადებით, მამა გუშინ, დაახლოებით 16:00 საათზე გავიდა სახლიდან მდინარე რიონზე, დასაბანად. დღეს დილიდან უკვე მიმდინარეობს მდ. რიონზე საძიებო ღონისძიებები. ადგილზეა სამტრედიის და ქუთაისის როგორც ქვეითი, ასევე სამაშველო ჯგუფები საფრენი აპარატი დრონით და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მყვინთავთა ჯგუფი, წყალზე საძიებო სკანერი "ექოლოტით" აღჭურვილი გასაბერი და მოტორიანი ნავებით. ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ... ...
  • შაქარაშვილის საქმე- დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის დასკვნის შემდგომ უკვე არსებულ კლასიფიკაციას  დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი მცხეთაში, დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე წავიდა, შემდეგ კი გაუჩინარდა. მაშველებმა მის ცხედარს რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ მდინარეში მიაგნეს. "ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს“, - ნათქვამია პროკურატურის ... ...
  • რა სახელდება ექსპერტიზის დასკვნით შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზად"მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგების შესახებ და, აქედან გამომდინარე, მიღებული სამართლებრივი გადაწყვეტილების თაობაზე. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება ინტენსიური გამოძიება. მიღებული ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, შესაბამისი საექსპერტო კვლევით დასადგენია დასკვნაში აღნიშნულ დაზიანებათა წარმოშობის მექანიზმები და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები. ამავდროულად, მისაღებია ბიოლოგიური, ქიმიური, ტრასოლოგიური, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სხვა პირთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები და უკვე მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, პროკურატურის მიერ მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება, რის შესახებაც გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება დეტალური ინფორმაცია. საქართველოს პროკურატურა აღნიშნულ საქმეზე არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მომავალშიც მიაწვდის საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას, რის შესახებაც წინასწარ აუცილებლად გაიმართება კონსულტაცია გიორგი შაქარაშვილის ოჯახთან. საქმის სირთულის და სენსიტიურობის გათვალისწინებით, პროკურატურა სთხოვს ყველას თავი შეიკავონ გადაუმოუწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რათა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიეცეს შესაძლებლობა სრულყოფილი გამოძიების ჩასატარებლად და შესაბამისად, პროკურატურას სამართლებრივი გადაწყვეტილებების მისაღებად, რათა აღნიშნულ საქმეზე დადგინდეს ჭეშმარიტება და დანაშაულის ჩამდენმა პირებმა სრული სიმკაცრით აგონ პასუხი კანონის წინაშე. ასევე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურა ასაჯაროებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე ფოტოვიზუალური ნაწილის გარეშე", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში, რომელიც შაქარაშვილის გარდაცვალებასთან ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების გასაჯაროების შესახებ ... ...
  • ყველასთვის ხელმისაწვდომი და უფასო ენერგოწყარო, რომელსაც არ ვიყენებთმზის ენერგიის გამოყენების სარგებლიანობისა და საქართველოში მისი მაღალი პოტენციალის შესახებ ბევრი იწერება, ბევრი გადაცემაც მომზადდა და სამოდელო პროექტებიც გახორციელდა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. მიუხედავად ამისა, მზეს ცხელი წყლის ან/და ელექტროენერგიის მისაღებად მხოლოდ რამდენიმე ასეული ოჯახი იყენებს ქვეყანაში. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2018 წელს საქართველოს ენერგომოხმარების მხოლოდ 0.5% შეადგინა მზის, ქარის და გეოთერმული ენერგიების ჯამურმა წილმა. მოდით, კიდევ ერთხელ გავიაზროთ, ღირს თუ არა დახმარების გარეშე და საკუთარი სახსრებით დავიწყოთ მზის ენერგიის გამოყენება. რამდენად მზიანია საქართველო საქართველოში მზის ენერგიის გამოყენების პოტენციალი გაცილებით მაღალია, ვიდრე მაგალითად ცენტრალური ევროპის ქვეყნებში. შედარებისთვის: მზიანი დღეების რაოდენობა საქართველოში 250-280-ია, ევროპის ქვეყნებში კი 200-მდე. საქართველოში, წლის განმავლობაში მზე ანათებს 2000-დან 2200 საათის განმავლობაში. იგივე მონაცემი გერმანიისთვის 1800-1900 საათია. ბევრად მაღალია მზის გამოსხივება ერთ კვადრატულ მეტრზე. ეს მაჩვენებელი საქართველოში საშუალოდ 1550 კვტ/საათია, ხოლო გერმანიაში _ 1000 კვტ/სთ-მდეა. უფრო კონკრეტულად: ჩვენს ტერიტორიაზე მზის წლიური ჯამური ენერგია რეგიონების მიხედვით 1 კვადრატულ მეტრ ფართობზე მერყეობს 1250-1800 კვტ/სთ დიაპაზონში, ხოლო საშუალო ენერგია, იგივე 1 კვადრატულ მეტრ ფართობზე უტოლდება 4.2 კვტ/სთ დღეში. ანუ, თეორიულად, ერთი საშუალო ოჯახისთვის სამყოფ ენერგიას (ელექტროენერგია და ბუნებრივი ან თხევადი გაზი) მზე აფრქვევს დედამიწის 1.5-2 კვ.მ. ფართობზე. მზის ენერგიის გამოყენება შეარბილებდა ისეთ მნიშვნელოვან ადგილობრივ და გლობალურ პრობლემებს როგორიცაა: ენერგოსიღარიბე, ენერგოდამოუკიდებლობა, ადგილობრივი მიკროკლიმატის და გლობალური კლიმატის ცვლილება. ენერგოსიღარიბე: საქართველო ენერგეტიკულად ღარიბი ქვეყანაა. ჩვენს მიერ მოხმარებული ყველა სახის ენერგიის 65-67% იმპორტირებულია და ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე ყოველწლიურად ვიხდით ასეულობით მილიონ ლარს. თუ გავითვალისწინებთ ნავთობზე და ბუნებრივ გაზზე ფასების მკვეთრად გაზრდის პერსპექტივას, ადვილი წარმოსადგენია როგორ გაიზრდება ეს თანხები უახლოეს პერიოდში და ყოველწლიურად. ენერგოდამოუკიდებლობა: დღეს იმპორტირებული ნავთობისა და გაზის ერთადერთი მომწოდებელი აზერბაიჯანია, რაც ქვეყნის ენერგეტიკულ, ეკონომიკურ და თუ გნებავთ პოლიტიკურ დამოუკიდებლობას უდიდეს საფრთხეს უქმნის. ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად სახელმწიფო ერთადერთ გზად ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას სახავს და მის აგრესიულ ლობირებას ეწევა. ამავე დროს დუმილს ამჯობინებს იმ ფაქტზე, რომ ჰესების მშენებლობას დადებით მხარეებთან შედარებით პროპორციულად დიდი უარყოფითი მხარეებიც აქვს ბუნებრივი და ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს დეგრადაციისა და რისკის ქვეშ დაყენების სახით. ჰესების ნაცვლად მზის ენერგიის გამოყენების ხელშეწყობა იქნებოდა გარანტია ნამდვილი ენერგოდამოუკიდებლობისა კონკრეტული ოჯახების თუ სახელმწიფოს დონეზე, გარემოს მნიშვნელოვანი დაზიანების გარეშე. წყლის ენერგიისგან განსხვავებით, მზის ენერგიის გამოყენება ფაქტობრივად ყველა მსურველს შეუძლია. ყველას, ვისაც საკმარისი ფართობი აქვს სახურავზე ან ეზოში, სადაც მზე ანათებს, შეუძლია მზისგან (ფინანსური) სარგებელი მიიღოს და ამავდროულად გარემოს დაცვას შეუწყოს ხელი. ამ გზით შესაძლებელია თითოეულმა ოჯახმა შექმნას სუფთა ენერგია, გამოიყენოს ან/და გაყიდოს იგი. სწორედ ამგვარად არის შესაძლებელი ენერგოდამოუკიდებლობის გაუმჯობესება ოჯახების თუ სახელმწიფოს დონეზე. როგორ შემიძლია გავხდე უფრო ენერგოდამოუკიდებელი მზის ენერგიის გამოყენებით? მზის ენერგიას ყველაზე ხშირად ცხელი წყლის მისაღებად და ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად იყენებენ. ასევე ეფექტურია მზის ენერგიის გამოყენება, მაგალითად, ხილისა და ბოსტნეულის საშრობები. წინამდებარე სტატიაში გვინდა ყურადღება დავუთმოთ მზის ენერგიით ცხელი წყლის მიღებას და შესაბამის მოწყობილობას, რომელიც მზის კოლექტორების სახელითაა ცნობილი. მზის წყალგამაცხელებლებში, ანუ მზის კოლექტორებში მზის სითბური გამოსხივება აცხელებს წყალს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია შხაპისთვის, სამზარეულოში და სხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულებით. მზის წყალგამაცხელებლების ფასი განსხვავდება ხარისხის მიხედვით. ქართველ მომხმარებელს უკვე შეუძლია არჩევანი გააკეთოს სხვადასხვა ხარისხის იმპორტირებულ თუ ადგილობრივი წარმოების პროდუქციას შორის. თუმცა, კვალიფიციურ მონტაჟსა და საგარანტიო მომსახურებას მხოლოდ ცალკეული კომპანიები სთავაზობენ. აღნიშვნის ღირსია ადგილობრივი წარმოების მზის კოლექტორები, რომლებიც ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადითა და საგარანტიო სერვისით გამოირჩევა. ამ სახის მზის კოლექტორების აგება და შეკეთება შედარებით მარტივია, მიეკუთვნება რა ე.წ. "low tech" ტიპს.  სხვადასხვა ორგანიზაცია სთავაზობს ტრენინგებს კოლექტორების ამ ტიპის აგების შესასწავლად. არსებობს სახელმძღვანელოებიც, რომელთა გამოყენებით მინიმალური დანახარჯებით ტექნიკური უნარ-ჩვევების (მაგ. შედუღება) მქონე პირები დამოუკიდებლად შეძლებენ მის აგებას.  მზის ამ ტიპის კოლექტორი არის კარგად იზოლირებული, მინით დაფარული შავი ფილა, რომელშიც განთავსებულია წყლის მილები. კოლექტორი შთანთქავს მზის გამოსხივებას, გარდაქმნის მას თბურ ენერგიად და ათბობს წყალს, რომელიც გროვდება თბოიზოლირებულ ავზში. ზაფხულის თვეებში კოლექტორები წყალს 70-80 გრადუს ცელსიუსამდე ათბობენ, ზამთრობით _ 35-50 გრადუსამდე. კვლევების თანახმად, ცხელი წყლის მისაღებად გაწეული ხარჯი  3-5-სულიანი ოჯახების ენერგობიუჯეტში საშუალოდ 11%-ს შეადგენს. მზის წყალგამაცხელებელი სისტემა 75-85%-ით ფარავს მომხმარებლის წლიურ მოთხოვნას ცხელ წყალზე. შესაბამისად, წყლის გაცხელების დანახარჯებიც იგივე თანაფარდობით მცირდება. 24-36 თვეში შესაძლებელი ხდება შესაბამისი დანადგარის საფასურის ანაზღაურება და მომდევნო წლებში (სულ ცოტა 8-10 წელი) უკვე უფასოდ, სრულიად მზის ხარჯზე გააცხელებთ წყალს. მზის წყალგამაცხელებლის დამონტაჟება შესაძლებელია არა მხოლოდ საცხოვრებელ სახლებში, არამედ საზოგადოებრივ დაწესებულებებშიც, სადაც დიდი რაოდენობით ცხელ წყალს მოიხმარენ, რაც საბოლოოდ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ დანაზოგს მოგვცემს. თანაც, ეს ეკოლოგიური თვალსაზრისითაც გამართლებულია _ მცირდება გამონაბოლქვი აირები. მზის წყალგამაცხელებლების გავრცელების ხელშესაწყობად საქართველოში ძირითადად საზოგადოებრივი ორგანიზაციები  მუშაობენ. მათ შორისაა არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე რეგიონები", რომელიც ამჟამად ფონდ "ურბისის" ფინანსური მხარდაჭერით ჩოხატაურისა და ხონის მუნიციპალიტეტებში განახლებადი ენერგიების და გარემოს დამზოგველი ენერგოტექნოლოგიების პოპულარიზების მორიგ პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, სამიზნე მუნიციპალიტეტებში განახლებადი ენერგიებით დაინტერესებული ადამიანების ე.წ. "მზის ელჩებად" გადამზადება ხდება, რომლებიც სამომავლოდ მზის ენერგიის გამოყენების შესახებ ადგილობრივ მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებაზე იმუშავებენ. მოეწყობა სადემონსტრაციო ობიექტები, სადაც ადგილობრივებს შეეძლებათ პირადად გაეცნონ მზის წყალგამაცხელებლების მუშაობის პრინციპს და დარწმუნდნენ მის ეფექტიანობაში.   მზის ტექნოლოგიების დანერგვითა და გავრცელებით შესაძლებელი გახდება ხე-ტყის საწვავად გამოყენების, ტყის გაჩეხვისა და სათბურის გაზების ემისიების შემცირება, ადგილობრივი ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება და კლიმატის ცვლილების შემარბილებელ ღონისძიებებში წვლილის შეტანა. სტატია მომზადებულია პროექტის "განახლებადი ენერგიების გამოყენების ხელშეწყობა  ჩოხატაურისა და ხონის მუნიციპალიტეტებში მზის ტექნოლოგიის შესახებ ცნობიერების ამაღლებითა და ფინანსური ხელშეწყობის მექანიზმებით" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე რეგიონები", ფონდ "ურბისის" ფინანსური ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...